დღეს, 19 ივლისს, ევროპა ლიგის პირველi საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურა" იერუსალიმში "ბეითარს" სტუმრობს.

შეხვედრა თბილისის დროით 21:45 წუთზე დაიწყება და სტრიმის არსებობის შემთხვევაში, Sportall.ge-ზე შეგეძლებათ ყურება.

საჩხერeლებს რთულ პირობებში მოუწევთ თამაში. ძალიან ძნელია მეტოქის ასეთ ხმაურს და აგრესიას არ მიაქციო ყურადღება. ებრაელმა გულშემატკივრებმა თავიანთი კვალი თბილისშიც დატოვეს. ამ გუნდს ისრაელში ყველაზე აგრესიული და ხმაურიანი ფანები ჰყავს.

ევროტურნირების შესარჩევ ეტაპზე საჩხერელებს ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე შეხვდათ. ისრაელის ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა რაუნდის მესამეადგილოსანი კლუბი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი. ისრაელს საკმაოდ კარგი საფეხბურთო ჩემპიონატი აქვს.

ტრამპი თუ ფრუიძე?

ტრამპის სახელოვანი გუნდი დონალდივით ეფექტური არ იყო და თბილისში უფერული შეხვედრა გვაჩვენეს. შეცდომები, როგორც ებრაელებს, ასევე საჩხერელებსაც ჰქონდათ და საკმაოდ მოსაწყენი შეხვედრაც გამოუვიდათ. დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, "ჩიხურას" აუცილებლად ესაჭიროება ერთი გოლი და მეტი კონცენტრაცია.

სოსო ფრუიძემ შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა: "პირველ თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა. გვქონდა ორივე გუნდს გოლის გატანის შანსი. "ბეითარი" ახალი დაკომპლექტებული გუნდია და აქვს ბევრი შეცდომა. ხვალ ჩვენ მათი შეცდომების გამოყენებასაც შევეცდებით".

ფაქტია, დღევანდელ შეხვედრაში დიდ როლს ითამაშებს ტაქტიკური გამჭრიახობა და ანალიზი, რადგან ორივე გუნდს სჭირდება გასაღები, რითიც მეტოქე გუნდს ჩამოშლის. სხვა შემთხვევაში წინაზე უკეთეს შეხვედრას არ უნდა ველოდოთ. ფაქტია, "ბეითარი" საკუთარ სტადიონზე საჩხერელებს უფრო ძლიერად შეუტევს და ამ შემთხვევაში დაცვის როლი იზრდება. წესით, დღევანდელ შეხვედრაში უნდა ითამაშოს ლევან კაკუბავამ.

წინა მატჩში სამი ფეხბურთელის თამაშია გამოსაყოფი: რევაზ ჩიტეიშვილის, ბაქარ მირცხულავას და ირაკლი ბუღრიძეს. ამ უკანასკნელს მაქსიმალურად შეზღუდავენ, რადგან ებრაელებმა მისგან წამოსული ხიფათი დაინახეს და თავიდან ბოლომდე ბუღრიძის კრეატიულობა-სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული მეტოქის მცველებთან ჭიდილი.

მეტოქე

"ბეითარის" ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 8.98 მილიონი ევროა, როცა "ჩიხურას" ფასი 3.13 მილიონი ევროა. გუნდში ხუთი ლეგიონერი თამაშობს. თითქმის ყველა საკმაოდ მაღალი დონისაა და ისინი ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობენ.

"ბეითარის" მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი სპეციალისტი გაი ლუზონია, რომელსაც სხვადასხვა დროს ადგილობრივი ებრაული გუნდები, ბელგიური გუნდი და ინგლისის ქვედა ლიგის გუნდი "ჩარლტონი" გაუწვრთნია.

გაი ლუზონი ღრმა მწუხარებაშია ჩავარდნილი, ეს ფრუიძის გასაგონად არის თუ რეალობაა, დღეს გამოჩნდება: "სიტუაცია იდეალურისგან შორსაა. ფეხბურთელების წასვლამ იმოქმედა და საკადრო პრობლემები გვაქვს. კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ წასვლა, მაგრამ ახლა ეს აღარ უნდა დავუშვათ.

დავიდ კელტიენსმა ტრავმა მიიღო და არ უვარჯიშია. არ ვიცი, "ჩიხურასთან" გვეყოლება თუ არა. ამის მიუხედავადაც, დაცვაზე მეტად შეტევაზე ვფიქრობთ. რა სიტუაციაშიც უნდა ვიყოთ, უნდა მოვიგოთ".

კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი, ფრანგი ანტუანე კონტე 2 მილიონი ევრო ღირს. კონტე ცენტრალური მცველია, რომელიც "ბეითარმა" "რეიმსისგან" შეიძინა. გამორჩეულია ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი კლოდემირია, რომელიც შეტევაშიც შესანიშნავია და გუნდის ბომბარდირობას ებრაელ შეჩთერთან ერთად 9 გოლით იყოფს.

გუნდის მეკარე ბორის კლაიმენია, რომელიც ამავდროულად, ისრაელის ნაკრების მეკარეა და არცთუ ისე საიმედოა, რადგან ადგილობრივ ჩემპიონატში 32 შეხვედრაში 36 გოლი გაუშვა.

"ბეითარს" გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რამდენიმე ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული და უფრო გუნდურ თამაშზეა ორიენტირებული. ყველა შემთხვევაში მეტოქე ფავორიტია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ორი წლის წინ "ბურსასპორიც" ფავორიტი იყო...

მსაჯები

მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი - მარკო დი ბელო, დამხმარე მსაჯები - მატეო პასერი და როდოლფო დი ვუოლო, მეოთხე მსაჯი - როსარიო აბისო.

თუმცა
თუმცა მოვიგეთ
levi
მენტალიტეტია თქვენთვის დამღუპველი, ჯერ მოიგე თამაში და მერე ილაპარაკე სავარაუდო მეტოქეზე, დარჩით ეხლა პირდაბჩენილები წააგო ტორპედომაც და სამტრედიამაც. არ დაგავიწყდეთ,ჩიხურას მოუძებნეთ სავარაუდო მეტოქე,თუმცა რათ უნდა იმასაც იგივე მოელის რაც მის წინამორბედებს მოუვიდათ. ასეა ეს
reno
მასპინძელი ფავორიტიაო და თუმცაო, რა თუმცა რისი თუმცა, ასე გაიძახოდით ტორპედოსა და სამტრედიაზეც და შედეგმაც არ დააყოვნა
ზვიადი
საჩხერელი ებრაელები წაუკრავენ ხელს
გიბო
სულ დავკარგეთ თავმოყვარეობა?
xabe
გაგიკვირდებათ და ქართული გუნდებიდან ყველაზე მეტად ჩიხურასი მეიმედება, ეს გუნდი ევროტურნირებზე გასვლაზე 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა...
gode
ნეტა არ გლახაობდეთ რაღაცას! მოგცლიათ თქვენ!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯეკსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] ტრამპს დასცინეს - აშშ-ისთან მატჩის ბოლოს ბელგიელებმა ასეთი რამ გააკეთეს
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]
ირაკლი ბუღრიძე: როცა გოლი გავუშვით, დასაკარგი არაფერი აღარ იყო
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელის უმაღლესი ლიგის გუნდში გააგრძელებს
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
FIFA-მ ახალი რევოლუციური პროექტი დაანონსა, რის გამოც ევროპელები მუნდიალს ბოიკოტს გამოუცხადებენ? - სკანდალური ამბის დეტალები
"მას ძალიან დიდ პატივს სცემს" - ტრამპი ინფანტინოს გაჭირვებაში არ მიატოვებს