"ბოსტონი" და "დალასი" პლეი ოფის სერიებში თავიანთ შეხვედრებს გაჭირვებით, მაგრამ მაინც იგებენ

პლეი ოფის კიდევ ორ სერიაში გამოიკვეთა ფავორიტების უპირატესობა: დიდი გაჭირვებით, მაგრამ თავიანთ შეხვედრებს იგებენ "ბოსტონი" და "დალასი".

აღმოსავლეთი

ბოსტონი-ნიუ იორკი 96:93

23:21, 21:24, 30:22, 22:26

ბ: რონდო (30+7 პასი), პირსი (20+5 მოხსნა), ალენი (18), გარნეტი (12+10 მოხსნა+6 პასი), გრინი (6), დევისი (4+6 მოხსნა), უესტი (4), ჯ. ო’ნილი (2), კრსტიჩი.

ნ-ი: ენტონი (42+17 მოხსნა+6 პასი), დუგლასი (14+7 მოხსნა), ჯეფრიზი (10), ტურიაფი (6), შ. უილიამსი (6), სტაუდმაიერი (4+5 მოხსნა), ფილდსი (4), მეისონი (3), უოკერი (2+8 მოხსნა), კარტერი (2).

სერია: 2-0

სერიის პირველი მატჩის შემდეგ "ნიქსმა" დაკარგა თავისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა - გამთამაშებელი ჩონსი ბილაპსი, რის გამოც ყველას ეგონა, რომ "ბოსტონი" მეორე შეხვედრაში უფრო იოლად გავიდოდა ფონს, ხოლო, როცა გუშინდელი მატჩის მეორე მეოთხედში სტუმრების ლიდერმა ამარე სტაუდმაიერმა ზურგის არეში იგრძნო ტკივილი და თამაშს გამოეთიშა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ "ნიქსი" განადგურებას ვერ აცდებოდა.

"ნიუ იორკმა" კარგი განწყობით დაიწყო შეხვედრა, მაგრამ უფრო უკეთ რაჟონ რონდო გამოიყურებოდა. "კელტების" პლეიმეიკერმა პირველ მეოთხედში ჯამური 23 ქულიდან 14 თავის ანგარიშზე მიითვალა. კევინ გარნეტმა ამას 4 ქულა დაუმატა, რეი ალენმა - 5. სხვას მასპინძლების რიგებიდან ქულა არ დაუგროვებია, მათ შორის არც პოლ პირსს.

დიდ შესვენებაზე ლიდერის რანგში "დასუსტებული "ნიქსი" გავიდა, თუმცა ეს უპირატესობა სიმბოლური იყო. მეორე ნახევარში მასპინძლებისგან თამაშის მომატებასა და სტუმრებისგან უფრო მეტ შეცდომას ელოდნენ.

საბოლოოდ, არც ერთი მოხდა და არც მეორე. "სელტიქსი" დაახლოებით ისე თამაშობდა, როგორც პირველ ტაიმში, მარტო დარჩენილი კარმელო ენტონი კი სულ უფრო ხშირად და მეტს აგდებდა. გარდა ამისა, პასების დარიგებასა და მოხსნებსაც ასწრებდა. საფინალო სირენისთვის მის ანგარიშზე პლეი ოფის ახალი პირადი რეკორდი იყო მოხსნების რიცხვით და რეკორდის გამეორება ქულების რაოდენობით.

მაგრამ "ნიქსის" ბრწყინვალე ფორვარდმა სასწაული ვერ მოახდინა. საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე ჯარედ ჯეფრიზმა ფარქვეშიდან ჩააგდო და სტუმრებს მორიგი ლიდერობა მოუტანა - 93:92. და აქ თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვა გარნეტმა. 13 წამით ადრე მან ურთულესი ორქულიანი ჩააგდო ჯეფრიზის აქტიური მეურვეობის მიუხედავად, მეტოქის საპასუხო შეტევისას კი საკუთარ სამწამიანში გადამწყვეტი ჩაჭრა გააკეთა. ამ შემთხვევაშიც დაზარალებული ჯეფრიზი აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ "ნიუ იორკის" დამრიგებელმა მაიკ დ'ენტონიმ განაცხადა, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ასე ამაყი საკუთარი შეგირდების გამო, "ბოსტონის" მწვრთნელი დოკ რივერსი კი მოკლე ფრაზით შემოიფარგლა: "ჩვენ გაგვიმართლა".

ორლანდო-ატლანტა 88:82

16:22, 32:20, 17:12, 23:28

ო: ჰოვარდი (33+19 მოხსნა), ნელსონი (13+8 მოხსნა), თურქოგლუ (10), ბასი (8+7 მოხსნა), ანდერსონი (8+6 მოხსნა), ჯ. რიჩარდსონი (8+6 მოხსნა), რედიკი (6), არენასი (2), კ. რიჩარდსონი.

ა: კროუფორდი (25), სმიტი (17+6 მოხსნა), ჯონსონი (14+7 მოხსნა+5 პასი), ჰორფორდი (10+10 მოხსნა), ჰაინრიხი (9), უილიამსი (4), პაჩულია (2+8 მოხსნა), კოლინზი (1), პაუელი, არმსტრონგი, უილკინსი.

სერია: 1-1

დასავლეთი

დალასი-პორტლენდი 101:89

22:24, 28:28, 23:20, 28:17

დ: ნოვიცკი (33+7 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (21+5 მოხსნა), კიდი (18+8 პასი), ტერი (10), ბარეა (6), ტ. ჩენდლერი (4+10 მოხსნა), ჰეივუდი (2+5 მოხსნა), სტივენსონი (1), კ. ბრიუერი, კარდინალი.

პ: ოლდრიჯი (24+10 მოხსნა+3 დაფარება), ა. მილერი (18+8 პასი+6 მოხსნა), ჯ. უოლასი (18+ 7 მოხსნა+6 პასი), მეტიუზი (13), ბატუმი (10), კემბი (5+8 მოხსნა), ფერნანდესი (1), როი, მილსი.

სერია: 2-0

"პორტლენდს" სერიის მეორე მატჩში ძალა და რესურსი არ ეყო ბოლომდე საბრძოლველად. ოთხიდან სამი მეოთხედი სტუმრები ღირსეულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი უდიდესი თავდადებისა და ლიდერებზე ზედმეტი ზეწოლის ფასად დაუჯდათ.

ფაქტობრივად, ბლეიზერსი" იძულებული იყო ექვსი მოთამაშით გასულიყო ფონს. "პორტლენდის" სათადარიგოებს თავიანთი გუნდისთვის თითქმის არანაირი სარგებელი არ მოუტანიათ - გამონაკლისი მხოლოდ ნიკოლა ბატუმი იყო, რომელიც სოლიდურად გამოიყურებოდა. რუდი ფერნანდესმა მოედანზე 11 წუთი დაჰყო და თამაშიდან ვერც ერთხელ ვერ ჩააგდო, ბრენდონ როიმ უფრო ნაკლები (8 წუთი) ითამაშა და მასაც არ ჩაუგდია (ერთი შეცდომა თამაშიდან და ორი - საჯარიმოს ხაზიდან). პატრიკ მისლმა მისთვის განკუთვნილ 4 წუთში, ბუნებრივია, ბევრი ვერაფერი მოასწრო, ცოტა ხნის წინ გაფორმებულ ცენტრს ერლ ბარონს კი საერთოდ არ მიეცა თამაშის საშუალება.

საბოლოოდ, "დალასის" სათადარიგოთა სკამმა სტუმრების რეზერვისტები 39:11 დაამარცხა. მაგრამ საქმე მარტო ციფრებში არ არის. "მავერიქსის" სკამზე ისხდნენ კალათბურთელები, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს საბოლოო შედეგის დაფიქსირებაში. მაგალითად, ჯეისონ ტერიმ ტრადიციულად სიმწვავე შემატა ტექსასელების შეტევებს, ხუან ხოსე ბარეამ რამდენიმე კარგი გადაცემა შეასრულა... აღარაფერს ვამბობთ პეჟა სტოიაკოვიჩზე, რომელმაც მეოთხე მეოთხედის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ორი სამქულიანი მოათავსა კალათში.

მაგრამ ბოლო წუთების გმირი მაინც დირკ ნოვიცკი გახდა. ბოლო მეოთხედში მან 14 ქულა დააგროვა და საფინალო სირენამდე წუთითა და 55 წამით ადრე ჩააგდო ბურთი, რომელმაც "პორტლენდს" საბოლოოდ მოუსპო თამაშის გადარჩენის შანსი.

ოდომი საუკეთესო რეზერვისტია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ რიგით მეორე ინდივიდუალური პრიზის მფლობელი გამოავლინა. ერთი დღით ადრე ლიგის საუკეთესო დამცველად აღიარეს "ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი, ახლა კი გაირკვა რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე.

საუკეთესო რეზერვისტი გახდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი ლამარ ოდომი, რომლის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელები იყო - 14.4 ქულა და 8.7 მოხსნა. გარდა ამისა, 31 წლის ვეტერანმა 12-წლიანი კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა - თამაშიდან ტყორცნების 53 პროცენტი მოათავსა კალათში.

ამ პრიზისთვის ბრძოლაში ოდომის მთავარი კონკურენტი ჯილდოს შარშანდელი მფლობელი, "დალასის" მცველი ჯეისონ ტერი იყო.

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ