დღეს, 2 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" სტუმრად გოტას "ვიკინგურს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ქუთაისში "ტორპედოს" სასარგებლოდ, 3:0 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა ფარერების კუნძულებზე სოფელ ტოფტირში გაიმართება სვანგასკაროს სტადიონზე, რომელიც 8000 ადამიანს იტევს.

მატჩის ტრანსლაცია ინტერნეტში იქნება. Sportall.ge შემოგთავაზებთ სტრიმს ან საყურებელ ბმულს, სადაც შეძლებთ შეხვედრის მიმდინარეობის ნახვას.

შეთამაშებისთვის, სარეიტინგო ქულებისა და მეტი მოტივაციისთვის...

ქუთაისელებს თითქმის განაღდებული აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. 3:0 გამარჯვება სოლიდურია და საქმეს, რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვანა უნდა.

ამ შეხვედრაში "ტორპედოს"  თენგიზ წიქარიძე და ლევან კუტალია დააკლდება. ამ უკანასკნელმა პირველ შეხვედრაში თავი შეუძლოდ იგრძნო და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ ზედმეტად აღარ დაეტვირთათ. სავიზო პრობლემების გამო ვერ იქნება დაფე და გლეოფილო ჰასეილბანკი.

დანაკლისიდან გამომდინარე, ალბათ, დღევანდელ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან ვიხილავთ, მილოშ ლაჩნისა და თორნიკე კაპანაძის დუეტს. ეს ორივე ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ შეხვედრამდე სასურველ ფორმაში შევიდნენ. ამავდროულად, გუნდი უფრო შეთამაშდება, რადგან წინ გაცილებით ძლიერი მეტოქე ელით.

"ტორპედოს" გამარჯვება ქართული ფეხბურთისთვის აუცილებელია. ისინი გამარჯვების შემთხვევაში 0.250 სარეიტინგო ქულას მოიპოვებენ. ჯერჯერობით რეიტინგში მინუსში ვართ, როგორ იცით, ქულები ხუთი წლის მაჩვენებლით ჯამდება. 2013/14 წლების სეზონში ჩვენ 1.875 ქულა გვაქვს მოპოვებული, ამ წლის მაჩვენებელს წლევანდელი სეზონის მაჩვენებელი ჩაანაცვლებს - ამ ეტაპზე ჩვენ 1.125 ქულა გვაქვს. ჩვენ მინიმუმ 0.750 ქულა გვჭირდება, რომ რეიტინგი შევინარჩუნოთ.

კახა ჩხეტიანი: "გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, ვინც ფარერებზე წამოვიდა, მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - 3:0 არ არის ის ანგარიში, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას და უფლებას მოგვცემს. ამიტომ ამ მატჩისთვის მთელი კვირა სერიოზულად ვემზადებოდით და ვეცდებით, ხვალაც გავიმარჯვოთ, რადგან ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო ლევან კუტალია და თენგიზ წიქარიძე ვერ წამოვიდნენ, ორ ლეგიონერ, არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერს კი ვიზის პრობლემები შეექმნათ და ისინიც ქუთაისში დარჩნენ.

მიუხედავად დანაკლისისა, ხვალ კარგი თამაში გვმართებს. ფეხბურთელებმა იციან, რომ არცერთი წამით არ უნდა მოდუნდნენ. ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული ვაჩუქოთ!"

ფარერელი ვიკინგების ფეხბურთი

წინა შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ "ვიკინგური" უფრო მეტად სამოყვარულო გუნდია, ვიდრე პროფესიონალური. შედეგის მისაღწევად ფორსირებული დაცვა შეკრეს. შემდეგ რომ არ გაამართლა, მერე დაიწყეს შეტევებზე ფიქრი.

რამდენიმე საინტერესო შეტევაც შექმნეს და მეტად რომ გამართლებოდათ, საქართველოდან გოლით წავიდოდნენ. მიუხედავად ამისა, ვერც ეს მოახერხეს, განაწყენებულები პრესკონფერენციაზეც არ გამოჩენილან და რასაც ქუთაისიდან მოგონებად შემოინახავენ - ეს ქალაქია, რომლის ქუჩებსაც ინტერესით მიუყვებოდნენ.

კუკეში

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულმა "ყარაბაღმა" ალბანური "კუკეში" დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა (0:0, 3:0).

შესაბამისად, "კუკეში" ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გადმოინაცვლებს და დღევანდელ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. თუ რა გუნდია "კუკეში" და რა შესაძლებლობები გააჩნია, ინფორმაციას დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შემოგთავაზებთ.

რაც მთავარია, "კუკეშის" ალბანელმა მცველმა ალბი ალამ წითელი ბარათი მიიღო. ამავდროულად, ორი ფეხბურთელი ყვითელი ბარათებითაც ჰყავთ დატვირთული.

მოლოდინი

სასურველია, ამ შეხვედრაში ქუთაისელებისგან მეტი დამუშავებული კომბინაცია ვნახოთ და ფეხბურთელებს შორის უფრო მეტი სათამაშო ურთიერთგაგება გაჩნდეს. სასურველია ლეგიონერები და ახალწვეული ქართველები ბოლომდე გრძნობდნენ, რომ ისინი "ტორპედოს" ლოგოიან მაისურს ატარებენ და მათ აქვთ შანსი ერთიანად მიაღწიონ წარმატებას.

მსაჯები

შეხვედრას უელსელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი - საიმონ ევანსი, დამხმარე მსაჯები - ლევის ედუარდსი და ჯონათან ბრაიანტი, მეოთხე მსაჯი - ჰოუ ჯონსი.

123
ვის რაში სჭირდება სარეიტინგო ქულები? ვიკინგურს თუ მოუგე არ მოგანიჭონ 300 სარეიტინგო ქულა, გქონდეტ ქულები და საკველიფიკაციოს ვერ გასცდებით
ქუთაისელი
ვიკინგები კი არა რაგნარ ლოდბროკი რომ წამოაყენონ და ათამაშონ, მაინც უნდა მოვიგოთ! წინ, ტორპედო!
georgian
თქვენი პესიმისტური კომენტარები ოჯახში დაარიგეთ! წარმატებები ბიჭებს ფარერებზე! ერთ შემტევ ლეგიონერს რომ დაიმატებდნენ ძალიან მაგარი იქნება, ჩაჩავას საყურადღებოდ>
Ruslani
ტორპედო შემდეგ ეტაპზე რომ გავა ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია,უბრალოდ ყველა ფეხბურთელმა ვინც მოედანზე იქნება კარგათ უნდა გაითავისოს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი წყალწაღებული ფეხბურთისათვის ეს მოგება ქულების თვალსაზრისით,რომლის შესახებაც აღნიშნულ საიტზე საკმარისად დაიწერა.. მხოლოდ მოგება ტორპედო !!!
euhh
გასვლით 97% გავალთ,მაგრამ სტუმრად მოგება მეეჭვება თან ძალიან(ღმერთმა ქნას მაგრად ვცდებოდე)
Gggg
Torpedo ver moigebs ver gavalt amogvtenian :D გავაანალიზე ეგ თამაში კარგად და შედეგი წავაგებთ დიდი ანგარიშით გამოგვაგდებენ მარქ გული არ გაიტეხოთ კარგად ვითამაშეთ პირველი თამაში სახში.
ოთო
იმედია ტორპედო თამაშს და ნამუსს არ გაყიდის და მოიგებს
გიზოგ
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ტორპედოს. აქვე დავძენ, რომ მოგება მხოლოდ სერიოზული და დიდი შრომის ფასად მოდის. ფეხბურთის თამაში უკვე ყველამ ისწავლა მათ შორის მოყვარულებმაც.
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. ვიკინგური-ტორპედო [LIVE]
კახა ჩხეტიანი: ევროთასებზე არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ საქართველოს წარმოვადგენთ!
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
სად შეგვეძლება ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების შეხვედრების ყურება?
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
10 ბალიანი სისტემა - "ტორპედოს" ფეხბურთელების შეფასება "ვიკინგურთან" მატჩში
ქუთაისის "ტორპედო" კოპენჰაგენში ჩაფრინდა, საიდანაც ფარერებზე გადაფრინდება
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
კახა ჩხეტიანი: შევეცდებით მეორე შეხვედრაშიც გავიმარჯვოთ