სპეცოპერაცია ათენში მსოფლიო ჩემპიონის დასაკავებლად - 23 ბინის გაქურდვისთვის ქართველი სპორტსმენი აიყვანეს
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის დასაკავებლად ათენის გარეუბანში სპეცოპერაცია ჩატარდა. ბერძენმა სამართალდამცველებმა 23 ბინის გაქურდვის ბრალდებით საბერძნეთში მცხოვრები 31 წლის ქართველი სპორტსმენი ტარიელ ზინდირიდისი, იგივე შმაგი სონიშვილი აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს დაიჭრეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც ბრალად ასევე სახლების ძარცვა ედება.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ის ხელსაწყოები ამოიღეს, რომლის დახმარებით ქართველები ბინებში აღწევდნენ. სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ძვირფასეულობა და სხვა ნაქურდალი ნივთები, რომლის ღირებულებაც 95 ათას ევროს აღწევს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დასაკავებლად ჩატარებულ სპეცოპერაციაზე აქტიურად წერს ბერძნული პრესა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ათენსა და მის მიმდებარე ქალაქებში საქმიანობდნენ.

ბერძენი სამართალდამცველების მტკიცებით, დანაშაულებრივ საქმიანობაში ყოფილი სპორტსმენი 2017 წლიდან ჩაერთო.

ტარიელ ზინდირიდისი, რომელიც 12 ივლისს დააკავეს, საბერძნეთის მოქალაქეა და 2003-2007 წლებში ამ ქვეყნის სახელით არაერთ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მსოფლიო ჩემპიონი ძარცვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მან შეჯიბრებიდან მიღებული ჰონორარი ბიზნესში დააბანდა და შემოსავალს სწორედ ამ საქმიანობიდან იღებდა.

შმაგი სონიშვილი სოფელ მჭადიჯვრიდან არის. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სონიშვილი საბერძნეთში დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა.

rustavi2.ge

Oza
არაა მსოფლიო ჩემპიონი ტყუილებს ნუ წერთ.არც ევროპის ჩემპიონია და სანამ დაწერთ გადაამოწმეთ
ნოდო
და რა სახეობაში? თუ გამრავლების ტაბულასავიტ ძილში რო გაგვაღვიძებენ იქაც უნდა გვახსოვდეს? ოჯახის წევრების მიერ დადასტურებული როდესმე რომელიმე ქვეყანაში გინახავთ? :D
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლუკა დონჩიჩის მორიგი ბრწყინვალე შოუ და სანდრო მამუკელაშვილის ძლიერი მატჩი "მაიამისთან"
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა