ნაპოლის ალაბა უნდა, კლოზესთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, როისს მიუნხენშიც უმიზნებენ

ოთხშაბათს, მიუნხენის „ზებენერშტრასეზე“ განსაკუთრებული დღე იყო: „ბაიერნის“ ვარჯიშის სანახავად დაახლოებით 2000 გულშემატკივარი მივიდა. ცხადია, პირველ რიგში ეს კარგმა ამინდმა გამოიწვია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ლევერკუზენთან“ 5:1-ის შემდეგ, ფანები ისევ „ბაიერნისკენ“ შებრუნდნენ. შესაბამისად, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებიც დამშვიდებულები ჩანან - „ლევერკუზენთან“ მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ ბავარიული გრანდი ხომ მესამე ადგილზე, ანუ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში დააბრუნა.

„ახლა უკვე იმ ადგილზე ვართ, რომელზეც გაცილებით ადრეც უნდა ვყოფილიყავით. „ჰანოვერი“ უნდა იყოს ჩვენი მდევარი და არა პირიქით,“ - კმაყოფილია „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ფაქტია, რომ რაც მიუნხენურ გრანდს ამ სეზონში დაემართა, გაისად არაფრისდიდებით არ უნდა განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ახლო მომავალში, „ბაიერნის“ მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი ქომაგებს მინიმუმ ოთხ ახალ, მაღალი კლასის ფეხბურთელს წარუდგენს. ამ ოთხიდან, ერთი მეკარე იქნება (სავარაუდოდ მანუელ ნოიერი), ერთი თავდამსხმელი, ერთი ცენტრალური მცველი (სავარაუდოდ ჟერომ ბოატენგი) და ერთიც ფლანგის მცველი.

„კიკერის“ ინფორმაციით, რეკორდმაისტერის ფლანგის ახალი მცველი ამსტერდამის „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი გრეგორი ვან დერ ვილი იქნება. მიუნხენელებს ამ უკანასკნელის ყიდვა 2010 წლის ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც უნდოდათ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი იმის გამო არ შედგა, რომ „ბაიერნი“ „აიაქსს“ სატრანსფერო თანხაზე ვერ მოურიგდა. იმის გამო, რომ ვან დერ ვილმა მუნდიალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ამსტერდამელები მის სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს ითხოვდნენ. ახლა კი ვან დერ ვილის ფასი დაეცა და დაახლოებით 10 მილიონი ევროა. თუ ტრანსფერი შედგა, ჰოლანდიელი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს, ფილიპ ლამი კი მარცხნივ გადაინაცვლებს. რეკორდმაისტერის კაპიტანმა უკვე განაცხადა, თუ გუნდს სჭირდება, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშს დავთანხმდებიო. ლამის ალტერნატივად კი 20 წლის დიეგო კონტენტო დარჩება, რომელიც ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, თუმცა მას რამდენიმე წინადადება აქვს როგორც მშობლიური იტალიიდან, ისე ბუნდესლიგის სხვა გუნდებისგანაც. გამორიცხული არაა, რომ მიუნხენელებმა კონტენტო ერთწლიანი არენდით გაუშვან, რადგან „ბაიერნში“ დანიელ პრანიჩიც ირიცხება.

კლოზე კაიზერსლაუტერნში არ დაბრუნდება

ფეხბურთელი, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, დარჩება თუ არა მიუნხენში, გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზეა. 32 წლის გოლეადორს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ეწურება და თუ ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, ზაფხულში უფასო იქნება.

„გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია და ყველაფერი შესაძლებელია, - უთხრა კლოზემ „კიკერს“ და იქვე დასძინა, - გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „კაიზერსლაუტერნში“ ჯერ არ დავბრუნდები.“ მირო არ ნერვიულობს იმის გამო, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს მისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ შეუთავაზებიათ. სანერვიულო არც არაფერი აქვს, რადგან ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს - მათ შორის, გერმანიის მომავალი ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“. ჰიონესმა მარტში თქვა, თუ მიროსთან კონტრაქტის გაგრძელება მოგვინდება, ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდესო. კლოზე კი ამბობს, რომ მისთვის ფული მეორეხარისხოვანია, მაგრამ შეთავაზების საერთო პაკეტს კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

როისი განიხილება

გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ „გლადბახის“ 21 წლის გარემარბ მარკო როისის გადაბირება უნდა. გაირკვა, რომ უნიჭიერესი შემტევი ნახევარმცველის ყიდვა „ბაიერნსაც“ მოუნდა და BVB-სთვის კონკურენციის გაწევას აპირებს. გაურკვეველია 18 წლის დავიდ ალაბას მომავალი, რომელიც ახლა „ჰოფენჰაიმშია“ განათხოვრებული, „ბაიერნთან“ კი კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და ზაფხულში მიუნხენში უნდა დაბრუნდეს. „კიკერის“ ინფორმაციით, ალაბას იტალიაში, კერძოდ, „ნაპოლიში“ ეპატიჟებიან.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა