2 აგვისტოს ქართული კლუბების მონაწილეობით ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა.

სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა საჩხერის "ჩიხურა", რომელიც სტუმრად "მარიბორთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

სამაგიეროდ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა ქუთაისის "ტორპედო", რომელმაც სტუმრად ფარერების "ვიკინგურს" ანგარიშით 4:0 სძლია.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ჩვენ ქართული კლუბების სარეიტინგო ქულებისა და ფინანსური შემოსავლის შესახებ სტატია მოგიმზადეთ.

ახლა უკვე შეგვიძლია მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებიც მივამატოთ.

როგორც იცით, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საქართველოს ევროთასებზე ორი კლუბი: საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" შემორჩა.

"ჩიხურამ" პირველ ეტაპზე ებრაულ "ბეითარს" სძლია და 0.375 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. "მარიბორთან" საშინაო ფრის გამო საჩხერელებმა 0.125 ქულა მიიღეს, ხოლო წაგებისთვის ქულები არ იწერება.

შესაბამისად, "ჩიხურამ", საერთო ჯამში, უეფას კოეფიციენტების ცხრილში საქართველოს 0.5 ქულა მოუტანა. ამასთან ერთად, "ჩიხურას" ნახევარი მლნ ევროც ერგო. შესაძლოა, ამ თანხას კიდევ დაემატოს სოლიდარობის თანხები, თუმცა რამდენი, ჯერჯერობით უცნობია.

ქუთაისის "ტორპედოს" კი უეფას ფორმატის ცვლილებამ სულზე მოუსწრო. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ "შერიფი" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხეს და 0.25 ქულა მიიღეს, შემდეგ კი სტუმრად 0:3 დამარცხდნენ, ტურნირს გამოეთიშნენ და ევროპა ლიგაზე გადაერთნენ.

ქუთაისელებმა ორივე მატჩის ჯამში ფარერების "ვიკინგური" ანგარიშით 7:0 დაამარცხეს - შინ 3:0 და სტუმრად 4:0. ორი მოგებისთვის მათ 0.5 ქულა მიიღეს. საერთო ჯამში, "ტორპედომ" უკვე 0.75 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, "ტორპედოს" უკვე გამომუშავებული ჰქონდა 540 000 ევრო, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის კი ისინი დამატებით 280 000 ევროს მიიღებენ. შესაბამისად, კლუბს ხაზინაში, შეიძლება ითქვას, უკვე გარენტირებული 820 000 ევრო, ანუ დაახლოებით 2 330 000 ლარი აქვს.

ქართული კლუბების მიერ მოპოვებული სარეიტინგო ქულები ევროთასებზე ასე გამოიყურება:

"ტორპედო" - 0.75 ქულა

"ჩიხურა" - 0.5

"დინამო" - 0.125

"სამტრედია" - 0

საერთო ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს 1.375 სარეიტინგო ქულა აქვს, რაც წინა სეზონს, რა თქმა უნდა, ბევრად აღემატება. შარშან მხოლოდ 0.125 ქულა გვქონდა, ისიც "ჩიხურამ" მოიპოვა.

მიმდინარე რეიტინგით, საქართველო უეფას ქვეყნების რეიტინგში კოეფიციენტების მიხედვით 45-ე ადგილიდან 46-ადგილზე ჩამოქვეითდა და ბოლო 5 წლის მიხედვით, ჯამში 4.5 ქულა აქვს.

აღსანიშნავია, რომ რაც უნდა მოხდეს, 48-ე ადგილის ქვემოთ ვეღარ დავეშვებით, ხოლო შანსი გვაქვს, წინ წავიწიოთ. ყველაფერი "ტორპედოზეა" დამოკიდებული, რომელიც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს "კუკეშთან" გამართავს.

ლუკა
ნამდვილად გეთანხმები ამირან, უბრალოდ წარმოუდგენელია რომ ქვეყანაში 90-იანი წლების (ლოკომოტივის სტადიონი) მერე სტადიონი არ აშენებულა. ტორპედოს სტადიონი თავის დროზე კარგი სტადიონი იყო, მაგრამ მან უკვე თავისი თავი ამოწურა. ახლა მის ადგილზე უნდა აშენდეს თანამედროვე, უეფას 4-ე კატეგორიის სტადიონი, როგორიც შეეფერება ქუთაისს. მაგრამ, გოგი წულაიასი არ იყოს, ამათმა დროშა ვერ დაკიდენ და ახალ სტადიონს ააშენებენ?!
ამირანი
სირცხვილია გუნდს თანამედროვე სტადიონი რომ ვერაუსენეს და თბილისში მოუწევს თამაში იმედია ქუთაისელები მიაღწევენ წარმატებას და გაიმეორებს ერს არ ერთი ქართული გუნდი იყო ქუთაისის ტორპედო ესენგეს თასი რომ მოიგო
ჰაჰა
ანუ ეხლა ტორპედო რომ გავიდეს შემდეგ ეტაპზე, შეიძლება 3 მილიონ ლარზე მეტი აიღოს. ა ბატონო დიდი გუნდის შექმნის პირველი საფეხური. პ.ს. ოღონდ არ იტრიპაჩოთ წინასწარ. პირიქით მეტოქე აქეთ, სამაგიეროდ მერე იტყვით ნახე რა მაგარი გუნდი წამოვიხიეთო.
მერაბი
მართებთ ქუთაისელებს კარგი სატრანსფერო პოლიტიკა. სად არის ადგილობრივი რეზერვი? როგორ მახსოვს ადგილობრივი კადრებით "ტორპედო" საკავშირო პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი იყო: ბურკაძე, კვერნაძეები, ხერხაძე, გაბიჩვაძე, ფესტვენიძე, ჭოხონელიძე, კუტივაძე, მეგრელაძე, ჩქარეული. თითქმის ყველა ადგილობრივი კადრი იყო. უკვე არაფერს ვამბობ ძოძუაშვილზე, ნოდიებზე, კოსტავაზე, სვანიძეზე, სულაქველიძესა და შენგელიაზე. აღარ არიან კარლო ხურციძის დარი მწვრთნელები!
gulshematkivari
არადა დინამო,დილა და ზესტა რომ პლეიოფებს თამაშობდნენ მაგ წლებში საკმაოდ წავიწიეთ წინ.იმის მაგივრად რომ ტემპი შეგვენარჩუნებინა სადღაც ჯანდაბაში ჩავიკარგეთ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!!!
გიზოგ
ვუყურებ სტატიაში გამოქვეყნებულ "ქართული კლუბების მიერ მოპოვებული სარეიტინგო ქულები ევროთასებზე ასე გამოიყურება" და მრცხვენია იმ დიდი დინამოს გულშემატკივარს. შეგნებულად თუ შეუგნებლად სადამდე შეიძლება დაეცე თურმე და პასუხის მომკითხავი არავინაა. აეშენებინათ საცხოვრებელი კორპუსი იმ არაპატრიოტ მშენებლს და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩენილიყავით ასე გამუდმებულ ნერვების დაწყვეტას და სირცხვილს.
41
წილში ვინ ჩაუჯდება ნეტა?
გეორგიუსი077
აუ როგორ გვევასება ქართველებს სხვისი ფულის თვლა)))
333
ვის ერგოო 2 მლ-ზე მეტიო, ტორპედოსო?
DAED
დაააა!!! რა დრო დადგა მესხის და ყიფიანის ქვეყანა ფსკერზეა (
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
სარეიტინგო ქულები და ფინანსები - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
რამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
უეფამ ევროპა ლიგის 2017/18 წლების სეზონის მონაწილე კლუბებს 428 მლნ ევრო გადაუნაწილა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
უეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასების ახალ სეზონში
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
3 მლნ ლარი - "საბურთალომ" ევროთასებზე ჯერჯერობით ყველაზე მეტი გამოიმუშავა
8 მლნ ლარი და უკეთესი ადგილი რეიტინგში - ქართული კლუბების ფინანსები და ქულები ევროთასებზე