რამდენ ხანს დაჰყოფს ალეკო ამისულაშვილი გერმანიაში სამკურნალოდ, ჯერჯერობით უცნობია
რუსეთის პრემიერლიგაში ხუთი ტური მიილია და "სოვეტსკი სპორტმა" ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.

მარჯვენა ცენტრალურ მცველთა შორის პირველ ადგილზე "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილია. საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის წევრს ხუთ ტურში მიღებული შეფასებებით საშუალო 4,0 ქულა (5-ბალიან სისტემაში) დაუგროვდა და კონკურენტებს საკმაო უპირატესობით უსწრებს: მეორეადგილოსანს, სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მოთამაშე იან დურიცასა და პერმის "ამკარის" წევრ ალექსეი პოპოვს მხოლოდ 3,8 ქულა აქვთ.

საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველებში მოხვდა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" 26 წლის ფეხბურთელი გოჩა ხოჯავა. მას 3,75 ქულა აქვს და ამპლუაში მხოლოდ რუსეთის ნაკრებისა და "ზენიტის" საყრდენ რომან შიროკოვს ჩამორჩება (4,25). მესამეზე კი მოსკოვის "სპარტაკის" ბრაზილიელი იბსონია (3,5).

გაზეთმა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულიც გამოქვეყნა, სადაც ორ ფეხბურთელთან ერთად ამისულაშვილი მე-7-მე-9 ადგილებს იყოფს.

ალეკო საუკეთესოა "კრასნოდარშიც", ხოჯავა კი "ვოლგაში" მხოლოდ მეკარე ილია აბაევს ჩამორჩება (3,8).

გუშინ საღამოს ამისულაშვილთან დაკავშირებით უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც "კრასნოდარის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ალეკო კლუბმა გამოკვლევებზე გერმანიაში გაგზავნა. მას იქვე სათანადო მკურნალობასაც ჩაუტარებენ.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპარკატელმა ფიოდორ კუდრიაშევმა ორთაბრძოლისას ამისულაშვილს ყბა სერიოზულად დაუზიანა. საჰაერო ორთაბრძოლისას ალეკოს სახეში მისი იდაყვი მოხვდა. "კრასნოდარი" იმედოვნებს, რომ კუდრიაშევს შეგნებულად არ უუხეშია და ქართველ კაპიტანს მოედანზე დროულად დაბრუნებას უსურვებს. თამაშის შემდეგ კუდრიაშევს ამისულაშვილისთვის ბოდიშიც მოუხდია.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ დღეს დაჰყოფს ალეკო გერმანიაში და როდის შეძლებს ვარჯიშისა და თამაშის განახლებას.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს