"საბურთალომ" ვარჯიში 2 ახალწვეულით განაახლა. ამიშ შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

გუნდი, რომელიც ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება, ახალი სეზონისთვის მზადებას გუშინ "ზესტაფონის" ბაზაზე არსებულ სტადიონზე შეუდგა.

ქალაქელთა შემადგენლობაში რამდენიმე სიახლეა. ამიერიდან, კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიცავენ. ამ უკანასკნელს კარგა ხანი ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მომჯობინდა და თბილისელთა შემადგენლობაში უკვე თვეზე მეტია ვარჯიშობს.

თარგამაძე ბოლოს უკრაინულ გუნდებში თამაშობდა - "ოლექსანდრიაში", "მარიუპოლში", დონეცკის "შახტარში". 2008-10 წლებში კი გერმანული "ფრაიბურგის" ღირსებას იცავდა. თარგამაძე იყო 19 და 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, 2011 წლიდან კი ეროვნულ ნაკრებშიც შეაბიჯა.

კარიერის მანძილზე 28 წლის ნახევარმცველმა 19-ჯერ მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისურა და ორჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.

რაც შეეხება დვალიშვილს, რომელსაც როგორც თბილისის, ასევე ბათუმის "დინამოში" უთამაშია, საქართველოში რუსთავის "ოლიმპშიც" ასპარეზობდა. ევროპული კარიერა კი 2008-09 წლებში რიგის "სკონტოში" თამაშით დაიწყო. შემდეგ იყო ჰაიფის "მაკაბი", პოლონეთის "პოლონია", "ლეგია" და "ლეშნა", ასევე უთამაშია დანიის "ოდენსეში".

საკლუბო დონეზე დვალიშვილს 285 მატჩი აქვს ჩატარებული და 111-ჯერ შეძლო გოლის გატანა. რაც შეეხება სანაკრებო მატჩებს - ამპლუით ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩიდან 5-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი.

საბურთალოელთა შემადგენლობაში სიახლეა ისიც, რომ გუნდს დაუბრუნდა "ლოკომოტივში" იჯარის წესით განათხოვრებული დაჩი ცნობილაძე.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები 25 ივლისს ამხანაგურ მატჩში ლიგა-2-ის ბინადარ "თელავს" დაუპირისპირდებიან. შემდეგ კი რამდენიმე დღეში ოფიციალურ შეხვედრაში ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებენ.

ვასილიჩი
ისეთი მეგობარი რომ მყავდეს დვალიშვილს რომ ყავს, მეც მექნებოდა 44 მატცი ჩატარებული, მიუხედავად იმისა,რომ ფეხბურთელიც კი არ ვარ,თუმცა რაა? ზემოთ აღნიშნული კი არის????
ვასილიჩი
მსგავსი კომენტარის დაწერას ვაპირებდი, დამასწარი..............
cheroeli
საქართველოში ერთი ქალაქია- თბილისი არა? ვაი,ვაი.
llcl
დვალიშვილი იმისათვის უნდოდათ, რომ ახალგაზრდებს აჩვენონ თუ როგორი არ უნდა იყოს თავდამსხმელი
Zorbegi
არადა რა კარგი შანსი ჰქონდათ ჩემპიონობის
ეჰჰ
დვალიშვილი რათ უნდოდა?
nodarichi123
გამხდარ ჩემპიონი და ეგა დინამო:დდდდდ
დ.ვ
დვალიშვილს 44 მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის! მას ახლა სჭირდება..." - დვალიშვილმა იტალიელებთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ვლადიმერ დვალიშვილი: სანამ ნაკრებს დავჭირდები, თუნდაც ყველამ ცუდი თქვას, მაინც ჩამოვალ
"სამტრედია" დაჩი ცნობილაძემაც დატოვა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
რომელ ფორვარდს უხმობს ვლადიმირ ვაისი? ფეხბურთელთა არჩევანი და სათამაშო ფორმა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ჩიხურა-საბურთალო 2:1 - ვინც მოითმენს, ის მოიგებსო... [VIDEO]
"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
თორნიკე გორგიაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
"შერიფთან" მატჩის წინ "საბურთალოს" ფეხბურთელების განწყობა საბრძოლოა - მეტოქის თამაში გაშიფრულია
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
დაჩი ცნობილაძე თბილისის "ლოკომოტივში" განათხოვრების წესით ითამაშებს
ქართველი ლეგიონერების 10 საუკეთესო ტრანსფერი ზამთარში
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა
დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა
უმაღლესი ლიგა. XII ტური: "სამტრედიამ" საჩემპიონო პლეი ოფი გაინაღდა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ