თბილისის "დინამოს" ყოფილ თავდამსხმელს საზარდულის ტრავმამ სლოვაკეთშიც შეუშალა ხელი
ირაკლი ლილუაშვილი 2010 წლის ზაფხულში სლოვაკური "ნიტრადან" თბილისის "დინამოში" გადმოვიდა. მან გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ზამთარში კლუბის დატოვება მოუხდა.

სად არის ამჟამად ყოფილი დინამოელი? ინფორმაციის მოძიებისას ვიკიპედიაში ამოვიკითხეთ, რომ 26 წლის თავდამსხმელი 2011 წელს სლოვაკეთში დაბრუნდა და პირველი ლიგის კლუბ "ბოდვა მოლდავაში" ჩაირიცხა, რომელიც ამჟამად მე-6 ადგილზეა - "ბოდვას"" ვებგვერდის ცნობით, ლილუაშვილმა სლოვაკური კლუბში სამი შეხვედრაც ჩაატარა. თუმცა ფეხბურთელი ამჟამად კლუბში არ არის.

"სლოვაკეთში აღარ ვარ. ტრავმებმა გამაწვალა, საზარდული მტკივდა და ვერ ვთამაშობ. ჯერ კიდევ თბილისის "დინამოში" თამაშისას დავშავდი. ზამთარში ვმკურნალობდი და მეგონა მოვირჩინე, მაგრამ მერე ისევ ამტკივდა. ამის გამო ახლა უკრაინაში ვიმყოფები და ერთ-ერთი გუნდის ექიმთან ვმკურნალობ. თუმცა ახლა ინდივიდვალურად ვვარჯიშობ და მალე სრულ დატვირთვაზეც გადავალ. თუმცა ჯერ თამაშზე ლაპარაკი ნაადრევია: სანამ მე სრული დატვირთვით ვივარჯიშებ და ფორმას აღვიდგენ, სეზონიც დასრულდება. ამიტომ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე შვეუთანხმდი და ამჟამად უგუნდოდ ვარ" - გვითხრა ლილუაშვილმა.

როგორც ამბობს, თბილისის "დინამოდანაც" საზარდულის ტრავმის გამო წამოვიდა:"თბილისში ბოლო ორი თვე ვერ ვთამაშობდი, საზარდული ჯერ კიდევ იქიდან მაწუხებდა. ცუდ დროს დავშავდი, გუნდში ახალი ხელმძღვანელობა მოდიოდა და, ცხადია, ტრავმირებული თავს ვერ გამოვიჩენდი.

მაშინ მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე იყო და ვთხოვე, როგორი თავისუფალი ფეხბურთელიც მოვედი, ასევე თავისუფალი გამიშვით-მეთქი. ჩემი დატოვების დიდ სურვილსაც ვერ ვატყობდი და წამოვედი. როდესაც ჯანზე არ ვიყავი, ძირითად შემადგენლობაში მაშინაც იშვიათად მათამაშებდნენ და ჩემი წასვლა ორივესთვის აჯობებდა. უპრობლემოდ შევთანხმდით და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით დავარღვიეთ".

საინტერესო ამბავია, ლილუაშვილი საქართველოში ჩამოსვლამდე ბრიანსკის "დინამოში" ჩაირიცხა, მაგრამ რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი პრობლემა შეექმნა:"რუსეთის პირველი ლიგის ბრიანსკის "დინამოში" გამსინჯეს და კონტრაქტიც გამიფორმეს. მაგრამ მერე გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა, სამწუხაროდ, რუსეთის ვიზა ვერ გამიკეთეს. ზამთარში ისევ ამ გუნდში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ მთავარი მწვრნელი სერგეი ოვჩინიკოვი მოხსნეს, რომელსაც ჩემი აყვანა სურდა და ეს ვარიანტიც გამოირიცხა".

ბრიანსკის "დინამოში" წარმოშობით ქართველი მეკარე გიორგი შელია თამაშობს. ლილუაშვილი მას კარგად ახასიათებს.

"გიორგი ბრიანსკელებთან ვარჯიშის დროს გავიცანე. მითხრა, ბავშვობიდან მოსკოვში იზარდებოდა, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, არდადეგებზე თბილისში ჩადის, სადაც ოჯახი და ნათესავები ჰყავს. არ ვაჭარბებ, პერსპექტიული მეკარეა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი, ღირსეული ქართველი გავიცანი, რომელსაც გუნდში არა მხოლოდ პატივს სცემენ, არამედ ძალიან უყვართ" - ამბობს ლილუაშვილი.

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა