WTA-ს ტურნირის Porsche Tennis Grand Prix-ის მეოთხედფინალში გერმანიის ერთბაშად ოთხმა წარმომადგენელმა გააღწია

მორიგი სათამაშო დღე გერმანული ჩოგბურთის ტრიუმფით აღინიშნა. ბოლოს Porsche Tennis Grand Prix-ის მეოთხედფინალში ადგილობრივმა ჩოგბურთელმა 2001 წელს ითამაშა - ეს იყო ანკე ჰუბერი, ახლა კი ამ ეტაპზე გერმანიის ოთხ წარმომადგენელს ვხედავთ.

პირველმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება ბევრისთვის მივიწყებულმა საბინ ლისიცკიმ მოიპოვა. ამ ჩოგბურთელმა 2009 წელს გაგვაცნო თავი, როცა ჩარლსტონის ტურნირზე ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ამერიკელი ვენუს უილიამსი, ფრანგი მარიონ ბარტოლი და მაშინ ჯერ კიდევ მე-12 ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი და კარიერაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული მოიპოვა. ლისიცკის ამბიციების დამადასტურებელი იყო უიმბლდონის მეოთხედფინალში თამაშიც... ამას მოჰყვა ჩავარდნა, ტრავმები და როგორც გითხარით, ლისიცკის არსებობა ბევრს დაავიწყდა.

შარშანდელ სეზონში საბინმა ვერც ერთ ტურნირზე ვერ მოიგო ზედიზედ ორი მატჩი, თუმცა წელს ნელ-ნელა გამოასწორა სიტუაცია. შტუტგარტში ის უაილდ-ქარდით მოხვდა და სრულად გაამართლა ორგანიზატორთა მოლოდინი. გერმანელის ორი მსხვერპლი გახდა სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა და ჩინელი ნა ლი. მესამე წრეში მისი მეტოქე ასევე გერმანელი ჩოგბურთელი იქნება.

ეს გახლავთ ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრების მეორე ნომერი იულია გორჯესი, ვინც შარშან მოიგო პირველი ტიტული კარიერაში და რეიტინგის ტოპორმოცეულში შეაღწია. ამჟამად გორჯესი მისთვის სარეკორდო 32-ე ადგილზე იმყოფება, შტუტგარტში კი პირველად გააღწია მეორე წრეზე შორს. თუმცა იულიას სრულფასოვანი ტრიუმფი არ გამოუვიდა, რადგან მისმა მეტოქემ, ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ პირველი სეტის მოგების (6:4) შემდეგ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ახლა გორჯესი და ლისიცკი მეოთხედფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, ასე რომ ნახევარფინალში გერმანიას ერთი გარანტირებული წარმომადგენელი ჰყავს.

უაილდ-ქარდის მეორე მფლობელმა კრისტინა ბაროისმა ორი სიუპრიზი შემოგვთაზა. 30 წლის ვეტერანმა, რომელსაც WTA-ის ტურნირი არასოდეს მოუგია და რეიტინგში 65-ე ადგილზე ზემოთ არასოდეს ასულა, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ჩეხი ლუსი საფაროვა და მარიონ ბარტოლი. სხვათა შორის, ბაროისს ასეთი გამონათებები აქვს ხოლმე. მაგალითად, შარშან სტრასბურის ტურნირის ფინალამდე მიაღწია და იქ პირველ სეტში თანაბრად ებრძოლა რუს მარია შარაპოვას.

ამ დღის მთავარი გმირი კი საყოველთაოდ ცნობილი ანდრეა პეტკოვიჩი გახდა - ყველაზე მოცეკვავე ჩოგბურთელი ქალთა პროფესიულ ტურში. ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ანდრეამ შარშანდელ როლან გაროსზე სამი მატჩბოლი გაანიავა და სვეტლანა კუზნეცოვასთან წააგო. აქედან დაიწყო მისი პროგრესი. წელს ავსტრალიის ღიაზე მან მარია შარაპოვა დაამარცხა და პირველად გავიდა "დიდი შლემის" ჩემპიონატის მეოთხედფინალში. მეორე ვარსკვლავური ტურნირი გახდა ინდიან უელსი, სადაც პირველად კარიერაში პირველი ჩოგანი დაამარცხა, ვოზნიაცკის შემდეგ კი სერბ ელენა იანკოვიჩს სძლია და მხოლოდ შარაპოვამ შეაჩერა, თანაც დიდი გაჭირვებით. ასე რომ, პეტკოს ამჟამად განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ისევ მოუგო იანკოვიჩს და საინტერესოა, იგივეს გააკეთებს თუ არა ვოზნიაცკისთან მეოთხედფინალში.

ფესში ერთი სერიოზული მოულოდნელობა მოხდა, რომელმაც ძალიან გაახარა ადგილობრივი პუბლიკა. მაროკოს წარმომადგენელმა ნადია ლალამიმ იმ დღეს განთესვის ლიდერი არავან რეზაი დაამარცხა სამ სეტში. აქამდე ლალამის მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული WTA-ის ტურნირების ძირითად ბადეში და ოთხივეში დამარცებულმა დატოვა კორტი. მაგრამ ამჯერად მან მაროკოსთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა - თავისი ქვეყნის პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც WTA-ის ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია.

პირველი პარტია მაროკოელმა საკმაოდ იოლად წააგო, მეორეში კი ძალიან სწრაფად 5:1 დაწინაურდა, მაგრამ ის სეტი მხოლოდ ტაი-ბრეიკზე მოიგო. გადამწყვეტ სეტში მასპინძელმა ასევე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა - 5:2, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი გეიმი წააგო და ახლო იყო მესამის წაგებასთან (0:30 ჩამორჩა საკუთარ გეიმში). მაგრამ ლალამიმ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და გეიმი, სეტი და მატჩი მოიგო, რითაც გადაწერა თავისი ქვეყნის საჩოგბურთო ისტორია.

WTA

Porsche Tennis Grand Prix

შტუტგარტი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

1/8 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ჟუჟანა კუკოვა (სლოვაკ) 6:1, 6:2; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს) 3:6, 6:4, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 3) 6:1, 6:3; იულია გორჯესი (გერ)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4) 4:6 აზარენკას უარი; სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:4, 2:6, 6:4; საბინ ლისიცკი (გერ)-ნა ლი (ჩინ, 6) 6:4, 7:5; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 7) 3:6, 6:1, 6:3; კრისტინა ბაროისი (გერ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 8) 6:4, 6:2.

Grand Prix De SAR

ფესი (მაროკო). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

ნადია ლალამი (მარ)-არავან რეზაი (საფ, 1) 2:6, 7:6(5), 6:4; გრეტა არნი (უნგ, 4)-კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ) 6:4, 6:4; სიმონა ჰალეპი (რუმ, 7)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:2, 6:4; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:4, 7:5.

1/8 ფინალი

სელანი იუდინი (აშშ)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ, 3) 4:6, 6:1, 6:2; ალიზ კორნე (საფ, 8)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 6:3, 6:3; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-შანელ სხეპერსი (ს.აფრ) 6:7(6), 7:6(1), 6:2.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...