ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "ტორპედოსა" და "კუკეშს" შორის 4:1 დასრულდა

საბუთების მოუწესრიგებლობის გამო სტუმართა გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა ვერ მიიღო და ატეხეს ალბანელებმა ერთი ვაი-უშველებელი, არიქა, ქართველები გვჩაგრავენო და უეფას მიმართეს. მერე გამოაცხადეს, რომ "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდნენ. კიდევ კარგი არ თქვეს - დიპლომატიურსო. მოკლედ, მათმა უაზრო ჭირვეულობამ შედეგი ვერ გამოიღო და მატჩი გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ცხელოდა და მშვენიერი საფეხბურთო ამინდი იყო, სამწუხაროდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივარი მრავლად არ მივიდა და მატჩი სტუმართა ხანგრძლივი შეტევით დაიწყო, რომლის მოგერიებას ლამაზი კონტრიერიში და კუხიანიძის გოლი მოჰყვა. მე-10 წუთზე "ტორპედომ" ანგარიშის გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - აქტიურმა კუხიანიძემ კოხტა პასით გეგეჭკორი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ამ უკანასკნელმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა კუხიანიძემ, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან გადაცემა ქიმაძემ გაუკეთა.

ამის შემდეგ ინიციატივას ქუთაისელები დაეუფლნენ, გამოიკვეთა მათი ტექნიკური უპირატესობა, ბურთიც გააგორეს და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო ალბანელი ჰარბას მიერ გატანილი საპასუხო გოლი. ცოტა ხანში კი რეჯინალდომ კინაღამ გაათანაბრა ანგარიში, როდესაც მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ერთი სიტყვით, გადავრჩით და 28-ე წუთზე კუხიანიძემ გამოზომილი პასი გაუკეთა მარინს და 3:1. მერე "კუკეშმა" ნაკუთხურალი ბურთი უხეიროდ მოიგერია და ქიმაძემ ცაციათი ულამაზესი გოლი გაიტანა.

თბილისი. "მიხეილ მესხი".

ტორპედო - კუკეში 4:1

გოლები: 1:0 კუხიანიძე (3), 2:0 კუხიანიძე (15), 2:1 ჰარბა (21), 3:1 მარინი (28), 4:1 ქიმაძე (31)

ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე, გეგეჭკორი, ჰლინკა, ქიმაძე, კობახიძე, კუხიანიძე, ლაჩნი, მარინი, ცინცაძე

კუკეში: ფრაჩერი, გირბჯა, ძარია, ჰარბა, ჰოქსჰა, მუსოლი, ქაგი, რეჯინალდო, რუმბულაკუ, ჩამეტი, ვილიამი

krazana
ვიზების არ მიცემის გარეშეც ამოგტენიან
სოსო
ახლა ვნახე შენი პოსტი გიო.მეორე საზოგადოებრივზე იყო რეპოტაჟი.ჩანაწერს მაინც ნახავ.ვინც ამდენი დისლაიქი გაუგზავნა,ინფორმაცია მიგეწოდებინათ არ სჯობდა?
Dato
ისეთი ამბავი ატეხეს - საპასუხო მატჩში ძალიან გაგვიჭირდება, შეიძლება "აბაროტი" აგვიღონ და ნახევარ გუნდს ვიზები არ მისცენ, ამიტომ აქ უნდა ამოვტენოთ, ამათი მათხოვარი ... კიდევ 4 ბურთი გვინდა :))))
დომენტი
დაცვა მაგარი ვარდება ჩვენი
giorgi
ლინკი მაინც დადეთ სად უნდა ვუყურო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
არმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა
კახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მიზეზი თუ რატომ არ აჩვენა "პირველმა არხმა" კუკეში-ტორპედოს მატჩი
რა ხდებოდა "ტორპედოს" ავტობუსში "კუკეშთან" თამაშის შემდეგ [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა