მას შემდეგ, რაც "სილქნეტმა" მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სატელევიზიო მომსახურებაში და განაახლა ძირითადი და თემატური პაკეტები, მეტად ხელმისაწვდომი გახადა ექსკლუზიური სპორტული კონტენტი.

Silk Sport-არხები რამდენიმე თემატურ პაკეტში გადანაწილდა და მათი ფასი 4 ლარიდან იწყება.

თემატური პაკეტი "მიქსი 1" (8 არხი) - მოიცავს Silk Sport HD1 და Setanta + და რეიტინგულ კინოარხებს - ყოველთვიური გადასახადი 4 ლარია.

თემატური პაკეტი "მიქსი 2" (8 არხი) - მოიცავს Silk Sport HD2; Silk Sport HD3; Setanta +; ასევე 5 კინოარხს - ყოველთვიური გადასახადი 4 ლარია.

თემატურ "სპორტ ექსკლუზივში" 10 სპორტული არხია შესული: სამივე Silk Sport HD; Setanta და Setanta +; ასევე Eurosport HD; VIASAT Sport; არხები: Бокс ТВ; Матч! Планета; КХЛ - ყოველთვიური გადასახადი 7 ლარია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს აქცია, რომელიც საშუალებას მისცემს ოპტიკური ქსელის მომხმარებელს, 2 თვით უფასოდ ისარგებლოს ნებისმიერი ერთი თემატური პაკეტით. ამისათვის საჭიროა, გააქტიურებული ჰქონდეს "ორმაგი შეთავაზების" (ინტერნეტი-ტელევიზია) კომბინაცია. თითოეულ ამ კომბინაციაზე მოქმედებს ფასდაკლება:

კომბინაცია "სტარტ+"20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და "ეკონომი" 60 არხი 40 ლარად (ნაცვლად 47 ლარისა);

კომბინაცია "სტარტ+"20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და "კომფორტი" 155 არხი 48 ლარად (ნაცვლად 59 ლარისა);

კომბინაცია "სტარტ+"20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და "პრემიუმი" 200 არხი 60 ლარად (ნაცვლად 70 ლარისა);

კომბინაცია რეგიონებისთვის "სტარტ+"20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და "კომფორტი" 155 არხი 27 ლარად (ნაცვლად 59 ლარისა).

ახალი სეზონიდან Silk Sport-არხებზე სპორტის მოყვარული მომხმარებელი ექსკლუზიურად ეთერში იხილავს ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ლიგას, ასევე, ინგლისის პრემიერლიგას, ლა ლიგას, შვეიცარიის სუპერლიგას, საფრანგეთის თასს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგას, ბრაზილიის და არგენტინის ჩემპიონატებს, ჩინეთის სუპერლიგას, ერთა ლიგასა და სანაკრებო მატჩებს და ჰოლანდიის ერედივიზიონს.

რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებს, Silk Sport-არხების მაყურებელი ნახავს:

კალათბურთი - NBA, ევროლიგას და ადრიატიკის ლიგას

ჩოგბურთი - ვაშინგტონის, ლონდონის, მონრეალის, ცინცინატის, პარიზის, მილანის, ბაზელის, ვენის, პეკინის, ტოკიოს, შანხაის ტურნირებს, დევისის თასის ნახევარფინალებს და ფინალს;

რაგბი - შეხვედრებს ტესტ-მატჩებიდან;

ხელბურთი - ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ჩემპიონატს ქალებში;

ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატს, ყველა გრან პრის, გრანდ სლემს, მასტერსს;

თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს;

ძალოსნობა - მსოფლიოს ჩემპიონატს.

ახალი სეზონიდან არხი "სილქ უნივერსალი", რომელიც გარდა SilkTV-ისა, ციფრულ მაუწყებელზე უფასოდ ვრცელდება, ყველა ამ ჩემპიონატიდან თუ ტურნირიდან გეგმავს შეხვედრების ჩვენებას.

babu
sky spot მაინც იყოს მაგარი არხია ვეტერანებს მიყავთ გადაცემები
parfiumer
ვერ მივხდი.... სეტანტაზე იტალია ხო იქნება ისევ? იტალია და საფრანგეთი იყო სეტანტაზე დანარჩენი სილქ სპორტზე და კარგად იყო ძაან, დამატებით სპორტულ პაკეტში ვიხდი 10 ლარს და ის მაინც ვიცი რო არაფერი არ მაქ საჩიჩქნი ინტერნეტსჰი, ვზივარ და ვუყურებ რასაც მინდა... არფერი შემიცვალოთ თუ ღმერთი გწამთ. ჩინეთის ჩემპიონატიდან შოუები გაუშვით პირველ არხზე, იმ ტემპით თამაშობენ ჩვენ წამყვანებს რომ აწყობთ...
Mindia
უაზროდ ბევრი ფეხბურთია, (ჰოლანდია? ჩინეთი? კარგით რა) და სამარცხვინოდ ცოტა რაგბი. ამის გარდა ვუერთდები mvx-ის კომენტარს, ჩემს უბანშიც არაა სილკის ოპტიკური ბოჭკოვანი და დსლ ასი წელი არ მჭირდება. სილქ ოპტიმაში დაამატონ ყველა სპორტული არხი და ენაცვალოთ ჩემი თავი.
mvx
ეგ სადაც ოპტიკური ინტერნეტია, მაგრამ რა ჰქნას დსლ მომხმარებელმა 3 მეგაბიტს 30 ლარად, რომ აწვდით უხარისხო გამოსახულებასთან ერთად და არც გინდათ ოპტიკური კაბელი, რომ გაიყვანოთ?
N
... და სუმო??? სუმოს პირდაპირი გადაცემები არ არის ღიოსი, რომ ჩართოთ რომელიმე პაკეტში?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე