საჩოგბურთო გრუნტის (ქვიშის) სეზონი მიმდინარე კვირაში დასრულდება და სპორტსმენები მთლიანი შემადგენლობით ამერიკაში გადაინაცვლებენ, სადაც ჰარდის ტურნირები ჩატარდება.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ნიკა ბასილაშვილის კალენდარია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალურად თავისი გეგმები არ გაუჟღერებია, შეგვიძლია ვარაუდით ვიმსჯელოთ.

პირველი, სადაც საქართველოს პირველ ჩოგანს უნდა ველოდოთ, ტორონტოში (კანადა) გასამართი მასტერსია, რომელსაც Rogers Cup-ი ეწოდება და ძირითადი ბადის შეხვედრები 6 აგვისტოს დაიწყება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 5,939,970 დოლარს შეადგენს. მასში მონაწილეობას მსოფლიოს ყველა წამყვანი ჩოგბურთელი ღებულობს.

ბასილაშვილი კარგი რეიტინგის გამო ძირითად ბადეში იქნება დაშვებული, რაც რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან კარგია.

გასულ წელს ნიკა Rogers Cup-ის პირველივე წრეში დამარცხდა, ასე რომ, ერთი მატჩის მოგების შემთხვევაშიც კი რეიტინგში დაწინაურდება.

შემდეგ კი ცინცინატის მასტერსი მოდის, რომელიც 12-დან 19 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. აქ კი საპრიზო ფონდი უფრო გაზრდილია და 6,335,970 დოლარს შეადგენს.

საინტერესოა, რომ ნიკოლოზმა გასულ წელს ცინცინატის მასტერსზე კარგად იასპარეზა და 1/8-ფინალში გავიდა. ასე რომ, მას ორი მატჩის მოგება მაინც მართებს, რათა შარშანდელი ქულები შეინარჩუნოს.

წლის ბოლო დიდ სლემამდე, US Open-ამდე კი კიდევ ერთი, 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი Winston-Salem Open-ი რჩება.

ნაკლებად სავარაუდოა, აქ ბასილაშვილი ჩავიდეს, რადგან აღნიშნული ტურნირი ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სრულდება და ჩოგბურთელები დასვენებას ვერ ასწრებენ.

აგვისტოს თვეს კი ჩვენებური სწორედ US Open-ზე დაასრულებს. წელს ამერიკის ღია პირველობა აბსოლუტურ რეკორდს მოხსნის. მისი საპრიზო ფონდი 25,282,400 დოლარს შეადგენს. მცირედი წარმატების შემთხვევაშიც კი სპორტსმენები საკმაოდ სოლიდურ თანხებს გამოიმუშავებენ.

ნიკას ამერიკის ღია პირველობაზე ქულები დასაცავი არ აქვს, რადგან გასულ წელს პირველივე წრეში ჯარედ დონალდსონთან დამარცხდა.

გამოდის, რომ ბასილაშვილი აგვისტოს თვეში 3 ტურნირს ითამაშებს, საიდანაც ორი მასტერსი, ერთი კი სულაც დიდი სლემი იქნება.

აქედან ორში ნიკას ქულები არ აქვს დასაცავი და წინ წასვლა შეუძლია, გამონაკლისი კი მხოლოდ ცინცინატის მასტერსია.

კარგი თამაშის შემთხვევაში ჩვენებურს შესანიშნავი შანსი ექნება, საუკეთესო 30 ჩოგბურთელს შორის შევიდეს. ჩვენ კი მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ.

დათო
თქვენ ალბათ კარგად არ გაგიცნობიერებიათ, რას ნიშნავს იყო 35 ატპ რეიტნგში!!!!, როდესაც შენს უკან არის მონფილსი, ლოპესი, ვერდასკო ..... ძალიან რთული სპორტია ჩოგბურთი, ტოპ 100 ში ნებისმიერ ჩოგბურთელს შეუძლია სიურპრიზების მოწყობა. აგერ ჩეკინატო აიღეთ, ბუდაეშტში ლაქი ლუზერმა მოიგო ტურნირი და ახლა სად არის რეიტნგში ნახეთ!!! ნიკს ეს დიდი გამარჯვება, მისი პირადი და მისი ახალი გუნდის დამსახურებაა!!! მეც მინდოდა კიცბული მოეგო, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდა!!! აგერ ავსტრიელი ტიმი სპეცილურად ჩავიდა სამშობლოში კიცბულის მოსაგებად , მგრამ კლიჟანმა გააჩერა!!! და არც ერთი ავსტრუელი არ იყყვს, რომ ის არასტაბილური მოთამაშეა!!!ჯეერი, რომელიც ჰამბურგის ნახევრფინალში ნიკამ დაამარცხა ისევ ნახევაეფინალშია და დიდი შანსია მოიგოს კიცბული!!! ასე რომ დაველოდოთ შემდეგ ტურნირებს და წარმატება ვუსურვოთ ნიკოლოზს!!!
მერაბი
მთავარია ტურნირების წინ თავისი ფიზიკური კონდიციების აღდგენა მოასწროს. წარმატებები!
Fani
"მეტრეველი"-ს ნიკს ამოფარებულო, წადი გაიარე...
tata
იმიტომ რომ პირველი ქართველია ვინც მაგ დონის ტურნირი მოიგო და გვეამაყება, არავის გაუღმერთებია:)) თუ ეგეთი მარტივია და არაფერს ნიშნავს სხვამ რატომ ვერ მოიგო მაშინ? ნუ უმაღლესი დონის ტურნირების დონეზე რომ არ არის ჯერ და ჯერ ვერ მოიგებს ეგ გვესმის ყველას, მაგრამ თუ ესე გააგრძელა მუშაობა შანსი ექნება, არაფერია გამორიცხული.
მეტრეველი
რა გააღმერთეთ ეს კაცი უიმლდონი თუ საფრანგეთის ღია ცემპიონატი მოიგო? საშუალო დონის ტურნირი მოიგო და ეგაა, ოდესმო ხომ უნდა მოიგოს ვინმემ?
მასტი
წარმატებები ნიკოლოზ
MMM
წარმატებები ნიკოლოზ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა