ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. 1/8 ფინალი
მიმდინარე პლეი ოფის ყველაზე საინტერესო სერიაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - სტენლის თასის მფლობელმა "ჩიკაგომ" სამი წაგების შემდეგ ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა. თუ "ბლეკჰქოსი" ხვალ შინ მოუგებს "ვანკუვერს", სერიაში ყველაფერს მეშვიდე მატჩი გადაწყვეტს.

აღმოსავლეთი

მონრეალი-ბოსტონი 4:5 (ო)

1:0, 2:3, 1:1, 0:1

გოლები: 1:0 სოპელი-1 (კამალერი-4, დეშარნე-1), 1:1 რაიდერი-1 (კაბერლე-1, კელი-1), 2:1 კამალერი-2 (ჯონტა-1, გომესი-3), 3:1 ა.კოტიცინი-2 (პლეკანეცი-1, მოენი-1), 3:2 ფერენსი-1 (მარჩანდი-2, ბერჟერონი-3), 3:3 ბერჟერონი-2 (მარჩანდი-3, საიდენბერგი-2), 4:3 სუბანი-1 (ვიშნიევსკი-2, კამალერი-5), 4:4 კელი-2 (პევერლი-1, რაიდერი-1), 4:5 რაიდერი-2 (კელი-2, პევერლი-2).

სერია: 2-2

ამ სერიაში ყველაფერი თავიდან იწყება, ოღონდ ახლა ორ მოგებამდე იქნება თამაში. შინ ორი წაგების შემდეგ, "ბოსტონმა" სტუმრად ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა.

გუშინდელი ცხრა გოლის მიუხედავად, მეკარეების მიმართ პრეტენზია ნაკლებია. თითოეულმა 30-ზე მეტი დარტყმა მოიგერია, რიგ ეპიზოდებში კი ისინი თითქმის უიმედო სიტუაციიდან გამარჯვებული გამოდიოდნენ.

ცნობილია, რომ ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს, ამის მიუხედავად, გუშინ ჯამში მხოლოდ სამი გაძევება დაფიქსირდა. პირველ პერიოდში ერთმა ჰოკეისტმა შეძლო თავის გამოჩენა - საშუალო მანძილიდან ბრენტ სოპელმა გაიტანა. სამაგიეროდ, მატჩის მეორე ნაწილი გამოდგა უხვგოლიანი. რაიდერმა 23-ე წუთზე გაათანაბრა, თუმცა თანაბარი ანგარიში დიდი ხანი არ შენარჩუნებულა. კანადელებმა - კამალერიმ და კოსტიცინმა 55 წამის ინტერვალით ორი შაიბა გაუტანეს ტიმ ტომასს.

მატჩის ზუსტად ეკვატორზე ენდრიუ ფერენსმა მარჩანდისა და ბერჟერონის დახმარებით ერთი გოლი გაქვითა, პერიოდის ბოლოსკენ კი თავად ბერჟერონმა გამოიჩინა თავი - 3:3.

გაძევებების მინიმალური რაოდენობის მიუხედავად, პიკეი სუბანმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. "ბოსტონი" დამარცხებას კრის კელიმ გადაარჩინა: სწორედ მისმა გოლმა გადაიყვანა შეხვედრა ოვერტაიმში. დამატებითი დროის დაწყებიდან ორი წუთი იყო გასული, როცა იმავე კელიმ კარის უკნიდან იდეალური პასი მიაწოდა რაიდერს და თამაშის ბედიც გადაწყდა.

დასავლეთი

ვანკუვერი-ჩიკაგო 0:5

0:3, 0:2, 0:0

გოლები: 0:1 მარიან ჰოსა-1 (კეიტი-1, კროუფორდი-2), 0:2 კეიტი-3 (რ.ჯონსონი-1, კრუგერი-1), 0:3 კეინი-1 (კეიტი-2, კემპბელი-2), 0:4 მარიან ჰოსა-2 (შარპი-1, ბიკელი-2), 0:5 კეიტი-4 (მარიან ჰოსა-2, შარპი-2).

სერია: 3-2

ასეთი "ჩიკაგო" მაყურებელს დიდი ხანია არ უნახავს. რამდენიმე წამყვანი მოთამაშის წასვლით დასუსტებული ჩემპიონი რეგულარულ ჩემპიონატში საშუალო დონის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა და პლეი ოფში დიდი გაჭირვებით მოხვდა. "ბლეკჰოქსს" სტენლის თასის გათამაშების სტარტიც არ გამოუვიდა: ზედიზედ სამი მატჩი წააგო და კატასტროფის წინაშე დადგა.

და სწორედ ამ ურთულეს მომენტში გარდაიქმნა მთელი გუნდი - ბოლო ორი შეხვედრა სტენლის თასის მფლობელმა 12:2 მოიგო და მინიმუმამდე დაიყვანა სერიაში სხვაობა.

გუშინდელ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მცველმა დანკან კეიტმა (2+2) და შეტევითმა დუეტმა: მარიან ჰოსა (1+2) და პატრიკ შარპი (0+2). 36 მოგერიებით და პლეი ოფში მეორე შედეგიანი გადაცემით ხმამაღალი სიტყვა თქვა ჩიკაგოელთა მეკარე კორი კროუფორდმა.

რაც შეეხება მატჩის სიუჟეტს, ის საკმაოდ მარტივად ვითარდებოდა. პირველ 13 წუთში სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს და მეტოქის აქტიურობის მიუხედავად, თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ცალკე უნდა აღინიშნოს რობერტო ლუონგოს პრობლემები. ეს ბრწყინვალე მეკარე ზედიზედ მეორედ შეცვალეს, რაც მის არადამაჯერებლობაზე მიუთითებს. გამორიცხული არ არის, რომ შემდეგ მატჩს "ვანკუვერის" მეორე მეკარე - კორი შნაიდერი დაიწყებს.

ლოს ანჯელესი-სან ხოსე 3:6

0:0, 2:3, 1:3

გოლები: 0:1 ქლოუ-3 (ვლასიჩი-1), 0:2 დემერსი-1 (კუტური-2, ჰიტლი-2), 0:3 ქლოუ-4 (კუტური-3, ი.უაიტი-4), 1:3 რიჩარდსონი-2 (რ.სმიტი-3), 2:3 ჯასტინ უილიამსი-2 (უ.მიტჩელი-1), 2:4 ტორნტონი-1 (მარლო-2, უელვუდი-2), 2:5 პაველსკი-3 (ბოილი-3), 2:6 ტ.მიტჩელი-1 (უელვედი-3, ი.უაიტი-5), 3:6 პონიკაროვსკი-1 (ჯ.ჯონსონი-3, ლუისი-2).

სერია: 1-3

"ლოს ანჯელესი" გონს ვერ მოვიდა წინა მატჩში დასანანი წაგების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ სერიის მესამე შეხვედრაში "კინგზი" თანაშტატელს 4:0-ს უგებდა და მაინც მოახერხა წაგება.

როგორც მოსალოდნელი იყო, კალიფორნიული დერბი უხვგოლიანი აღმოჩნდა. მართალია, პირველი პერიოდი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა, სამაგიეროდ, მეორეში ყოველ ოთხ წუთში გადიოდა გოლი. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - ისინი სამნი შევარდნენ მეტოქის ზონაში, სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს და ქლოუმ ახლო მანძილიდან გაიტანა.

ერთ წუთში, ისევ "ოთხი ოთხზე" თამაშისას ჯეისონ დემერსი დაუდარაჯდა შორეულ კუთხეში შაიბას და გაზარდა "ზვიგენების" უპირატესობა, მატჩის შუაში კი "სან ხოსემ" ზედმეტი ჰოკეისტი გაითამაშა და ქლოუმ დუბლი შეასრულა. უნდა აღვნიშნოთ ლოგან კუტურის ორი საგოლე პასი. ეს ჰოკეისტი აგრძელებს ბრძოლას სეზონის საუკეთესო დებიუტანტის პრიზისთვის.

თუმცა პერიოდის ბოლოს "კინგზმა" რიჩარდსონისა და უილიამსის ორი გოლით ინტრიგა დაუბრუნა შეხვედრას, მაგრამ ბოლომდე თამაში შემობრუნება ვერ შეძლო. მესამე 20-წუთეულის სტარტზე ტორნტონისა და პაველსკის შაიბებმა მასპინძლები უიმედო მდგომარეობაში ჩააგდეს.

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს