"კოლხეთის 1913" სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელით გააგრძელებს.

რობერტო ლანდი-სპეციალისტი, რომელიც 1998-2000 წლებში საქართველოს U 21 ნაკრებს წვრთნიდა. სპეციალისტი, რომელიც თავისი სამწვრთნელო კარიერის დროს უზიარებდა გამოცდილებას ლიეტუვას და ყატარის ასაკობრივ ნაკრებებს. სპეციალისტი, რომელიც 1990 და 1994 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მეკარეებს ამზადებდა და სპეციალისტი, რომელიც ლეგენდარული ჟორჟ ვეას რეკომენდაციით დაინიშნა ლიბერიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, "კოლხეთში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

ფოთში იტალიელის პრეზენტაცია ჩატარდა.

კლუბს ახალი PR მენეჯერი ჰყავს. "კოლხეთში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს სპორტული ჟურნალისტი, ტელეკომპანია SILK-ის მიმომხილველი ზურაბ თალაკვაძე. მწვრთნელი და PR მენეჯერი კლუბის ერთ-ერთმა მეპატრონემ გიორგი ხერხაძემ წარადგინა, რომელიც მოგვიანებით უფრო დაწვრილებით გაისაუბრებს "კოლხეთში" ახალი ინვესტორების მოსვლის და მათი მიზნების შესახებ.

ვუსმენთ მთავარ მწვრთნელს, რობერტო ლანდის.

- რატომ "კოლხეთი"?

- ძალიან საინტერესო, მდიდარი ისტორიის გუნდია და მსურს, აქ, ფოთში კლუბის ახალ მფლობელებთან ერთად წარმატება დავაბრუნო. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის მფლობელებს ნდობისთვის. მახსოვს აქ გატარებული პერიოდი, როდესაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ბევრ ნიჭიერ მოთამაშესთან ვიმუშავე. კარგი, სასიამოვნო დრო იყო. მაშინ დაიწყო ჩემი სამწვრთნელო კარიერა დ ძალიან კარგია, რომ საქართველოში დავბრუნდი.

- კლუბის პერსპექტივაზე

- მე მჭირდება გუნდი, სადაც ყველა ერთი მიზნისთვის ითამაშებს. მე მჭირდება გუნდი, სადაც ყველა ჩემი პრინციპებით ითამაშებს. მე მჭირდება ერთიანი გუნდი და მე არ მინდა - 11 კარგი ფეხბურთელი. ჩვენ ერთად უნდა ვსუნთქავდეთ და ეს შესაძლებელია. დარჩენილი გვაქვს 18 შეხვედრა და "კოლხეთმა" სეზონი უნდა გადაარჩინოს. ეს რეალურია.

- ახალ მოთამაშეებზე

- გვყავს რამდენიმე ახალი მოთამაშე. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმესთან. ამაში უშუალო მონაწილეობას იღებენ კლუბის მფლობელები. გვაქვს მოლაპარაკება "იუვენტუსის" სკოლის აღზრდილთან. განვიხილავთ ერთ ნიჭიერ სლოვაკს. დაწყებულია მოლაპარაკება კოლუმბიელ მოთამაშესთან. როგორც კი მოლაპარაკება დასულდება, ყველაფერს შეგატყობინებთ.

- საქართველოზე

- ყველგან, სადაც ჩავდივარ, პატივს ვცემ ქვეყნის ტრადიციებს, ისტორიას. საქართველოს კარგად ვიცნობ და მინდა, თქვენ კიდევ ერთხელ მიმიღოთ. "კოლხეთთან" ერთად მაქვს მიზანი და ეს მიზანი არა მხოლოდ მიმდინარე სეზონის გადარჩენაა. გვინდა, საქართველოში ევროტურნირებზე გამსვლელი კიდევ ერთი კარგი, საინტერესო გუნდი იყოს. მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების, მე მჯერა "კოლხეთის" ახალი მფლობელების და მე მჯერა, რომ გულშემატკივრები ყოველთვის გუნდთან ერთად იქნებიან. ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ.

გუნდის ფანები კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდნენ, მოისმინეს მათი მოსაზრებები, შემდეგ კი ლანდის პრეზენტაციას დაესწრნენ.

მომზადებულია "კოლხეთის" საიტის მიხედვით

კოლი
დიდი ბოდიში ,ფარა გვაქვენ ?
თემო
რაც უნდა ის აცვია
5t
ფეხზე რააცვია :დ
გიბო
როდემდე ეს ფარისევლობა ხალხო!
hahaha
გჯერათ ხო ამის საქმიანი კომენტარის ახალ გუნდს იწყებს კაცი :D იქ სადაც არაფერი გაქ რას იწყებ ? დაწყებით აუცილებლად იწყებს პერიოდს რომლის ბოლოს ფულს მოტეხავენ ყველა ერთად იმ 325 მილიონიდან (თუ რამდენიცაა) რასაც ქვეყნის ბიუჯეთიდან გადაუხდიან ფედერაციას რომელცი მერე ამათ გადაურიცხავს ფულს და ესენი როგორც დიდიხანია უკვე საკმაოდ კარგად განკარგავენ ამ ფულს ფეხბურთი რათ გვინდა ოჯახები და ჯიბეებია მთავარი
Georgian football
ვინ არის კოლხეთის ახალი მფლობელი? სადე დაიწერა ამის შესახებ?
Georgian football
ვინ არის კოლხეთის ახალი მფლობელი? სადე დაიწერა ამის შესახებ?
სოსო
სეზონის ბოლომდე კონტრაქტით მოსული ადამიანი,ახალი გუნდის აშენებას გვპირდება.უნდა დავუჯეროთ?
Georgian
ღმერთმა ქნას ეს მორიგი ფარსი არ იყოს და მართლა განავითარონ კლუბი! წარმატებები!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კომედია: ფოთის კოლხეთიდან რობერტო ლანდიც წავიდა
ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ბიჭებო! - ფოთის "კოლხეთის" ფან-კლუბმა თავის საყვარელ კლუბს წერილი მისწერა
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
"კოლხეთის" მწვრთნელი რობერტო ლანდი: რა თქმა უნდა, ახალ მოთამაშეებს ველოდებით და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
რობერტო ლანდი: ცოტა დრო მოგვეცით
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
რევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად ფოთის "კოლხეთს" რობერტო ლანდი გაწვრთნის