ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი „სევილიას“ მოსწონს
ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი „სევილიას“ მოსწონს. ესპანელები მის შეძენას აპირებენ.

ბერბატოვს „იუნაიტედთან“, ხელშეკრულების თანახმად, ერთი წელიწადიღა აკავშირებს. გაისად ზაფხულზე ის თავისუფალი აგენტი გახდება. სევილიელები იმედოვნებენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ბომბარდირთა ლიდერს შედარებით იაფად, 12 მილიონ ფუნტად მიჰყიდიან.

ინგლისური პრესის აზრით ამ ტრანსფერის ყველაზე დიდი დაბრკოლება სწორედ ფასი იქნება - 2008 წელს მანჩესტერელებმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 30 წლის ბერბატოვში თითქმის 31 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. ბერბატოვმა სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით 123 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა, თუმცა ფანებს ის არასდროს ჰყვარებიათ.

ერთი სიტყვით, მასთან გამომშვიდობება „ოლდ ტრეფორდისთვის“ პრობლემა ნამდვილად არ იქნება, მითუფრო, რომ გუნდში 22 წლის მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი გამოჩნდა. მიმომხილველები წერენ, რომ ემოცია გვერდით იყოს და ერნანდესი უეინ რუნის პარტნიორობასაც ბულგარელზე უკეთ უწევს.

თუ მხარეები ტრანსფერზე შეთანხმდებიან, „სევილიამ“ ბერბატოვის სანაცვლოდ შეიძლება ფულიც გადაიხადოს და 22 წლის არგენტინელი ნახევარმცველი დიეგო პეროტიც დათმოს. ამბობენ, რომ ესპანელებს პეროტის გაყიდვა ისედაც უნდათ და არც მუშტარი აკლიათ: ის „ლივერპულსა“ და „ნიუკასლ“ მოსწონთ.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერან თავდამსხმელ მაიკ ოუენს კი თავისი ყოფილი გუნდისთვის, „ნიუკასლ იუნაიტედისთვის“ მოუცლია და უტევს - ხარბები თავად ხართო. მოგეხსენებათ, სამშაბათს „ნიუკასლი“ და „იუნაიტედი“ „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრაში გოლი არ გასულა, მაგრამ მოედანზე ბოლო 9 წუთი 31 წლის ოუენმა დაჰყო და ნიუკასლელი მაყურებელი სტვენითა და „ბუუ“-ს ძახილით გაერთო. მეტიც, ტრიბუნებმა ერთხმად დააგუგუნა სიმღერა: „ქვეყნად მხოლოდ ერთი ხარბი ნაბიჭვარია“. ერთმა მაყურებელმა ოუენის დანახვაზე 20-ფუნტიანის ქნევა დაიწყო და ასე მიიპყრო ყურადღება. საქმე კი ის გახლავთ, რომ 2001 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა 2005-09 წლები „კაჭკაჭების“ გუნდში გაატარა და დიდი ხელფასის (კვირაში 105 ათასი ფუნტი) მიუხედავად თავი არაფრით გამოუჩენია.

თამაშის მეორე დღეს ოუენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა:

„ადგილობრივი მაყურებლის ასეთმა დახვედრამ ძალიან მატკინა გული. მინდოდა გოლი გამეტანა. რასაკვირველია, ვიცოდი, რომ „ბუუ“-ს დამიწყებდნენ, მაგრამ ამ ხალხს ფაქტები რომ სცოდნოდა უკეთესი იქნებოდა. მაშინ, ჩემზე შეიძლება სხვა შეხედულება ჰქონოდათ.“

ოუენი „ნიუკასლ იუნაიტედმა“ 2005 წელს მადრიდის "რეალისგან" 16 მილიონ ფუნტად იყიდა, მაგრამ ის წარამარა შავდებოდა და ჯამში, 79 შეხვედრაში 30 გოლზე მეტის გატანა ვერ მოახერხა. საბოლოოდ, თავდამსხმელისა და კლუბის ურთიერთობა იმით დამთავრდა, რომ გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა, ფანობამ კი ოუენი შეიძულა. და აი, სამშაბათს, ნიუკასლელებმა თავიანთი ზიზღის ობიექტს მას მერე პირველად მოჰკრეს თვალი.

ოუენი: „ნიუკასლის" ფანებო, კაცმა რომ გისმინით, ჩემს წასვლას თქვენთვის ბედნიერება მოუტანია. ეს რომ მცოდნოდა გაცილებით ადრე წავიდოდი. რაც შეეხება გოლების რაოდენობას, გარწმუნებთ, რომ „ნიუკასლ იუნაიტედის“ მაისურით ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობდი. კევინ კიგანის ხელმძღვანელობით კარგად ვთამაშობდი და არასდროს დამავიწყდება ორი გოლი „სანდერლენდს“ რომ გავუტანე.

როდესაც "ნიუკასლის" ან "ლივერპულის" ფანებს პირადად ვხვდები, ისინი მადლობას მეუბნებიან იმისთვის, რაც მათი გუნდების მაისურით გავაკეთე, მაგრამ საკმარისია მათ ტრიბუნებზე გადაინაცვლონ, მე კი მოედანზე გავიდე, რომ ყველაფერი იცვლება.

და კიდევ, არავის სიყვარულს არ ვითხოვ. მთავარია სახლში რომ შევდივარ ჩემმა ოჯახმა არ დამიწყოს „ბუუ“-ს ძახილი და დანარჩენი არ მაინტერესებს.“

მოგეხსენებათ, რომ ოუენი „ნიუკასლიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა და საქმე არც იქ წაუვიდა უკეთ. უკვე ორი წელიწადია ფერგიუსონის ხელმძღვანელობით თამაშობს და 13 გოლზე მეტი არ გაუტანია. რაც შეეხება „ნიუკასლისა“ და „იუნაიტედის“ სამშაბათის ფრეს, ოუენმა „კაჭკაჭების“ ქება არ დაიზარა:

„ჩვენთვის ფრე ცუდი შედეგი იყო, მაგრამ მინდა „ნიუკასლი“ შევაქო. მათ კარგად ითამაშეს და დიდი ზეწოლის ქვეშაც მოგვაქციეს, განსაკუთრებით პირველ ნახევარ საათში.“

საინტერესოა, რომ „ტვიტერში“ ოუენმა თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრეც გამოაქვეყნა თავისი პოსტი. ვეტერანი წინასწარმეტყველებდა, რომ გულშემატკივარი ობსტრუქციას მოუწყობდა. კერძოდ, მან დაწერა:

„რა მშვენიერი დღეა. ნიუკასლშიც კი მზე ანათებს. ერთი სული მაქვს ძველ მეგობრებს როდის შევხვდები, თუმცა ფანები, ალბათ, აგრესიულად დამხვდებიან.“

wyaroo
წყარო მიუწერეთ ხოლმე რა ბოლოში :)
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა