პსპ სუპერლიგის 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონია.

"ფარმაცევტები" ფინალურ შეხვედრაში "თსუ-ჰიუნდაის" დაუპირისპირდნენ. უგოლოდ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, მეათე სეზონის გამარჯვებულის გამოსავლენად, შვიდმეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო - 3:1 პსპ-ს სასარგებლოდ. ეს "ფარმაცევტების" ზედიზედ მეორე, სულ კი მესამე საჩემპიონო ტიტულია.

შეხვედრა მთლიანობაში დაძაბულად წარიმართა. დარბაზში მოსულ გულშემატკივარს ლიგის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა, სანახაობრივი ფეხბურთის გარდა, სახალისო გათამაშებაც შესთავაზეს.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მეათე საიუბილეო სეზონის სუპერლიგის შვიდი საუკეთესო ფეხბურთელი და მენეჯერი დასახელდა.

საუკეთესო მეკარის პრიზი თსუ-ს გოლკიპერს, ერნესტ აკოფოვს ერგო, საუკეთესო მცველი პსპ-ს ფეხბურთელი ნიკოლოზ კოპლატაძე გახდა, საუკეთესო თავდამსხმელად "ნატახტარის" შემტევი გიორგი ყაზარაშვილი, საუკეთესო უნივერსალად კი "სტუდენტების" ფეხბურთელი შალვა კაპანაძე დასახელდნენ. საუკეთესო ასისტენტის (12 პასი) და ბომბარდირის (20 გოლი) ჯილდო სფფ-ის მოთამაშეს, კახა კალაძეს ერგო. ასევე, სფფ-ის მენეჯერს, აკაკი ხლაბუსტავს გადაეცა სეზონის საუკეთესო მენეჯერის პრიზი. საიუბილეო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კი პსპ-ს მოთამაშე მიხეილ თევზაძე გახდა.

სეზონის ნომინანტებს "სნეპ ფიტნეს ჯორჯიისგან" 6-თვიანი ულიმიტო ვაუჩერები გადაეცათ, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი 12-თვიანი ულიმიტო ვაუჩერით დაჯილდოვდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩისშემდგომ კომენტარებს:

დავით ბობოხიძე, "თსუ-ჰიუნდაის" მწვრთნელი: "მოლოდინისამებრ, რთული თამაში გამოვიდა. ერთმანეთის შეცდომებს ველოდებოდით, თუმცა ორივე გუნდმა ძალიან კარგად და უშეცდომოდ ითამაშა. შეხვედრის ბედი საფეხბურთო ლატარიამ გადაწყვიტა. მივულოცავ მოწინააღმდეგეს და მომავალში წარმატებას ვუსურვებ".

შალვა კაპანაძე, "თსუ-ჰიუნდაი": "მთლიანად სეზონი ძალიან დამღლელი გამოვიდა. ორივე გუნდი ვიმსახურებდით ფინალში თამაშს. შვიდმეტრიანების სერიაში დავმარცხდით, თუმცა არაფერია. გამიხარდა ძალიან სეზონის საუკეთესო უნივერსალის ტიტულის მოპოვება".

ბესო არველაძე, პსპ-ს მწვრთნელი: "ძალიან კამაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. ვიცოდი, რომ რთული თამაში იქნებოდა. ორივე გუნდმა, პრაქტიკულად, უმაღლეს დონეზე ითამაშა. ჩემი გუნდის მოთამაშეებს შეცდომები თითქმის არ დაუშვიათ. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მხოლოდ კონტრშეტევებზე ვაკეთებდით აქცენტებს. დღევანდელი ფინალი ლატარია იყო და სწორედ ლატარიაში გავიმარჯვეთ".

მიხეილ თევზაძე, პსპ: "ძალიან მაგარი თამაში იყო. მეათე სეზონის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესოც. ორივე გუნდს თანაბრად ეკუთვნოდა ჩემპიონობა. სამართლიანი იყო პენალტების სერია. ძალიან გახარებული ვარ, რომ გავხდი სეზონის საუკეთესო მოთამაშე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და ასევე მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს".

ნიკოლოზ კურტანიძე, პსპ: "ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო. ორივე გუნდი ბოლომდე დაიხარჯა და ყველაფერი დადო მოედანზე. მადლობა მინდა გადავუხადო თსუ-ს გუნდს ღირსეული წინააღმდეგობისათვის. დღეს ფორტუნა ჩვენი გუნდის მხარეს აღმოჩნდა. რაც შეეხება ჩემ მიერ გატანილ ბოლო პენალტს, თავიდან ვერ გავიგე, საერთოდ გავიტანე გოლი თუ ავაცილე, რადგან დარბაზშიც სიწყნარე იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ გადამწყვეტი შვიდმეტრიანი გავიტანე. ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემს გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე".

გივიკო კაციტაძე, პსპ: "პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა მოწინააღმდეგეს, ჩემს გუნდს და გულშემატკივარს, რადგან ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. დაცლილები ვართ ემოციებისგან. ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ ჩემპიონატი, ჯამში კი სამჯერ გვაქვს მოპოვებული საჩემპიონო თასი".

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი: "მინდა ფინალისტებს მადლობა ვუთხრა ასეთი ფინალისთვის. გულშემატკივარს დიდი მადლობა და ვულოცავ პსპ-ს ძალიან დიდ წარმატებას, რადგან სუპერლიგის ისტორიის განმავლობაში უკვე მესამედ ეუფლებიან ამ თასს და ვფიქრობ, დამსახურებულადაც. უკვე ველოდებით შემდეგ ჩემპიონატს. გავაანალიზებთ, თუ რა მინუსები და პლუსები იყო ამ სეზონში და უკეთეს პროექტს შევთავაზებთ ჩვენს მონაწილეებს".

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა