როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, გუსტავო კუერტენი და სხვა - ეს ის ლეგენდარული ჩოგბურთელები არიან, რომლებმაც ჰამბურგის პრესტიჟულ ტურნირზე იჩემპიონეს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1,619,935 ევროს შეადგენს და ის 1892 წლიდან მოყოლებული იმართება.

რა გასაკვირია და ყველაზე მეტჯერ ეს ტურნირი როჯერ ფედერერს აქვს მოგებული, რომელმაც 2002, 2004, 2005 და 2007 წლებში იმარჯვა.

რაც შეეხება რაფაელ ნადალს, ის ჰამბურგში ყველაზე ძლიერი 2015 წელს აღმოჩნდა.

რა დონის ტურნირის ფინალშია გასული ნიკოლოზ ბასილაშვილი? მივყვეთ თანმიმდევრობით.

მოგეხსენებათ, ჩოგბურთში ყველაზე დაბალი დონის ტურნირებს ITF ატარებს, რომელსაც ძალიან დაბალი საპრიზო თანხები და სარეიტინგო ქულები აქვს.

შემდეგ მოდის "ჩელენჯერის" დონის ტურნირები, სადაც დამწყები ჩოგბურთელები, ვეტერანები და ფორმაში არმყოფი სპორტსმენები არიან ძირითადად შეკრებილნი.

აღნიშნულ გათამაშებაში ტოპ 50-ის ჩოგბურთელს იშვიათად თუ ნახავთ.

გაცილებით პრესტიჟულია 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი, სადაც უკვე ბევრისთვის ნაცნობი ჩოგბურთელები ასპარეზობენ და საპრიზო თანხაც იზრდება.

მივედით 500-ქულიან ტურნირამდე, რომლის ფინალშიც ნიკოლოზია გასული.

ATP ასეთ გათამაშებებს საკმაოდ პრესტიჟულად თვლის და მსგავსი დონის ტურნირებზე მსოფლიოს წამყვანი ჩოგბურთელებიც ჩადიან.

მაგალითად, ჰამბურგში ავსტრიელი დომენიკ ტიმი იმყოფება, რომელიც რაფაელ ნადალის შემდეგ, ბოლო დროს გრუნტზე ყველაზე წარმატებულია და მსოფლიოში მე-8 პოზიციაც უკავია.

500-ქულიანი კატეგორიის შემდეგ 1000 ქულიანი რანგის გათამაშება მოდის, რომელსაც უკვე მასტერსი ეწოდება.

ყველაზე პრესტიჟული კი საჩოგბურთო სამყაროში რა თქმა უნდა, დიდი სლემის ტურნირია, რომელიც ერთ კალენდარულ წელიწადში ოთხჯერ (ავსტრალიის ღია პირველობა, საფრანგეთის ღია პირველობა, უიმბლდონი, ამერიკის ღია პირველობა), იმართება, მისი გამარჯვებული კი 2000 ქულას გამოიმუშავებს.

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი გამარჯვების შემთხვევაში 349,200 ევროსა და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდება.

მარცხის შემთხვევაში ნიკოლოზის საბანკო ანგარიში 171,195 ევროთი შეივსება და მას 300 სარეიტინგო ქულა დაემატება.

მისი დღევანდელი მეტოქე ლეონარდო მაიერი ტურნირის ორგზის და ასევე მოქმედი ჩემპიონია.

მან ტიტული პირველად 2014, ხოლო განმეორებით 2017 წელს მოიგო.

ის 31 წლისაა და მსოფლიოს 36-ე ნომერია. კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი კი 2012 წლის 22 ივნისს დააფიქსირა, როდესაც პლანეტის 21-ე ნომერი გახლდათ.

მას კარიერაში 5,342,187 დოლარი აქვს გამომუშავებული.

საინტერესოა, რომ ჰამბურგის ცენტრალური კორტი, რომელზეც დღევანდელი შეხვედრა გაიმართება, 13,200 ადამიანს იტევს, რითაც ის გერმანიაში ყველაზე დიდი კორტია.

ბასილაშვილისა და მაიერის ფინალური მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული და მისი პირდაპირი ტრანსლაცია "სილქ უნივერსალზე" იგეგმება.

912
გილოცავთ ყველას!!! საღოლ ნიკოლოზ ამ მეორე სეტს ვერ გავიგე რას აკეთებს მერამდენედ დათმო 0-6 წარმატება ათეულში გვენახე
დუდუ
მოიგო!
Opa
Sagol nikoloz moigo
euhh
არისსსს გაიმარჯვა ფინალში.......
Semi
ყველა ჩოგბურთელი რომელიც ძირითადი ეტაპიდან ერთ თამაშს მაინც მოიგებს გარკვეულ თანხას იღებს, 20 000 30 000 და ასე შემდეგ, ნიკას უკვე მინიმუმ 100 000 ექნება გამომუშავებული, ანალოგიურად სხვა ჩოგბურთელებმაც მიიღეს თანხები, მთლიანი საპრიზო თანხა ნაწილდწბა სხვადასხვა ჩოგბურთელებზე
დათო
არ დაგვავიწყდეს, რომ ნიკა ამ ტურნირში კვალიფიკაციიდან ჩაერთო , ანუ გაცილებით მეტი მატჩი ჩაატარა, და შესაბამისად გაცილებით მეტი ენერგია და ძალა დახარჯა, ვიდრე მაიერმა!!! ვუსურვებ ძალების აღდგენას ფინალისთვის!!! ძალიან მომწონს ნიკას მწვრთნელი, მშვიდი და გაწონასწორებული!!! ყველა ქართვლის სახელით ვუსურვბ ნიკას გამარჯვებას!!!
111
მაინტერესებს, ესეთი ცოტა ფული რათ გამოსდის? თითქმის 2 მილიონ ევროიანი ტურნირის გაამრჯვებით? თუ მოიგებს რათქმაუნდა. მილიონ ნახევარი ვისზე განაწილდა?
ზიზუ
ჰამბურგის ტურნირის ფინალში თამაში კარგი შედეგია, მაგრამ ნიკოლოზ ჩემპიონობა გვინდა, მიდი რა ნიკა მოიკრიბე ძალა და გაგვახარა ქართველები ამდენი წარუმატებლობის მერე უფალი გფარავდეს
912
ტიტული დაიდოს ნიკოლოზ
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ისტორიულ შედეგთან ახლოს - ნიკოლოზ ბასილაშვილმა საჩოგბურთო სამყარო აალაპარაკა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
დევისის თასი: ახალი ჩემპიონის მოლოდინში
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ