ევროპის მოწინავე ქვეყნებში სეზონის წინ და ზამთრის შუალედში განხორციელებული 10 საუკეთესო და 10 უარესი ტრანსფერი

ევროსეზონის დასრულებამდე ერთი თვეღა დარჩა. ვფიქრობთ, უკვე შესაძლებელია შევაფასოთ ევროპის მოწინავე ქვეყნებში სეზონის წინ თუ ზამთრის შუალედში განხორციელებული ტრანსფერები, ვინ გაამართლა და ვინ - ვერ.

მილიონობით ევროებმა შეიცვალეს ქისები, ხოლო ათასობით ფეხბურთელმა გარემო გამოიცვალა, ბევრმა - ქვეყანაც. 10-ეულის შერჩევისას ყველაფერია გათვალისწინებული, როგორ წარმოჩინდა ფეხბურთელი ახალ კლუბში, რამდენად მალე შეეგუა ახალ გარემოს, რა ოდენობის თანხა იყო მასში გადახდილი.

მე-10 ადგილი: ნასერ ჩადლი (21 წლის)

აგოვვ-ტვენტე - 500 ათასი ევრო

46 თამაში: 13 გოლი, 5 საგოლე პასი

ამ მაროკოელ-ბელგიელის შესახებ ამ სეზონის წინ არავინ არაფერი იცოდა, ჰოლანდიის მეორე დივიზიონის მოყვარულთა გარდა. წინა სამი სეზონი ის ქალაქ აპელდორნის Agovv-ს ღირსებას იცავდა, დივიზიონში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად ითვლებოდა, ის "აიაქსს" ურჩიეს, მაგრამ ჰოლანდიურმა გრანდმა თავი შეიკავა, ჩადლი არასაკმარისად ნიჭიერად ჩათვალეს ამსტერდამულ კლუბში. "ტვენტემ" გარისკა და გაუმართლა. ბელგიელმა ემირ ბაირამი ამოაგდო შემადგენლობიდან და ჰოლანდიური სეზონის მთავარი სიურპრიზიც გახდა. ამ სეზონში მან ორი ქვეყნის ნაკრებში ითამაშა, ჯერ მაროკოში, შემდეგ ბელგიაში (ბრიუსელში აზერბაიჯანელთა კარში გოლიც გაიტანა).

მე-9: კევინ პრინს ბოატენგი (24)

პორტსმუთი-მილანი - 3 მლნ. ევრო

29 თამაში: 3 გოლი, 3 პასი

"მილანი" ამ ფეხბურთელზე უფლებებს "ჯენოასთან" ერთად ფლობს. გერმანული ფეხბურთის აღზრდილმა განელმა თავი კარგად გამოიჩინა "როსონერის" რიგებში და ამ გუნდის შუახაზის შეუცვლელი წევრი გახდა.

მე-8: შინჯი კაგავა (22)

ოსაკა-დორტმუნდი - 350 ათასი ევრო

25 თამაში: 10 გოლი, 2 საგოლე პასი

როცა აგდამის "ყარაბახის" წინააღმდეგ "კაპიკებში" შეძენილი ჭაბუკი იაპონელი ათამაშეს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, არავის ეგონა, რომ კაგავა ასეთი წარმატებული იქნებოდა კლუბში, რომელიც დღეს-ხვალ გერმანიის ჩემპიონი გახდება. იმ მატჩში მან დუბლი შეასრულა და დაიწყო...პლეიმეიქერის საოცარი სეზონი აზიის თასზე მიღებული ტრავმის გამო შეწყდა, თუმცა გაისად მისგან უკვე ძალიან ბევრს ელიან.

მე-7: მუსა სოვი (25)

რენი-ლილი - თავისუფალი აგენტი

39 თამაში: 22 გოლი, 1 პასი

გასულ სეზონში "ლილის" პრობლემა შეტევაში მაღალი კვალიფიკაციის ფორვარდების დეფიციტი იყო. როცა რუდი გარსიამ "რენიდან" სოვი გადმოიბირა, ყველას ეღიმებოდა, სენეგალელს ხომ მთელ კარიერაში 20 გოლი არ ჰქონდა გატანილი, მაგრამ რადგან მასში ევროც არ გადაუხდიათ, აფრიკელის შეძენა არავის გაუპროტესტებია. ამ სეზონში სოვის ანგარიშზე უკვე 22 გოლია!

მე-6: რიკარდო კარვალიო (32)

ჩელსი-რეალი - 8 მლნ. ევრო

42 თამაში: 3 გოლი

ჟოზე მოურინიოს საკვანძო ფიგურა "პორტუში" და "ჩელსიში", ახლა უკვე "რეალშიც". არადა, თავიდან ძალზე ეპარებოდათ ეჭვი, რომ ვეტერანი 8 მილიონ ევროდ ღირდა. თუმცა ახლა რომ "რეალის" დაცვა სტაბილურად ძლიერია, პორტუგალიელი მცველის დამსახურებაა.

მე-5: რაულ გონსალესი (33)

რეალი-შალკე - თავისუფალი აგენტი

43 თამაში: 19 გოლი, 6 საგოლე პასი

ბუნდესლიგის 30 ტურში 12 გოლი გაიტანა, ლამის მარტომ გაიყვანა "შალკე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მეტი რაღა ექნა "რეალის" ლეგენდას, რომელიც მშობლიურმა კლუბმა თავიდან მოიშორა? ამ სეზონამდე ბევრი იზიარებდა მოსაზრებას, რომ რაულის ფეხბურთი მორჩა, მაგრამ ახლა გაგიკვირდებათ, ვისენტე დელ ბოსკემ რაული ესპანეთის ნაკრებშიც რომ დააბრუნოს? ან არ არის ის "ფურია როხაში" საჭირო?

მე-4: ედინსონ კავანი (24)

პალერმო-ნაპოლი - იჯარა, შემდეგ 16 მლნ. ევრო

44 თამაში: 32 გოლი, 5 პასი

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პალერმოს" ისე რა გოლეადორმა სიცილიურ კლუბთან 2014 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა ზაფხულში ის იჯარით "ნაპოლიში" გადავიდა, შემდეგ კი ნეაპოლელთა სრულუფლებიანი წევრი გახდა. ურუგვაელი ახლა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია და "ოქროს ბუცისთვისაც" იბრძვის.

მე-3: რაფაელ ვან დერ ვაარტი (28)

რეალი-ტოტენჰემი - 9 მლნ ევრო

30 თამაში: 12 გოლი

"რეალისგან" საკმაოდ იაფად ნაყიდი ჰოლანდიელი "უაით ჰართ ლეინზე" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. მართალია, ბოლოსკენ ვან დერ ვაარტმა მოუკლო, ტრავმებიც მოეძალა, მაგრამ სწორედ მისი თამაშის წყალობით "ტოტენჰემი" ინარჩუნებს ადგილს პრემიერლიგის ელიტაში.

მე-2: ხავიერ ერნანდესი (22)

ჩივასი-მანჩესტერ იუნაიტედი - 9 მლნ ევრო

38 თამაში: 18 გოლი

"მანჩესტერი" "ჩიჩარიტოს" წლების განმავლობაში აკვირდებოდა, სანამ მექსიკური კლუბიდან შეიძენდა. შესაძლოა, ეს პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია. "ჩათვალეთ, რომ ჩვენ მოვიპარეთ ის", - ამბობს კმაყოფილი ფერგიუსონი, როცა იხსნებს, რა თანხა გადაიხადა "მანჩესტერმა" ხავიერ ერნანდესის სანაცვლოდ.

პირველი: მესუთ იოზილი (22)

ვერდერი-რეალი - 15 მლნ. ევრო

45 თამაში: 10 გოლი, 18 საგოლე პასი

მადრიდის "რეალმა" თუ ახლანდელი არა, ახლო მომავლის ლიდერი ნახევარმცველი 15 მილიონ ევროდ დაიბევა. ეს თანხა გერმანელმა უკვე გამოიმუშავა პირველივე ბრწყინვალე სეზონით. წლები გავა და იოზილი "რეალის" ლეგენდაც შეიძლება გახდეს. მოკლედ, სეზონის საუკეთესო ევროპული შენაძენია.

ახლა კი იმ ათეულს ჩამოვთვლით, ვინც ვერ გაამართლა იმედები და ახალ კლუბებში უბრალოდ ჩააფლავა სეზონი:

10. მარიო მანძუკიჩი (დინამო ზაგრები - ვოლფსბურგი, 8 მლნ. ევრო)

9. პედრო ლეონი (ხეტაფე - რეალი, 10 მლნ ევრო)

8. მარკო მოტა (უდინეზე-იუვენტუსი, იჯარა)

7. კრისტიან პოულსენი (იუვენტუსი-ლივერპული, 5,1 მლნ ევრო)

6. იოან გურკუფი (ბორდო-ლიონი, 22 მლნ. ევრო)

5. მიკაელ სილვესტრი (ვერდერი, თავისუფალი აგენტი)

4. ფერნანდო ტორესი (ლივერპული-ჩელსი, 57 მლნ. ევრო)

3. ედინ ჯეკო (ვოლფსბურგი-მანჩესტერ სიტი, 30 მლნ. ევრო)

2. ბებე (გიმარაეში-მანჩესტერ იუნაიტედი, 8 მლნ. ევრო)

1. ადრიანო (ფლამენგო-რომა, თავისუფალი აგენტი).

ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება