ეროვნული ლიგის მე-19 ტურში "ჩიხურამ" საკუთარ მოედანზე "კოლხეთი" 3:1 დაამარცხა, რომელსაც ახლახან რობერტო ლანდი ჩაუდგა სათავეში.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, ჯერ მარკოზაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია მეკარე მიქავამ, შემდეგ ბუღრიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა, კონტრიერიშისას კი მიხალიოვმა ლამაზი დარტყმით გახსნა ანგარიში.

თუმცა, საჩხერელებმა მალევე აღადგინეს თანაფარდობა - ფოთელებმა მეტოქეს საკუთარ საჯარიმოში თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს და აქტიურმა ბუღრიძემ საპასუხო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს სტუმრების დაცვამ კვლავ დაუშვა შეცდომა და გაბედავამ დააწინაურა "ჩიხურა". ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მე-11 გოლია.

მეორე ტაიმი პირველის დარად ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, სიცხეში ალბათ, ფეხბურთელები დაიღალნენ და ამან თამაშის ტემპზე მოახდინა გავლენა. შეხვედრის დასასრულს შეცვლაზე შესულმა ბუხაიძემ დალაშქრა მიქავას კარი და "ჩიხურამ" 3:1 გაიმარჯვა.

მოკლედ, ლანდიმ თავისი გუნდი საქმეში იხილა და უთუოდ დაინახა, რომ შემადგენლობის გაძლიერების გარეშე გაუჭირდებათ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

ივანწმინდა. "ცენტრალური".

ჩიხურა - კოლხეთი 3:1

გოლები: 0:1 ილია მიხალიოვი (17), 1:1 ირაკლი ბუღრიძე (20), 2:1 გიორგი გაბედავა (43), 3:1 გიორგი ბუხაიძე (86)

ჩიხურა (4-4-2): ზურაბ მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი (დენის დობროვოლსკი 84), დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე (კახა კახაბრიშვილი 80), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი, მიშიკო სარდალიშვილი (გიორგი ბუხაიძე 62)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

კოლხეთი (4-2-3-1): ბაჩო მიქავა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, კირილო დოროშენკო, ლევან კაკულია (კ), იმედა აშორტია (ლაშა მჭედლიშვილი 71), ილია მიხალიოვი (თამაზ შალიკაშვილი 76), ლაშა ხატიაშვილი, ლუკა იმნაძე, გიგა ჭეიშვილი, ვალიკო ტყემალაძე

მთ. მწვრთნელი: რობერტო ლანდი

გიზოგ
წარმატებებს ვუსურვებ ფოთს, მაგრამ მგონია, რომ რეზო ძოძუაშვილი უფრო მისაღები იყო ფოთელთა გუნდისათვის. გასტროლიორების არ მჯერა. არც ერთ მათგანს სერიოზული შედეგი არ დაუდია.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს