პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად მსოფლიოს მეორე ჩოგანის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
კარგი ამბები შეიტყვეს ბელგიელი კიმ კაისტერსის გულშემატკივრებმა. ექიმების პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, მსოფლიოს მეორე ჩოგანის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კლაისტერსმა თავისი ბიძაშვილის ქორწილში დაიზიანა ფეხი და გარკვეული პერიოდი ყავარჯნებით დადიოდა. გუშინ კი მისმა ფიზიოთერაპევტმა სემ ვერსელჯერსმა განახადა - კიმს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ საფრანგეთის ღია პირველობამდე მოასწროს მწყობრში ჩადგომა და როლან გაროსზე თამაში.

"კიმი უკვე ყავარჯნების გარეშე გადაადგილდება. მას კიდევ ოთხი-ექვსი კვირა დასჭირდება ყველა პროცედურის დასასრულებად. ასე რომ, თუ ის 30 დღის შემდეგ შეუდგება კორტზე ვარჯიშს, ორი კვირა ექნება როლან გაროსისთვის მოსამზადებლად", - ამბობს ვერსელჯერსი.

კლაისტერსისგან განსხვავებით გაურკვეველ სიტუაციაშია მსოფლიოს კიდევ ერთი ყოფილი ჩოგანი, ამერიკელი ვენუს უილიამსი. მან ჯერ არ იცის, როდის შეძლებს კარიერის განახლებას.

შეგახსენებთ, რომ უფროსი უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ გასულა კორტზე. იქ მან ბარძაყის ტრავმა მიიღო და დღემდე ვერ მოირჩინა დაზიანება.

"კორტზე დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი. მოუთმენლად ველი ამ მომენტს და ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. მომენატრა ოფიციალურ ტურნირებზე გამოსვლა. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - კორტზე მხოლოდ ბოლომდე გამოჯანმრთელებული დავბრუნდები, რადგან არ მინდა ტრავმის რეციდივის დაშვება", - განაცხადა ვენუსმა.

ამ დღეებში კიდევ ერთი ჩოგბურთელის ტრავმა მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. ფედერაციის თასის მატჩისას მუცლის კუნთი დაიზიანა ანა ივანოვიჩმა. თუმცა სერბეთის ნაკრების ექიმმა ზვიეზდან მილინკოვიჩმა განაცხადა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და ამ კვირის ბოლოსთვის ივანოვიჩი მწყობრში იქნება.

როგორც იცით, გასულ კვირას სერბეთი მსოფლიო ჯგუფში გასასვლელად სლოვაკეთს ხვდებოდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს