ტალინის "ფლორას" 20 წლის პლეიმეიკერს გუნდის ძირიათში დაბრუნება და ნაკრებში გამოძახება ახარებს
ზაქარია ბეგლარიშვილი ტალინის "ფლორას" ძირითად შემადგენლობაში დააბრუნეს. ამან 20 წლის პლეიმეიკერი, ცხადია, გაახარა, მაგრამ უფრო მეტად იმან, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს.

მართალია, საუდის არაბეთთან 23 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა, მაგრამ ბეგლარიშვილს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ოთარ გაბელიას ნდობა აიმედებს.

"მიხარია, რომ "ფლორას" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ ოთარ გაბელიამ საუდის არაბეთთან ამხანაგურ შეხვედრაზე გამომიძახა. გული დამწყდა, შეხვედრა რომ ჩაიშალა, თუმცა ეს ჩემთვის დიდი სტიმულია, რადგან მეცოდინება, რომ ახლა არა მხოლოდ კლუბში, ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივაც დავიბრუნე.

ჩემზე განაწყენებულმა ესტონელებმა დუბლებში კი გადამიყვანეს, მაგრამ უფრო მეტი მონდომებით ვვარჯიშობდი, ძირითადში ჩემი დაბრუნების აუცილებლობაში რომ დამერწმუნებინა. ასეც მოხდა და ვფიქრობ, ახლა საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ. ძირითად შემადგენლობაში ორი შეხვედრა ჩავატარე და გოლიც გავიტანე. თუ არ ვცდები, მომდევნო მატჩში თამაშს კვლავ სასტარტოში დავიწყებ", - ამბობს ბეგლარიშვილი.

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა