ზიდანი წავიდა, ლოპეტეგი მივიდა. მის პრეზენტაციაზე 72 წელს მოყრილი, გაწუწურაქებული ბაბუა ფლო (ფლორენტინო პერესი) წაბარბაცდა და ხულენმა ხელი შეაშველა. "რეალის" პრეზიდენტი არ წაიქცა. მოახერხებს კი ბასკი სპეციალისტი რონალდოს გარეშე დარჩენილი "რეალის" წაქცევისგანაც გადარჩენას?
არადა, დიადი "რეალის" გარეშე რაა ევროპული საკლუბო ფეხბურთი, თუ კლასიკომაც დაკარგა პეწი და ჩემპიონთა ლიგამაც მომხიბვლელობა?
წესით, ახალი გუნდის მშენებლობა უნდა დაეწყო პერესს, მაგრამ მხოლოდ ვინისიუსი, როდრიგო, ლუნინი და ოდრიოსოლი შეიძინა, რომელთაგან ყველაზე "ხანდაზმული" ეს უკანასკნელია (22 წლისა გახლავთ). ეგაა ჯერჯერობით მთელი ალია-ბალია.
დონ ფლორენტინომ აზარში "ჩელსისთვის" 200 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვა (ისე, მთლად ამდენი მართლა არ ღირს). ახლა იტყობინებიან, ვილიანისა და კურტუას ტრანსფერებში 112 მილიონის გადახდა შესთავაზა "არისტოკრატებსო", მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მაგ ამბიდან რამე გამოვიდეს.
ბოლოს "სამეფო კლუბმა" ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი 2014 წელს განახორციელა, როდესაც ხამესი "მონაკოსგან" 75 მილიონად შეიძინა. ფინანსურად კი პერესს ნამდვილად არ უჭირს. ის ესპანეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ACS-ის პრეზიდენტი და მთავარი აქციონერია. ამ კომპანიაში 176 ათასი ადამიანი მუშაობს და მისი წლიური ბრუნვა 32 მილიარდი ევროა! თავად ფლორენტინოს საბანკო ანგარიშებზე კი 1.6 მილიარდია.
ლუნინის პრეზენტაციაზე "ბლანკოსის" პრეზიდენტმა ბრძანა, რომ გუნდის მშენებლობაში ახალ ფუნდამენტს ასხამენ, ნიჭიერ ახალგაზრდებს იმატებენ, რომლებიც რამდენიმე წელში გაიბრწყინებენ და გინდა-არ გინდა, იბადება სრულიად ლოგიკური კითხვა - რა იქნება მათ გაბრწყინებამდე?
როგორც ამბობენ, ლოპეტეგი მთელ თამაშს იმ ისკოზე ააგებს, რომელსაც როდესაც კლუბში არ ათამაშებდნენ, ესპანეთის ნაკრებში მუდამ აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას. ისკოსთან ერთად წამყვანი როლი ასენსიოს დაეკისრება. ამ ორ ფეხბურთელს კარგა ხანს ამყოფებდა ზიდანი ჩრდილში, ახლა კი მათი დრო დადგა.
თუმცა, ამ დუეტმა რომც გაამართლოს იმედები, რჩება თავდასხმის პრობლება, რომელიც ფაქტობრივად, ოდენ ბეილის იმედადაა დარჩენილი. ბენზემა, როგორც ადრე აღვნიშნეთ, რონალდოს გარეშე, სავარაუდოდ, უსარგებლო და უფუნქციო გახდება, მით უმეტეს, გასული სეზონი მისთვის მადრიდულ კარიერაში ყველაზე წარუმატებელი იყო. კიდევ ჰყავთ მაიორალი, 18 წლის ვინისიუსი და "ჰეერენვენიდან" იჯარით დაბრუნებული ოდეგოორი. ეგაა და ეგ.
ამბობენ, "რეალი" ორ ნაბიჯს გადადგამს უკან, რათა შემდეგ სამი ნაბიჯი წინ გადადგასო, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს "ორი ნაბიჯი"?
ზიდანი წავიდა, ლოპეტეგი მივიდა. მის პრეზენტაციაზე 72 წელს მოყრილი, გაწუწურაქებული ბაბუა ფლო (ფლორენტინო პერესი) წაბარბაცდა და ხულენმა ხელი შეაშველა. "რეალის" პრეზიდენტი არ წაიქცა. მოახერხებს კი ბასკი სპეციალისტი რონალდოს გარეშე დარჩენილი "რეალის" წაქცევისგანაც გადარჩენას?
sake
ახალგაზრდების წინ წამოწევა ცუდი არაა,თანაც თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ ბოლო სამი წელი ევროპა რეალის იყო,ქომაგი მოსალოდნელ 1-2წლიან ჩავარდნას ალბათ გუნდს შეუნდობს,მაგრამ სხვა თემაა პრიმერა და კლასიკო,აქ პატიება არ იქნება თუმცა ჯერ ფანჯარა ისევ ღიაა და ვნახოთ,ყველაფერი შეიძლება მოხდეს პრესს ფული მართლა არ აკლია,მაგრამ ბოლო წლებია "ჟოჟკავს",თუ ახალგაზრდებში ეძებენ ტალანტებს და წინ წამოწევენ (ამას ყველა ტოპ გუნდზე ვამბობ)ეს ხვალინდელი ფეხბურთისათვის კარგი იქნება.
statiis avtors
სტატია ისე წერია თითქოს რეალი პერესის საკუთრებაშია, რაც ძაალიან შორსაა სიმართლისგან! ჯერ გაარკვიეთ სანამ რამეს დაწერთ, რეალი არის ე.წ. წევრების (member ownership) მფლობელობაში, მისი სტრუქტურა ისეა შერჩეული რომ არავინ არ ფლობს საკონტროლო პაკეტს. პრეზიდენტის არჩევა ხდება დაახლოებით 2000 დელეგატის მერ, რომლებიც თავის მხრივ არჩეული არიან 90,000 ზე მეტი წევრისგან. თუ ვინმეს ჰქონია რომ ტრანსფერებში პერესი საკუთარ ფულს იხდის ან ტრანსფერს მისი სამშენებლო კომპანიიდან აფინანსებს ძალიან ცდება!
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი ლოპეტეგი შეიძლება გადააყენონ
ლოპეტეგი გადაყენებასთან ძალიან ახლოსაა - "ვესტ ჰემის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო - პერესი მერვედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"ვესტ ჰემმა" ლოპეტეგი გადააყენა და პოტერს დანიშნავს
"ვესტ ჰემიდან" ახლახანს დათხოვნილმა ლოპეტეგიმ შესაძლოა, სანაკრებო დონეზე გადაინაცვლოს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ოფიციალურად: გრემ პოტერი "ვესტ ჰემის" ახალი მწვრთნელია
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
ფონსეკამ "მილანიდან" დათხოვნის შემდეგ შესაძლოა, ახალი სამსახური მალევე იშოვნოს და პრემიერ ლიგაში დასაქმდეს