"კარპატის" 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შესაძლოა უკრაინის ჩემპიონატის მომავალ მატჩშიც ითამაშოს
საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, "ჯვაროსნები" ეროვნულ სტადიონზე ბოლო ვარჯიშს რომ ატარებდნენ, ლვოვის "კარპატის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო გურული ალექსანდრე ამისულაშვილთან შეჯახებისას დაშავდა, კოჭი იტკინა და მოედნიდან სხვათა დახმარებით გავიდა.

25 წლის ნახევარმცველის ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა და არა მხოლოდ ხორვატიასთან და ისრაელთან მატჩები გამოტოვა, მას შემდეგ უკრაინის ჩემპიონატის შეხვედრებსაც ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.

როგორც იქნა, სანდრო მომჯობინდა და ლვოვის "კარპატის" დუბლებში ორი შეხვედრა ჩაატარა. წინა ტურში კიევის "ობოლონთან" სტუმრად მოგებულ მატჩში ლვოველ რეზერვისტებს (4:2) დუბლით დაეხმარა.

ფეხბურთელის მამამ, ფიფას აგენტმა გია გურულმა გვითხრა, რომ სანდროს ჯერ კიდევ აწუხებს ტკივილები და დუბლებში ამიტომ ათამაშებენ.

"სანდრო თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ კოჭის ტკივილი მაინც აწუხებს. ცხადია, ჯერ სრულად მზად არ არის სათამაშოდ. "კარპატის" მთავარი მწვრთნელი ოლეგ კონონოვიც ამიტომ არ აჩქარებს, რადგან უკრაინის ჩემპიონატში საკმაოდ ხისტად თამაშობენ და ეშინია, მოედანზე ნაადრევად დაბრუნებულს ტრავმა არ გაუმიზეზდეს. თუმცა, გამორიცხული არ არის, შაბათს სიმფეროპოლის "ტავრიასთან" 18-კაციან განაცხადში შეიყვანოს და მცირე ხნით ათამაშოს" - გვითხრა გია გურულმა.

მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს