ინტერვიუ "ვიტ ჯორჯიას" ახალ თავკაცთან ზურაბ ბერიძესთან
"გაგრასთან" განცდილი სათასო მარცხის შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კლუბის ხელმძღვანელობამ შემცვლელი მალევე მოიძია - "ვიტ ჯორჯიას" გაწვრთნა დააკისრა ზურაბ ბერიძეს, რომელიც კლუბის სისტემაში წლებია მუშაობს. ბოლოს იგი დუბლშემადგენლობას ედგა სათავეში.

ბერიძე ახალ პოსტზე მუშაობას ენერგიულად შეუდგა და გუნდის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

- ელოდით თუ არა, რომ კოჭლაშვილის შეცვლას დაგავალებდნენ?

- ცხოვრება და ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე, მოვლენები ელვისებურად შეიძლება შეიცვალოს და არაფერი უნდა გამოვრიცხოთ. როცა კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელობა შემომთავაზა, ბევრი არ მიფიქრია, რადგან ამის დრო არც იყო. დიდი ხანია, "ვიტ ჯორჯიაში" ვმუშაობ, აქაურობას ხუთი თითივით ვიცნობ და ვალდებული ვიყავი, ასეთ მომენტში კლუბისთვის ყველაფერი გამეკეთებინა.

- ახალ პოსტზე მუშაობისას რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეთ?

- ნებისმიერი გუნდის გაწვრთნა ძნელი საქმეა, მით უმეტეს, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ამბიციური გუნდისა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. თერთმეტი წელიწადია, "ვიტ ჯორჯიას" ნაწილი ვარ და სწორედ აქ დაგროვებული გამოცდილება დამეხმარება სწორად მუშაობაში.

- როგორი იყო თქვენი პირველი სამუშაო დღე მთავარი მწვრთნელის რანგში?

- ყურადღება ფეხბურთელთა განწყობის გამოკეთებას მივაქციე და ამიტომაც მთელი გუნდი ეკლესიაში წავედით და წინასააღდგომო მსახურებას დავესწარით. რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, ამ მხრივ მოკლე დროში განსაკუთრებული სიახლეების დანერგვა ვერ მოესწრება. ჯერ შევეცდებით, ეროვნული ჩემპიონატის უახლოესი მატჩი ჩავატაროთ მაღალ დონეზე, სიახლეებზე კი მოგვიანებით ვისაუბროთ.

- "ვიტ ჯორჯიას" სამწვრთნელო შტაბში სხვა ცვლილებებიც ხომ არ მომხდარა?

- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, მთელი გუნდის სახელით მერაბ კოჭლაშვილს გაწეული სამუშაოსთვის დიდ მადლობას გადავუხდი. მან "ვიტ ჯორჯიასთვის" ძალიან ბევრი გააკეთა და საკადრისადაც გავაცილეთ.

რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ხელმძღვანელობამ ასისტენტის შერჩევა მე მომანდო და უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილებას მივიღებ. არჩევანს ახალგაზრდა, მცოდნე, მონდომებულ და ლიცენზირებულ სპეციალისტზე შევაჩერებ, რომელიც "ვიტ ჯორჯიას" მომავალშიც გამოადგება და როცა საამისოდ მზად იქნება, მთავარი მწვრთნელობის რეალური კანდიდატიც გახდება.

შესაძლოა, ახალი ასისტენტი ამ სეზონშივე მოვიყვანო, თუმცა გამორიცხული არც ისაა, არჩევანი ამჟამად დასაქმებულ მწვრთნელზე შევაჩერო და იგი მომავალი სეზონიდან მოვიწვიოთ.

- ითქვა, რომ "ვიტ ჯორჯიას" სეზონის ბოლომდე გაწვრთნით. ზაფხულში მთავარ მწვრთნელობას ავტომატურად დატოვებთ თუ ამ თანამდებობაზე დარჩენის შანსი სამომავლოდაც გაქვთ?

- ყველაფერი შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუკი გუნდი დარჩენილ მატჩებს ხარისხიანად და შედეგიანად ჩაატარებს, ალბათ, კლუბის ხელმძღვანელობის ნდობას შემდგომისთვისაც დავიმსახურებ. ასე რომ, "ვიტ ჯორჯიასაც" და პირადად მეც საამსეზონოდ საკმარისი მოტივაცია გვაქვს.

- "გაგრასთან" დამარცხების შემდეგ როგორია "ვიტ ჯორჯიას" მიზანი მიმდინარე სეზონში?

- თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში სამბურთიანი მარცხის მიუხედავად, ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს და განმეორებით შეხვედრაში ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩემპიონატში საკმაოდ რთული შეხვედრები დაგვრჩა ჩასატარებელი, მაგრამ იქაც მაქსიმალური წარმატებისთვის ვითამაშებთ.

კარგად მესმის, რომ ევროტურნირებზე გასვლის შანსი შეგვიმცირდა, მაგრამ ჩვენთვის თითოეული მომდევნო მატჩი მნიშვნელოვანია და თასზე ბოლომდე ბრძოლის გარდა, ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებას შევეცდებით.

- შარშანდელის მსგავსად, ზაფხულში "ვიტ ჯორჯიას" ბევრი ფეხბურთელი დატოვებს?

- არა, ამჯერად სტაბილური შემადგენლობის შენარჩუნებას მოვახერხებთ. ცვლილებები აუცილებლად იქნება, მაგრამ კონტინგენტი ძირეულად ნამდვილად არ შეიცვლება.

- როგორ დაახასიათებთ ვიტჯორჯიელთა ახალ თაობას?

- მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალ თანამდებობაზე მუშაობას დავთანხმდი, ის ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომლებიც "ვიტ ჯორჯიას" ძირითად შემადგენლობაში ახლახან დამკვიდრდნენ და დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამენ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ძალიან ბევრს მიაღწევენ. მომავალ სეზონში გაცილებით ძლიერი გუნდი გვეყოლება და უფრო სერიოზულ მიზნებსაც დავისახავთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევენ ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც საქმეშიც და ცხოვრებაშიც სამაგალითონი არიან.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს