ესპანელები ამერიკის ნაკრებთან დევისის თასის მეოთხედფინალის სხვა ქალაქში გადატანას საფარის გამო ითხოვენ
ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას, რომელშიც ამერიკის ნაკრებთან დევისის თასის მეოთხედფინალის სხვა ქალაქში გადატანას ითხოვს. ესპანელებს არ აკმაყოფილებთ ის საფარი, რომელზეც ეს მატჩი უნდა გაიმართოს.

ქალაქ ოსტინის კორტზე არსებულ საფარს Indoor Hard Premiere ჰქვია და ის არ არის შეტანილი საერთაშორისო ფედერაციის მიერ ოფიციალურად აღიარებული მოედნების სიაში. კომპანია, რომელიც ამგვარ საფარს აწარმოებს, ასევე არ არის აღნუსხული ფედერაციის სიაში, არადა, ამ ჩამონათვალში სულ 91 კომპანიაა შესული.

"ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია ეს საფარი, რადგან ის არ შეესაბმება აღიარებულ კრიტერიუმებს. ასე რომ, ჩემი მთავარი პრობლემაა ავუხსნა მოთამაშეებს - რა სახის კორტთან ექნებათ საქმე. ჩვენ ასეთ კორტზე ვარჯიშსაც კი ვერ შევძლებთ, რადგან ვერსად დავაგებთ მსგავს საფარს - უბრალოდ არ გვექნება ამის გაკეთების უფლება", - ამბობს ესპანეთის ნაკრების კაპიტანი ალბერტ კოსტა.

თავის მხრივ, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკვე გაეცნენ ესპანური მხარის პრეტენზიას და ამ კვირის ბოლოს გამოიტანენ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტს.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა