ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჩვენმა ჭაბუკებმა ბაქოს შეჯიბრში 2-2 ოქრო, ბრინჯაო და ერთი ვერცხლი დაისაკუთრეს
ბაქოში, სპორტკომპლექს "სერხედჯში" მიმდინარეობს აზერბაიჯანის თასის გათამაშება თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც პარალელურად ტარდება ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში როგორც ბიჭებში, ასევე - გოგოებში.

უკვე დამთავრდა შეჯიბრება ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა შორის, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ამდენივე ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედლით დაამთავრა. ტურნირის ჩემპიონები ლაშა ქობაძე (76) და ზურაბ გედეხაური (100) გახდნენ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონ გურამ გედეხაურის ვაჟია. ის აქამდე მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ წლეულს დაბრუნდა საქართველოში.

ფინალური შეხვედრა დათმო გიორგი მურიდანიძემ (85), მესამე საპრიზო ადგილებზე კი გიორგი ტოპიკაშვილი (54) და ბექა კანდელაკი (100) გავიდნენ. შეჯიბრება კომერციულია და ჩემპიონები 600 დოლარით, მეორე და მესამე პრიზიორები კი, შესაბამისად, 400 და 200 დოლარით ჯილდოვდებიან.

დღეს ტურნირში ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან, მერე კი "თავისუფლების" ჯერი დადგება - ხვალ ჭაბუკები იჭიდავებენ, ზეგ - ახალგაზრდები.

ირაკლი თავაძე

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა