მსოფლიოს ყოფილი მეხუთე ჩოგანი კოტრზე მანამ არ გავა, სანამ ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზს არ გაარკვევს
მსოფლიოს ყოფილმა მეხუთე ჩოგანმა ანა ჩაკვეტაძემ კარიერის შეწყვეტა გადაწყვიტა. ამის მიზეზი გაუარესებული ჯანმრთელობა გახდა: ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსმა ჩოგბურთელმა კორტზე სამჯერ დაკარგა გონება. ახლა მან გადაწყვიტა, რომ იქამდე არ გავა მოედანზე, სანამ ბოლოდროინდელი პრობლემის მიზეზს არ გაარკვევს.

პირველად ჩაკვეტაძემ გონება 16 თებერვალს დუბაის ტურნირის მსვლელობისას დაკარგა, შემდეგ იგივე მოხდა 12 მარტს ინდიან უელსში, მესამედ კი ამ კვირას შტუტგარტის ტურნირის პირველ წრეში.

ბოლო სამედიცინო შემოწმების დროს (ინდიან უელსის ტურნირის შემდეგ) სისხლის ანალიზში არანაირი გადახრა არ აღმოჩნდა, არც ტვინის სკანირებას უჩვენებია რაიმე გადახრა. ჩოგბურთელის მამამ ჯემალ ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია მიზეზის დადგენა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კარიერის დასრულების ან გაგრძელების შესახებ. უფროსი ჩაკვეტაძის თქმით, ახლა ის შესაფერის კლინიკას ეძებს, სადაც დაწვრილებითი სამედიცინო შემოწმება ჩატარდება.

ამ მომენტისთვის 24 წლის ჩაკვეტაძეს 50-ე ადგილი უკავია ქალთა რეიტინგში.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს