ერთა ლიგის დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 6 სექტემბერს ყაზახეთში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს.

უკვე შემოგთავაზეთ საქართველოს ნაკრების მეკარეების მიმოხილვა, ახლა კი ფორვარდებზე გადავიდეთ.

როგორც იცით, ვაისი ყოველთვის ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა საერთოდ უფორვარდოდაც ჩაუტარებია შეხვედრა. რა გვაქვს მარაგში? იხილეთ ხუთეული.

5. გიორგი გაბედავა - 28 წლის - 300 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ჩიხურა" - სიმაღლე 182 სმ

გიორგი გაბედავა საქართველოს ნაკრების ფორვარდად არ მოიაზრება, რადგან მას ძლიერი კონკურენტები ჰყავს, თუმცა ჩვენი ნაკრების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევა, რომ თავდასხმის ხაზში ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს. აი, მაშინ კი შეიძლება შანსი მიეცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ლიგაში მან მშვენიერი პირველი წრე ჩაატარა, ვაისმა მას ამხანაგურ შეხვედრებში არ უხმო და სხვა ფეხბურთელს მიანიჭა უპირატესობა. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, "ჩიხურამ" ევროთასებზე ითამაშა და ძალიან კარგად დაგვამახსოვრა თავი.

გიორგი გაბედავას როლი ამ თამაშებში იყო განუზომლად დიდი. თუ უყურებთ ჩანაწერებს და დააკვირდებით მის მოძრაობას - გაოცდებით, რადგან ის თითქმის მთელი შეხვედრა არ ჩერდებოდა და მაქსიმალურად ავიწროებდა მეტოქის მცველებს. ის თითოეულ შეხვედრაში დიდ სამუშაოს ასრულებდა და მის გარჯას გარკვეული შედეგიც მოჰქონდა.

გაბედავა, ამავდროულად, ეროვნული ლიგის ბომბარდირია 11 გოლით. რაც შეეხება ნაკრებს, მას მხოლოდ 21-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები.

4. ბექა მიქელთაძე - 20 წლის - 500 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ანორთოსისი" - სიმაღლე 185 სმ

მიქელთაძის "რუსთავში" გადასვლა წარუმატებელ სვლად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ის გარკვეულწილად უკან დახია. არადა, 2017 წელს მას მშვენიერი სეზონი ჰქონდა თბილისის "დინამოში".

"ანორთოსისში" კი ბექამ ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. მან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი არ გამოუჩენია. მიქელთაძე წლებია საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრია და თავის ძალას საერთაშორისო დონეზე ხშირად აჩვენებს. მაგალითად, ახალგაზრდული ნაკრების მიერ უელსთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებში ის უბრალოდ ბრწყინვალე იყო. მას ძალიან კარგი გოლის ალღო აქვს და შეტევის შედეგიანად დასრულებაც შეუძლია.

რაც მთავარია, ახლა ეს ყველაფერი კვიპროსში უნდა გამოავლინოს და შესაბამის ფორმაში შევიდეს, რადგან ის ნაკრების მომავალია.

3. ნიკა კაჭარავა - 24 წლის - 700 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ანორთოსისი" - 198 სმ

სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას, ნიკა კაჭარავამ ბოლო პერიოდში უფრო მოუკლო, ვიდრე მოუმატა. არადა, მისი ფიზიკური მონაცემებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას შეუძლია გახდეს მაღალი დონის ფორვარდი.

ის ისევე, როგორც ბექა მიქელთაძე, კვიპროსული კლუბის წევრია და თანამემამულისგან განსხვავებით, მას ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაეთმო დრო - 39 წუთი. მან წინა სეზონი პოლონურ "კორონაში" გაატარა, სადაც ძალიან კარგად დაიწყო ასპარეზობა, თუმცა ბოლოს იმდენად მოუკლო, რომ პოლონელებს მისი დათმობა არ გასჭირვებიათ.

არადა, მისი ოსტატობა და აქტიურობა, როგორც ნაკრებში, ასევე ეროვნულ ლიგაშიც კარგად გვახსოვს. გავიხსენოთ თუნდაც საქართველოს ნაკრების მიერ სერბეთთან ჩატარებული შეხვედრა, სადაც შესანიშნავი გოლი გაიტანა. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე ჩადგება სასურველ ფორმაში და სექტემბერში სათადარიგო შემადგენლობიდან მაინც დაეხმარება ნაკრებს.

2. გიორგი ქვილითაია - 24 წლის -"გენტი"- 1 750 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - რეალურად მასში გადახდილი თანხა 3 000 000 ევროა - 193 სმ

ქვილითაია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ფორვარდია ნაკრებში. ქვილითაია 3 წლის წინ და ქვილითაია ახლა სულ სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელია.

გიორგი ქვილითაიას ძალიან კარგი საგოლე ალღო აქვს და ეს მან არაერთხელ დაამტკიცა. ის კარგად თამაშობს მეორე სართულზე და კარგი პოზიციონერების უნარი აქვს.

წინა სეზონში მან ვენის "რაპიდში" 14 გოლი გაიტანა. ამჯერად ბელგიური "გენტის" ღირსებას იცავს და ბელგიელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ის ნაკრებშიც გამორჩეულია, 14 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი ქვილითაიას მთავარი პრობლემა ტრავმაა, რომლის გამოც დიდი ხანი გაუცდა. თუმცა პროგნოზი დამაიმედებელია და მას სექტემბერში ველოდებით მოედანზე.

1. ლევან მჭედლიძე - 28 წლის - "ემპოლი"- 600 000 ევრო - 188 სმ

მიუხედავად უამრავი ტრავმისა, მუდმივად ლაზარეთში ყოფნისა და მცირე სათამაშო პრაქტიკისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ არ გვყავს ლევან მჭედლიძის დონის ფორვარდი და მისი სათამაშო კლასი კონკურენტებისას აღემატება.

ლევანის სტატისტიკა ნაკრებში არ ყვირის, თუმცა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი და ბრძოლისუნარიანობა ძალიან მაღალია. ის მოედანზე უამრავ საქმეს აკეთებს და მარტო გოლზე არ არის ჩასაფრებული.

ლევანმაც ახლახან მოირჩინა ტრავმა და "ემპოლის" მაისურით მოედანს მალე დაუბრუნდება. რომ არა გაუთავებელი ტრავმიანობა, ლევანი ახლა საფეხბურთო კარიერის სულ სხვა ეტაპზე იქნებოდა. ის მალე ნაკრების მაისურსაც მოირგებს და არ გამოვრიცხოთ, ვაისმა ნდობა მას გამოუცხადოს.

წინა სეზონი მას სრულად გაუცდა. მისი არყოფნის პერიოდში "ემპოლი" სერია A-ში დაბრუნდა. 2016/17 წლების სეზონში მან 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

ნაკრებში 30 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Dimitriusi
მჭედლიძე რა ფორვარდია ფეხზე ვერ დგას :D:D:D ქვილითაია რა თქმა უნდა ჯობს !
კლასი
არაფერი პირადული, მაგრამ კარგით რა, აღარ მოგწყინდათ ჟურნალისტებს?! რა კლასი,რა ალღო!
დინამოელი
აქ კომენტარებზე ანდროპოვის დროინდელი ცენზურაა თუ რა ხდება?
დინამოელი
თუ არ ვცდები ბატონ კარლოს (ლევან მჭედლიძის მამა) კარიერაში უფრო მეტი გოლი ქონდა გატანილი ვიდრე თავად ლევანს. რას ვითხოვთ ამ ნაკრებისგან?
Gio
Am araprofesional jurnalistebze mecineba ra kacharava ra forvardi..eg isea forvardi rogorc dvalishvili is kide jobia ..kacharavas ubralod mamaisis xatrit daatreven ..tvqlebi gaaxilet kargad mchedlidzes rac sheexeba tu formashi iqna magaze zlieri tavdamsxmeli am etapze ar gvkavs kacharavas gamozaxebas jobia mekare daakenos tavdasxmashi is ufro gaitans
GIO
მთავარია ჯანმრთელად იყოს და მჭედლიძე საქართველოს ნაკრებში დღეს დღეობით უკონკურენტოა!!!
სახელი
ლევან, ცოტა ზრდილობიანად აკაკუნე ეგ თითები მაგ კლავიატურაზე
ქუთაისელი
მოკლედ, მეზარბაზნეები არ გვყავს..
Beqa
მიქელთაძე კარგი ფორვარდია იმსახურებს შანს
Mamuka
Sixarulidzes unda daudzaxon. Axal gundshi nel nela kripavs da tamashistvis ukve kai pormashi iqneba. Golis algo aqvs dzalian didi rac kvelaze magrad gvchirdeba
roma
ბაზარი არაა რომ მჭედლო მაგარი ფეხბურთელია და ნაკრებში უნდა იყოს უეჭველი, მაგრამ სასტარტოში ქვილითაია უნდა დადგეს რადგან ის უკეთესად არის შეთამაშებული ამ ფორმაციიის ნაკრებში და როცა შეეჩვევა ამ ფორმაციის ნაკრებს მერე უკვე ვნახოთ გაუწიონ კონკურენცია მჭედლომ, ქვილითაიამ და კაჭარავამ, სამივე საჭიროა ყოველთვის, თუ ნაკრებს დაჭირდება 4-3-3 ზე ადვილად გადაერთვება. ჯამრთელობა ვუსურვოთ სამივეს და უნდა ჩადგნენ მწყობრში 6 სექტემბრამდე ისინი ჩვენ გვჭირდება. წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ღმერთი ჩვენსკენ
levani
shen statistikas moeshvi. tu ferxburti gesmis - daakvirdebodi mas konkretul tamashebshi. iuventusistvis da interistvis golebi bevr qartvel fexburtels gautania?
სახელი
28 წლის ცენტრფორვარდს კარიერაში ( კლუბებსა და ნაკრებში ერთად) გატანილი აქვს 16 გოლი. რომელ კლასზე ლაპარაკობთ საერთოდ?
giga
ამდენი გაუთავებელი ტრანვების მიუხედავად, მჭედლო იმ გარკვეულ დონეს და კლასს ინარჩუნებს, რომლის გამოც მას იტალიაში ენდობიან, სხვაგვარად იქ არავი გაგაჩერებს. გამომდინარე აქედან ჩემი აზრია რომ დანარჩენ ფორვარდებს ასე თუ ისე აღემატება.
არაა
დვალიშვილს რა თქმა უნდა
სილია
ვაისი აირჩევს დვალიშვილს და გავალთ დამკაში!!!
Night
არანაირი მჭედლიძე მომენტებს ბევრს აფუჭებს მორჩა სანაკრებო დონეზე ან ფორვარდის უკან დადგეს უკეთესი იქნება
parmeni
სათაურს რომ წაიკითხავს კაცი ეგონება საფრანგეთის ნაკრებზეა ლაპარაკი.
დ.ვ
ვფიქრობ მჭედლიძის დონეზე ვერც ერთი დგას, საკითხავია რამდენად ჯანმრთელი იქნება საჭირო მატჩებისთვის. მერე კი კაჭარავას მივანიჭებდი უპირატესობას, უბრალოდ ვაისმა უპირატესობა ქვილითაიას მიანიჭა და ამის გამო ვერ წარმოჩინდა კაჭარავა, თორემ ქვილითაიას აჯობებს
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
[VIDEO] ქვილითაიას გოლი, წიტაიშვილის მოპოვებული პენალტი და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
გაბედავას კონტრაქტი დაუსრულდა და "საბურთალო" დატოვა
გიორგი გაბედავა თბილისის "დინამოში" გადავიდა
გაბედავა: გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - მიქელთაძემ "ულსან ჰიუნდაის" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
მიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული
[VIDEO] ქვილითაიამ ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ქვილითაიას პირველი ფრანგული გოლი და "მეცის" მორიგი მარცხი
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ