დღეს, 2 აგვისტოს საჩხერის "ჩიხურასა" და "მარიბორს" შორის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაცო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება. პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა სლოვენიის ქალაქ მარიბორში ჩატარდება, "ლიუდსკი ვრტ"-ზე (ხალხის ბაღში). მატჩი თბილისის დროი 22:15 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება ტრანსლაციას, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სიტყვა-სიტყვით ასე განგვიცხადეს: "ვმუშაობთ სლოვენიურ მხარესთან, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ".

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ადგილობრივ ტელევიზიაში იქნება ჩვენება. ინტერნეტტრანსლაციის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ საიტზე აუცილებლად განთავდება. ხოლო თუ ვერ მოვიპოვეთ სტრიმი, აუცილებლად მოგაწვდით ბმულს, სადაც შეძლებთ ყურებას.

საჩხერელები კიდევ ერთ სენსაციასთან ახლოს

პირველ რიგში, დანაკლისი უნდა აღინიშნოს, გუნდს ტრავმის გამო დააკლდება ირაკლი ლექვთაძე. კვლავ ვერ იქნება შოთა კაშიაც.

საჩხერელები სლოვენიაში ამ შემადგენლობით გაემგზავრნენ:

დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.

თბილისური მატჩის შემდეგ გამოჩნდა, რომ "ჩიხურას" მეტი შეუძლია და ახლოს არის შემდეგ ეტაპზე გასვლასთან. პირველ შეხვედრაში ძალიან დიდი სამუშაო გასწია თითოეულმა ფეხბურთელმა და მათი ჯაფა დასაფასებელია.

სოსო ფრუიძის შეგირდები, ფაქტობრივად, არ გაჩერებულან და 90 წუთის განმავლობაში ერთ ტემპში დარბოდნენ, მაქსიმალურად ავიწროებდნენ მეტოქეს, რაც ქართული გუნდისგან ცოტა მოულოდნელიც იყო.

საჩხერელებს პირველ შეხვედრაში შეეძლოთ დადებითი ანგარიშით სლოვენიაში წასვლა, თუმცა, ამავდროულად, სლოვენიელებსაც შეეძლოთ 3 ქულის წაღება. საერთო ჯამში, ალბათ, 0:0 დადებით შედეგად უნდა შეფასდეს.

სოსო ფრუიძე: "ორივე გუნდმა პირველ შეხვედრაში ერთმანეთი კარგად გავიცანით. ამასთან ერთად, მათი თამაშებიც ვიხილე. ხვალ ურთულეს მატჩს ველოდებით. "მარიბორი" ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ვეთამაშეთ მისი დონის გუნდებს - "ბურსას", "ბეითარს" და დადებით შედეგსაც მივაღწიეთ. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით!"

"მარიბორის" პრობლემები

"მარიბორს" ეტყობა, რომ ჯერ ფორმაში არ არის შესული. ისინი საჩხერის "ჩიხურას" შემდეგ, საკუთარ სტადიონზე სლოვენიის უმაღლეს ლიგაში წელს დაწინაურებულ "მურას"ეთამაშნენ და იქაც ფრეს 0:0 მიაღწიეს. თანაც, მეტოქე თავისუფლად აკონტროლებდა ბურთს და "მარიბორი" მეტოქისთვის საკუთარი თამაშის თავზე მოხვევას ვერ ახერხებდა.

წინა შეხვედრა "ჩიხურასთან" ჩააგდო კლუბის მთავარმა იმედმა ლუკა ზაჰოვიჩმა, თუმცა გუნდის მეორე მთავარმა ძალამ მარკოს ტავარესმა საჩხერელთა უკანა ხაზს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.

ამავდროულად, გუნდის დაცვაც ვერ გამოიყურებოდა სათანადოდ. მათი შეცდომები თვალშისაცემი იყო.

"მურასთან" განაცხადშიც არ იყო კლუბის მთავარი მეკარე, 40 წლის ჯასმინ ჰანდანოვიჩი. მის ნაცვლად კი 24 წლის ბოსნიელმა კენან პირიჩმა ითამაშა, რომელიც სლოვენიელებმა ამ სეზონში შეიძინეს. ვერ ვიტყვით, რამდენად კარგია ეს მეკარე, მაგრამ ჰანდანოვიჩი რომ იდეალური არ იყო, ფაქტია და რადგან მასზე აკეთებდნენ არჩევანს, ესე იგი ბოსნიელსაც ჯობდა.

დარკო მილანიჩი: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. ბიჭები მზად არიან. მწყობრში ჩადგა ნახევარმცველი დერვიშევიჩი. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. უნდა გავიმარჯვოთ. გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. "ჩიხურას" ჩვენს წინა მეტოქესთან, ალბანეთის "პარტიზანთან" შედარებაც არ შეიძლება. ქართველები გაცილებით სწრაფები და სახიფათონი არიან. ამიტომ მომენტების შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ. აქ თბილისისგან სრულიად განსხვავებული თამაში იქნება".

მოლოდინი

რაც უნდა მოხდეს სლოვენიაში, "ჩიხურა" პირველი თამაშის შემდეგ აპლოდისმენტებს იმსახურებს. ამ ფორმაციის გუნდი, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, ტოლ-სწორად ეთამაშება მასზე სამ-ოთხჯერ უფრო მდიდარ კლუბებს და არაფრით ჩამოუვარდება.

მსაჯები

შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი - უმუთ მელერი, დამხმარე მსაჯები - მუსტაფა ეისოი, ჩევდეთ კომურჯუღლუ, მეოთხე მსაჯი - არდა კარდეშლერი.

დათო
თუ ვინმემ იცით, ინტერნეტით მაინც, სად და როგორ შეიძლება თამაშის ყურება, იქნებ ლინკი დადოთ-რა. მადლობა წინასწარ
Gggg
ჩიხურა მოიგებს 14 კუში ;)
მალხაზ ბოლქვაძე (ბათუმი)
ქართულმა არხმა უნდა აჩვენოს ეს თამაში... ბიჭები ვაჟკაცურად იბრძვიან და იმარჯვებენ კიდეც!!! დამიჯერეთ, მომავალ თაობას უფრო ძლიერ უბრწყინდება თვალები, როცა ჩვენი გუნდი იგებს, ვიდრე ნებისმიერი უცხო გრანდი...
სვოი
აბა თქვენ იცით ლომებო, მაგრად მჯერა რო თავს არ დაზოგავთ და გახვალთ, მინდა რეინჯერსი ცოცხლად ვნახო თბილიში, აბა თქვენ იცით ჯიგრებოოო!
ქუთაისელი
უნდა გახვიდეთ! გგულშემატკივრობს მთელი საქართველო, არ არსებობს გულშემატკივარი, რომელსაც თქვენს მიმართ სიმპათია არ ექნება! წინ, ჩიხურა!
შიო
მგონია და გული მიგრძნობს რომ ჩიხურა ისე გავა არც გაუჭირდება ... მთავარია ერფი გოლი გავიტანოთ და დანარჩენი კონტრ შეტევებზე ააგებს ბატონი სოსო ...და 2 საც და 3 საც გაიტანენ ...ლიჟბი არ შეგვეშინდეს თავიდან და მაგრად დავდგეთ მაქსიმუმ 15 წუთი
ტოტტი
ჩიხურა აბა თქვენ იცით თქვენი მებრძოლი სულის იმედი გვაქვს მთელ საქართველოს ჩვენ გვჯერა თქვენი
ნუგო
ოღონდ ახლაც გადით შემდეგ ეტაპზე და მომდევნო თამაშზე (თამაშებზე) მთელი ჩემი ოჯახით მოვალ... გმირებო და მაგრებო, ჯიგრებო და ჩვენებო! ჩიხურა!!!
თბილისელი ზასტავიდან
ჩიხურა ერთადერთი გუნდია რომელსაც როგორც თბილისელები ისე ქუთაისლებიც ვგულშემატკივრობთ. ერთად დავამარცხოთ მარიბორი.
გეო
რაგახდა ეგ ეთერები რავა სულმუშაობთ და ბოლოს არაფერი გამოგდით სირცხვილია !!!!
Ultranationalist
შეიძლება მურასთან სპეციალურად ითამაშეს სუსტად, მაქსიმალური ყურადღებით არის საჭირო თამაში და შემდეგ ეტაპზეც გავალთ!
მერაბი
"ჩიხურა" - თქვენი გვჯერა! ვიცით რომ მაქსიმუმს გაიღებთ!
გიორგი
ბიჭებო დღეს ტელეფონში ინტერნეტი უნდა შევიძინო რომ თქვენს თამაშს ვუყურუ.მაგრამ რომც წააგოთ იცოდეთ რომ თქვენ ღირსეული გუნდი ხართ!!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
პირველი ტაიმი "მარიბორსა" და "ჩიხურას" შორის 0:0 დასრულდა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
იოსიპ ილიჩიჩმა ახალი გუნდი მალევე იპოვა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით
"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: "მარიბორის" ბარიერის დასაძლევად სწორედ ეს დაგვაკლდა