ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დედაქალაქი პროვინციის წინააღმდეგ

დედაქალაქი პროვინციის წინააღმდეგ

საფრანგეთის თასის 1/2-ფინალი
“პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის თასის 1/2-ფინალში მეორედივიზიონელ “ანჟეზე” ძლიერი აღმოჩნდა. ანტუან კომბუარეს შეგირდებმა მეტოქე საკმაოდ იოლად დაამარცხეს და ფინალში 14 მაისს “სტად დე ფრანსზე” “ლილს” დაუპირისპირდებიან.

“ანჟე” ჟან-ლუი გარსიას ხელმძღვანელობით საკუთარ “ჟან ბუინზე” ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს დაუპირისპირდა. გარდა ზოგადად ტიტულის მოპოვების პრესტიჟის, თასის ფინალში ასპარეზობა ევროპის ლიგის საგზურსაც იძლეოდა. წინა დღეს ხომ პირველი ფინალისტი “ლილი” შეიქმნა, რომელიც, თუ ლიგა 1-ის დარჩენილ ტურებში სასწაული არ მოხდა, ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს. ბუნებრივია, ქვედალიგელი გუნდისთვის ევროპის ლიგაზე გამოსვლა ბიუჯეტის სერიოზულად გაზრდის საფუძველი გახდებოდა. თანაც “ანჟე” ლიგა 1-ში აღზევებასთან ახლოს დგას (მესამეადგილოსან “ლე მანს” სულ 5 ქულით ჩამორჩება) და ფული მომავალი სეზონისთვის მას ნამდვილად არ აწყენდა. რაც შეეხება პსჟ-ს, ეს გუნდი თასის შესანარჩუნებლად იბრძვის და თანაც კლუბისთვის, რომლის აქციები მესაკუთრეებს გასაყიდად აქვთ გამოტანილი, დიდი ვერაფერი სახელია კლასით დაბალ მეტოქესთან დამარცხება. მოკლედ, ამ შეხვედრის მოსაგებად ორივე კლუბს თავისი მოტივაცია ჰქონდა. საფრანგეთის თასზე ერთხელ მოსწრებულად თქვეს, ეს არის ტურნირი, რომელშიც ყველას ყველასთან შეუძლია გამარჯვებაო. სწორედ ამას უსვამდა ხაზს თამაშამდე კომბუარე, ვინც თავის ფეხბურთელებს სათანადოდ კონცენტრაციისკენ მოუწოდებდა.

შეხვედრა ცოცხლად დაიწყო. გუნდებმა დასაწყისშივე გაცვალეს სახიფათო ჩხვლეტები - მეტიუ ბოდმერმა და დავიდ დე ფრეიტასმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს. ჟან-ლუი გარსიამ მასპინძლებს ჩააგონა, რომ სტუმრებთან შიშით ვერაფერს გახდებოდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ ანჟელები თავდადებით იბრძოდნენ ყოველ კუთხეში და მატჩი ერთი პერიოდი სწორედ ამის ხარჯზე მიდიოდა თანაბრად. თამაშის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. შესაბამისად, სახიფათო მომენტები ხშირად იქმნებოდა. უნდა აღინიშნოს რაც აშკარა იყო: გუნდებს ერთმანეთი საკმაოდ კარგად ჰყავდათ შესწავლილი. მე-14 წუთზე პსჟ-ს განაპირა მცველმა მარკოს სეარამ ფლანგზე რეიდი მოაწყო და საჯარიმოში ჩააწოდა – უშედეგოდ, ბურთი გრეგორი მალიკის კარის ბადეზე ზემოდან დაეშვა. მალე ოდნავ შესამჩნევი გახდა სტუმართა უპირატესობა კლასში. მართალია “ანჟე” ხშირად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე, მაგრამ ხიფათს უფრო ხშირად სტუმარი გუნდი ქმნიდა. 21-ე წუთზე გილემ ოარომ სერიოზულად პირველად შეაშფოთა ტრიბუნები, მისი თავური ძელს მოხვდა. უკვე მომდევნო შეტევა მეტიუ ბოდმერმა შედეგიანად დაასრულა. ყველაფერი ასე მოხდა: ბრაზილიელმა ნენემ მარცხენა ფლანგიდან გრძელი პასი გაუკეთა თანაგუნდელს. მასაც კარში ბურთის გადაგზავნის გარდა არაფერი დარჩენოდა 0:1. “ანჟეს” დაცვა ამ მომენტში სტატისტის როლით შემოიფარგლა, რადგან არც ფლანგს და არც დაცვის ცენტრს მომენტზე სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

“ჟან ბუინი” აბობოქრდა და მასპინძლებს ლამის უკანმოუხედავი შეტევებისკენ მოუწოდა. გარსიას შეგირდებმა მოწოდება ყურად იღეს და გააქტიურდნენ. 27-ე წუთზე გაეტან შარბონიემ მშვენიევრად დაამუშავა პასი და ძლიერად დაარტყა. Mისდა სამწუხაროდ ბურთი ბადეს მხოლოდ გარედან მოხვდა. რამდენიმე წუთში დიდებული თავურით ცდილობდა გრეგორი კუპეს დამწუხრებას სებასტიენ რენუარი. ბურთმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. “ანჟემ” რამდენიმე წუთით კოლოსალური უპირატესობა ჩაიგდო ხელთ. რომ არა სტუმრების გამოცდილება, ისინი თავის მიზანს ნამდვილად მიაღწევდნენ. პსჟ-მ გამოფხიზლება ტაიმის მიწურულს გადაწყვიტა. მალიკი ისევ მეტიუ ბოდმერმა შეაშინა. შემდეგ მას პასის ავტორმა ნენემ მიბაძა. ამ უკანასკნელის ძლიერი დარტყმა ხარიხას მოხვდა, გადმოვარდნილ ბურთს პირველმა ოარომ მიუსწრო და თავით დაამატა, მაგრამ ფანტასტიკურად ითამაშა მალიკმა, ვინც ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმიც მაღალ ტემპში დაიწყო. პირველი მომენტი დავიდ დე ფრეიტასს შეექმნა. შეიძლება ითქვას, მას ბურთი შემთხვევით მიუვიდა. მის დარტყმულს 38 წლის კუპემ არნახული რეაქცია შეაგება. ვერ გაიტან, გაგიტანენ! საფეხბურთო “კანონმა” აქაც იმუშავა. “ანჟეს” მიერ ცუდად გათამაშებული კუთხურის შემდეგ ბურთი სტუმრებმა იგდეს ხელთ და უსწრაფესი კონტრშეტევა მოაწყვეს. ყველაფერს ლოგიკური დასასრული ფეხმარდმა ნენემ დაუსვა 0:2. მასპინძელი თითქოს უნდა გატეხილიყო... მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ მომხდადა. ისინი ბედს ისევ შეტევაში ეძებდნენ. 58-ე წუთზე ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს გიგანტური აღნაგობის კონგოელმა თავდამსხმელმა (193 სმ) ფერებორი დორემ თავი კარგად ვერ წაარტყა, თუმცა ის რენუარს მიუვიდა. სებასტიენმა ნახევარბრუნში დიდებული დარტყმით ბურთი “ცხრიანში” გაახვია 1:2. ანგარიშის შემცირებამ პსჟ გამოაფხიზლა. დედაქალაქელებმა მატჩის დამთავრებამდე ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეს და “ანჟეს” უკვე მათი პირობების კარნახით უწევდა თამაში. 62-ე წუთზე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა ნენემ გილემ ოარო მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა. საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე აჯობა მეკარეს და სხვაობა ძველ ნიშნულს დაუბრუნა 1:3.

მესამე ბურთის მიღების შემდეგ “ანჟეს” ნება მართლა გატყდა. მათ უკვე აღარ ეტყობოდათ ძველებური შემართება. ერთადერთი, რაც მათ მოახერხეს, ეს იყო საჯარიმოდან კუპეს გაოცება, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეს ჩაწოდების ცუდი მცდელობა უფრო იყო ვიდრე კარგი საჯარიმო დარტყმა. ბოლო წუთებში მინდორზე უკვე აღარაფერი მომხდარა. გუნდებმა შეხვედრა მშვიდად ჩაამთავრეს.

ანტუან კომბუარე (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი):

“მეორე გოლმა ჩემს ბიჭებს ზედმეტი სიმშვიდე მოჰგვარა. 1:2-ზე კი უკვე სანერვიულო მოგვეცა. თუმცა საბოლოო ჯამში ეფექტურები ვიყავით. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ გუნდმა ბოლომდე გაითავისა მატჩის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა ტიტულის შენარჩუნებას შევეცდებით, მაგრამ “სტად დე ფრანსზე” ზედიზედ მეორედ თასის ფინალში თამაში უკვე დიდებული ფაქტია. აუცილებელია, რომ ასეთივე ფორმაში ვიყოთ გადამწყვეტი მატჩისთვისაც. მით უფრო, რომ ფინალში ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი გველოდება. იმედი მაქვს, 14 მაისს გულშემატკივარი ანალოგიურ შემტევ ფეხბურთს იხილავს”.

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ცნობილი გახდა, სად გეგმავს პსჟ-ს შემტევი გადასვლას

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი

ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა

ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა

მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა