"სპარტაკთან" მატჩში დაშავებულ "კრასნოდარის" ქართველ მცველს მოსკოვის კლინიკაში ტვინის შერყევა დაუდგინეს
გუშინ, 20 აპრილს, რუსეთის თასის მეოთხედფინალურ მატჩში "კრასნოდარი" მოსკოვის "სპარტაკთან" 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. თუმცა, თასი იქით იყოს და "კრასნოდარის" ქართველი კაპიტანი, შეხვედრის 23-ე წუთზე, სპარტაკელ კუდრიაშევთან შეჯახებისას დაშავდა და მოედანი დატოვა.

საქართველოს ნაკრების მცველის ტრავმა იმდენად საშიში ჩანდა, რომ ალეკო მატჩის დასრულებისთანავე მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გამოსაკვლევად წაიყვანეს.

საბედნიეროდ, გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამისულაშვილს სერიოზული დაზიანება არ აქვს, თუმცა მეტოქის იდაყვის ჩერტყმისგან ტვინის შერყევა მსუბუქ ფორმაში მაინც აღენიშნებოდა. ექიმებმა ჩვენებურს მგზავრობისგან თავის შეკავება და ერთი ღამით მოსკოვში დარჩენა ურჩიეს.

ქართველი ფეხბურთელი კრასნოდარში დღეს, დღის მეორე ნახევარში გაემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში არათუ არ უთამაშია, განაცხადშიც არ ყოფილა მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ კოჭის ტრავმა გაუმიზეზდა.

მომზადებულია fckrasnodar.ru-ს მიხედვით

პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე