შტუტგარტის ტურნირის მეოთხედფინალში ქალთა კლასიფიკაციის ლიდერმა ანდრეა პეტკოვიჩი ორ სეტში დაამარცხა
შტუტგარტში მეოთხედფინალური მატჩები იმართებოდა და მხოლოდ ერთ მატჩში არ თამაშობდა გერმანელი ჩოგბურთელი.

თუმცა ოთხი ადგილობრივი მოთამაშიდან ნახევარფინალში გასვლა მხოლოდ იულია გორჯესმა მოახერხა, რომელმაც ორ სეტში დაამარცხა თანამემამულე საბინ ლისიცკი. სხვათა შორის, იულია პირველად მოხვდა პრემიერკატეგორიის ტურნირის ნახევარფინალში. თანაც შტუტგარტის ტურნირში ასე შორს გერმანელი ჩოგბურთელი 1999 წლის შემდეგ არ გასულა - ბოლოს ეს ცნობილმა ანკე ჰუბერმა შეძლო.

პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ უპრობლემოდ დაამარცხა კიდევ ერთი გერმანელი კრისტინა ბაროისი. ადგილობრივ პუბლიკას კი ყველაზე მეტად ანდრეა პეტკოვიჩის ეიმედებოდა. მართალია, მას მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკის სახით უსერიოზულესი მეტოქე ჰყავდა, მაგრამ ყველა ახსოვდა ორი კვირის წინ დასრულებული მაიამის ტურნირი, სადაც პეტკოვიჩმა სამ სეტში დაამარცხა კლასიფიკაციის ლიდერი.

გერმანელისთვის ეს შეხვედრაც კარგად დაიწყო - პეტკოვიჩი 4:1 დაწინაურდა და ამის შემდეგ სრულიად უმოქმედო გახდა. დანიელმა ზედიზედ 11 (!) გეიმი აიღო და 6:4, 5:0 გავიდა წინ. ანდრეამ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ერთი გეიმის მოგება და მეორე სეტი 1:6 დათმო.

დღის ცენტრალური მატჩი იყო მსოფლიოს მესამე ჩოგან ვერა ზვონარევასა და ავსტრალიელ სამანტა სტოსურს შორის. ეს უკანასკნელი წელს ძალიან არასტაბილურია და აქამდე არც ერთი ტურნირის ნახევარფინალში არ გასულა. ავსტრალიელმა ნავსი სწორედ შტუტგარტში გატეხა. ზვონარევასთან მატჩი 2 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. ვერამ იოლად მოიგო პირველი პარტია, მეორეში ასევე იოლად დამარცხდა, მესამე პარტიაში კი ყველაფერი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც სტოსური 5:0 დაწინაურდა და ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა მატჩი. აღსანიშნავია, რომ სამანტამ ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა ზვონარევა, ასე რომ ამ შედეგში უჩვეულო არაფერი ყოფილა.

ფესში მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. აგრძელებს კარგი ფორმის დემონსტრირებას მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დინარა საფინა, რომელმაც ძალიან იოლად დაამარცხა ფრანგი ალიზ კორნე. ეს ამ ჩოგბურთელების მესამე დაპირისპირება იყო და რუსმა მესამე გამარჯვებას მიაღწია.

ტურნირს გამოეთიშა მეორე ნომრად განთესილი იაროსლავა შვედოვა. ყაზახი რუსმა ანასტასია პივოვაროვამ დაამარცხა. ამ უკანასკნელს ბრეიკ-პოინტების შესანიშნავი რეალიზაცია ჰქონდა - ექვსიდან ხუთი შანსი გამოიყენა. არ გაუმართლა კიდევ ერთ რუსს ქსენია პერვაკს - მან ვერ შეძლო იტალიელი ალბერტა ბრიანტის ბარიერის გავლა. პოლონია ჰერცოგმა კი უბრალოდ უარი თქვა მელანი ოუდინთან თამაშზე და ტრავმის გამო გამოეთიშა ტურნირს.

WTA

Porsche Tennis Grand Prix

შტუტგარტი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

1/4 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 6:4, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-ვერა ზვონარევა (რუს, 2) 2:6, 6:3, 7:6(3); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ)-კრისტინა ბაროისი (გერ) 7:5, 6:3; იულია გორჯესი (გერ)-საბინ ლისიცკი (გერ) 6:4, 6:4.

Grand Prix De SAR

ფესი (მაროკო). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/8 ფინალი

ანასტასია პივოვაროვა (რუს)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ, 2) 6:2, 7:6(5); დინარა საფინა (რუს)-ალიზ კორნე (საფ, 8) 6:1, 6:3; მელანი იუდინი (აშშ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) ჰერცოგის უარი; ალბერტა ბრიანტი (იტა)-ქსენია პერვაკი (რუს) 7:5, 6:2.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა