ფიფას რეიტინგში წისვლამ "ტრანსფერმარკეტზე" ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები გააძვირა
გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში მნიშვნელოვნად წაიწია: 122-ე ადგილზე მყოფი 66 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 56-ეზეა.

სატურნირო პროგრესი პირდაპირპროპორციულად აისახა ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებზე და მთლიანად ნაკრებიც უფრო "გაძვირდა" - ასეთია სააგენტო "ტრანსფერმარკტის" ბოლო მონაცემები (ფასები მოცემულაი ევროში).

მეკარეები:

როინ კვასხვაძე 400.000 €

ნუკრი რევიშვილი 800.000 €

გიორგი ლორია 450.000 €

მცველები:

კახა ალადაშვილი 350.000 €

გიორგი ხიდეშელი 450.000 €

ლაშა სალუქვაძე 1.000.000 €

აკაკი ხუბუტია 400.000 €

კახა კალაძე 1.700.000 €

ალეკო ამისულაშვილი 2.500.000 €

გურამ კაშია 800.000 €

ნახევარმცველები:

ზურაბ ხიზანიშვილი 750.000 €

ლევან კობიაშვილი 1.000.000 €

დავით კვირკველია 850.000 €

ალექსანდრე გურული 700.000 €

ალექსანდრე კოშკაძე 300.000 €

ჯანო ანანიძე 2.000.000 €

ჯაბა კანკავა 500.000 €

მურთაზ დაუშვილი 550.000 €

გოგიტა გოგუა 2.000.000

თავდამსხმელები:

მათე ვაწაძე 400.000 €

ნიკოლოზ გელაშვილი 400.000 €

ალექსანდრე იაშვილი 700.000 €

ლადო დვალიშვილი 1.200.000 €

დავით სირაძე 400.000 €

ოთარ მარცვალაძე 1.200.000 €

სულ 21.800.000 €

"ტრანსფერმარკტმა" საქართველოს ეროვნული ნაკრების ფასი ბოლო შეხვედრებში გამოძახებული ფეხბურთელების ფასთა შეჯამებით დაასახელა. გასულ წელს ჩვენი ნაკრების ფასი ბევრად ნაკლები, 17.375.000 ევრო იყო, ამჟამინდელზე 4.25 მილიონით ნაკლები.

ნაკრების პოტენციური ფასი ბევრად მეტია, რადგან სიაში ვერ მოხვდნენ ის ძვირადღირებული ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით ხორტვატია-ისრაელთან თემურ ქეცბაიამ არ თუ ვერ გამოიძახა: მალხაზ ასათიანი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი შაშიაშვილი, ლევან ყენია, გოჩა ხოჯავა, გიორგი მერებაშვილი, ლევან გვაზავა, ლევან მჭედლიძე.

მალხაზ ასათიანი (უგუნდო) - 3.800.000

გიორგი შაშიაშვილი (ერგოტელისი, საბერძნეთი) - 800.000

უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა) - 1.200.000

ლევან ყენია (შალკე, გერმანია) - 1.000.000

ლევან მჭედლიძე (პალერმო, იტალია) - 650.000

გიორგი მერებაშვილი (ვოევოდინა, სერბეთი) - 1.000.000

გოჩა ხოჯავა (ვოლგა, რუსეთი) - 700.000

ლევან გვაზავა (ტერეკი, რუსეთი) - 500.000

ანუ ბოლო დროს უთამაშებელ ფეხბურთელთა ჯამური ფასი 9.650.000 ათასი ევროა. ყველაზე ძვირადღირებული ქართველების სია კი ასე გამოიყურება:

1. მალხაზ ასათიანი - 3.800.000 €

2. ალეკო ამისულაშვილი - 2.500.000 €

3. ჯანო ანანიძე - 2.000.000 €

4. გოგიტა გოგუა - 2.000.000€

5. კახა კალაძე - 1.700.000 €

6-8.

ლადო დვალიშვილი - 1.200.000 €

ოთარ მარცვალაძე - 1.200.000 €

უჩა ლობჟანიძე - 1.200.000 €

9-12.

ლევან ყენია - 1.000.000 €

ლაშა სალუქვაძე - 1.000.000 €

ლევან კობიაშვილი - 1.000.000 €

გიორგი მერებაშვილი - 1.000.000 €

ცხადია, "ტრანსფერმარკეტის" მონაცემები აბსოლუტურად ზუსტი არ არის. მაგალითად ამისულაშვილის ფასიც გამოდგება, რომელიც "კრასნოდარმა" თურქული "ქაისერიდან" 3 მილიონ ევროდ შეიძინა, გერმანულმა სააგენტომ კი 2,5 მილიონი დაუწერა, მაგრამ სააგენტოს ცნობები ზოგადი სურათის წარმოსაჩენად უთუოდ გამოდგება. შეიძლება ასეც ითქვას - "ტრანსფერმარკეტი" ზოგად სურათს მიახლოებითი ფასებით ასახავს, ბოლო წელს საქართველოს ნაკრები აშკარად დაფასდა.

DDD
GIOF, ამას წინათ რა თქვა ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, ეხლა არავის აინტერესებს და აქაც არაფერ შუაშია. აქ რა ხდება და რა არ ხდება შენ თითონ ვერ გაგიგია და ნუ გვასწავლი. ვის ვუბიძგებთ, რისკენ ვუბიძგებთ? ეხლა კიდე მორალის კითხვა დაგვიწყე აქეთ. შენ ვინმეზე მეტად შეგტკივა გული ახალგაზრდობაზე? შენ ვაფშე რამეზე თუ გული შეგტკივა, ძაან მეეჭვება. რაბინოვიჩი რო ვინმეზე იტყვის, არაადეკვატურიაო, 6 წლით ჩავსვათ ხოლმე? არაადეკვატური ხარ შენ. ფეხბურთელების ნაკლი რო გიპოვია, სასამართლოსი ვერ დაინახე აქამდე? კაცი ტყვილა ზის ციხეში და მაგ კაცისგან ბევრი სიხარული გვახსოვს და დიდი თავდადება. შენ ვაფშე დაფინანსებული გულშემატკივრებიდან ხო არა ხარ?
შალვა
ასათიანის უგუნდოდ ყოფნა უსამართლობაა, ჩემი აზრით ხიზანაზე ბევრად მაგრად ითამაშებს იმ ფოზიციაზე რაზეც არის
zigmund78
ასათიანის ფასი 1 მილიონზე მეტი არაა
biktor
არტურიკა შე დებილო!
faa
დადეშქელიანიო სომეხიაო საცემია გასალახია გასაპუტია ეს ადამიანი სვანეთის მმართველები იყვნენ 3 საუკუნე და მამიკონიანს შეადარა ჯერ ეს ერთი მამიკონიანი იყო შუშანიკი მეტი ცუდი სომხური გვარი ვერ მოიტანე მაგალითად მკრტჩიააან
zurea
სხვათაშორის დადეშქელიანები სვანი თავადები არიან და არა სომხები. თუ არ იცი იკითხე და მერე დაწერე, სანამ ამ ბრწყინვალე გვარს შეურაცყოფას მიაყენებდე!
state
ფიჯო დზვირი რო არი მაგიტოა ასატიანი რო ვერ იყიდება გეიგეთ თვქვენე? ვისააქ მაგდენი ფული:)!?!? წარმატებები ბიჭებს და სრულიად საქართველოს!
arturika
და რატომ გავიწყდებათ ყოველთვის ცნობილი ქართველი ფეხბურტელები, ხაჩიკიანი, მამიკონიანი და დადიშქელიანი.. ახუეწ მოჟნა....
gio
guja kakhadze megobaro matvria gamojanmrteldes da itamashos da fs vin daedebs
guja kakhadze
ვფიქრობ, გამოჯანმრთელების შემდეგ, ლევან ყენია ყველაზე ძვირადღირებული გახდება.
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე