”ლელო” საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მეტოქეებთან, მათი კომპონენტების გათვალისწინებით, ვირტუალურად ათამაშებს

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეოთხე მეტოქე უკრაინა იქნება. მეოთხე შაბათია ევრომოწინააღმდეგეებს ვიხილავთ და უკრაინელთა გაშიფვრის ჯერიც დადგა.

როგორც წინა შემთხვევებში, გაგაცნობთ მეტოქის პლუს-მინუსებს და თითო მეოთხედისთვის გამოყოფილი 40 ქულა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებზე გადავანაწილოთ.

I პერიოდი

ჩემპიონატი და ევროთასები

ჯერ ჩემპიონატები და ევროტურნირებზე კლუბების გამოსვლა შევადაროთ. უკრაინის პირველობაზე საქართველოსთან შედარებით მეტი ფულია და მეტია მაღალი კლასის ლეგიონერებიც. მათ გვერდით ახალგაზრდა უკრაინელები დიდ გამოცდილებას იღებენ.

უფრო დიდი სარგებელია ევროტურნირებზე თამაშიდან. ევროთასზე წარმატებით გამოდიოდნენ "ბუდიველნიკი" და "აზოვმაში", ხოლო ევროჩელენჯზე - "კიევი", "ფერო" და "ხიმიკი".

უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ არაერთ ქართველს უთქვამს: იქაურ ჩემპიონატში მოთამაშე უკრაინელები საქართველოს პირველობის წევრებს ნამდვილად არ აღემატებიან, უბრალოდ უკრაინის პირველობა ქართულთან შედარებით მაღალ საფეხურზე ლეგიონერების წყალობით დგასო.

ასეა თუ ისე, პირველ მეოთხედში უკრაინელები ჩვენზე წინ არიან - 25:15.

II პერიოდი

უკანახაზელები

მეტოქის ნაკრების უკანახაზელებს ჩამოგითვლით:

დენის ლუკაშოვი (ბუდიველნიკი, უკრაინა): 19.3 წუთი, 6 ქულა, 2.8 პასი.

სერგეი გლადირი (მანრესა, ესპანეთი): 20.5 წუთი, 8.5 ქულა, 1.1 პასი.

დიმიტრი ზაბირჩენკო (ბუდიველნიკი, უკრაინა): 19.7 წუთი, 4.2 ქულა, 1.7 პასი.

როსტისლავ კრივიჩი (ოდესა, უკრაინა): 24.1 წუთი, 8.4 ქულა, 1.0 პასი.

სტივენ ბურტი (დნიპრო, უკრაინა): 34.8 წუთი, 22.8 ქულა, 5.3 პასი.

გავიხსენოთ, რომ 2009 წელს გიორგი ცინცაძე უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "დონეცკში" შუა სეზონში მივიდა და გამორჩეული ფიგურაც გახდა (თუმცა, ასევე შუა სეზონში გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ყველა ლეგიონერს დაემშვიდობა). უფრო ადრე მანუჩარ მარკოიშვილი "კიევთან" ერთად მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი უკრაინის საუკეთესო კალათბურთელად დასახელებაში. ტორინ გრინი (ჯერჯერობით, იგორ კოკოშკოვი გრინის იმედათაა) მეტოქე უკანახაზელებს რომ სჯობია, უკრაინასთან შარშანდელ მატჩშიც დაამტკიცა: საფინალო სირენასთან ერთად შორეული სამქულიანი ჩააგდო და მერიის თასი თბილისში დატოვა. გრინი არც სტივ ბურტს უნდა ჩამოუვარდებოდეს, რომლის ნატურალიზებასაც უკრაინელები აპირებენ.

მოკლედ უკანახაზელებში უპირატესობა ჩვენს მხარესაა - 23:17.

III პერიოდი

ფორვარდები

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას შარშან ვეთამაშეთ, ნამდვილად არ მახსენდება ერთზე მეტი ფორვარდის გვარი. ის ერთი სერგეი ლიშჩუკია, რომელიც "ვალენსიას" ღირსებას იცავს და მართლაც ევროლიგის დონის კალათბურთელია: 16.5 წუთი, 7.2 ქულა, 4.4 მოხსნა.

აი, კიდევ რა გვარის ფორვარდები ჰყავთ უკრაინელებს:

მაქსიმ პუსტოზვონოვი (აზოვმაში, უკრაინა): 29.6 წუთი, 10.3 ქულა, 3.6 მოხსნა.

დიმიტრი გლიებოვი (კრივბასი, უკრაინა): 25.9 წუთი, 10.7 ქულა, 2.9 მოხსნა.

ოლექსეი ონუფრიევი (მიკოლაივი, უკრაინა): 25.7 წუთი, 9.6 ქულა, 4.2 მოხსნა.

ანდრეი აგაფონოვი (ბუდიველნიკი, უკრაინა): 17.1 წუთი, 5.9 ქულა, 3.5 მოხსნა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდები გაცილებით უკეთეს კლუბებში არიან: ვლადიმერ ბოისა (ოლიმპია, სლოვენია), ვიქტორ სანიკიძე (ვირტუსი, იტალია), თორნიკე შენგელია (პეპინსტერი, ბელგია), ნიკა ცქიტიშვილი (ესპანურ "ლაგუნ აროდან" მარტში წამოვიდა).

ვფიქრობ, მხოლოდ ლიშჩუკი ქართველ ფორვარდებს ვერ გადაწონის - 26:14 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

IV პერიოდი

ცენტრები და მწვრთნელები

ისევე როგორც ჩვენს ნაკრებში, უკრაინისაშიც მთავარი დამრტყმელი ძალა წინა ხაზია. თავად განსაჯეთ:

კირილო ფესენკო (იუტა, NBA): 8.3 წუთი, 2.0 ქულა, 2.1 მოხსნა.

ოლეკსეი პეჩეროვი (მილანი, იტალია): 17.2 წუთი, 8.6 ქულა, 5.1 მოხსნა.

ვიაჩესლავ კრავცოვი (დონეცკი, უკრაინა): 21.8 წუთი, 11.2 ქულა, 5.0 მოხსნა.

თუმცა, ზაზა ფაჩულიას მათზე მეტი აქვს გაკეთებული, არც გიორგი შერმადინია ნაკლები... ვითომ, იგი ამერიკაში რომ წასულიყო 8 წუთს მაინც არ ითამაშებდა?

ცენტრებისთვის გამოყოფილი 20 ქულიდან 12 ქართველებს ვარგუნოთ და მწვრთნელებს მივხედოთ.

უკრაინის ნაკრების თავკაცად მაიკ ფრატელო დაინიშნა. მას NBA-ს არაერთ მწვრთნელზე დიდი გამოცდილება აქვს. ამ მაჩვენებლით იგი იგორ კოკოშკოვზე ძლიერია...

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ფრატელო ევროპაში პირველად იმუშავებს და უკრაინის ნაკრებთანაც პირველ სეზონს ჩაატარებს. კოკოშკოვი კი ჩვენს გუნდს კარგად იცნობს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ფრატელოს უპირატესობა მინიმალური უნდა იყოს - 11:9.

მეოთხე პერიოდი ქართველებმა 21:19 მოიგეს.

ბოლოს ათწუთეულების ანგარიშები შევკრიბოთ: 15:25, 23:17, 26:14, 21:19.

საქართველო-უკრაინა 85:75.

ოთხი ვირტუალური მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2-2 მოგება-წაგება აქვს და ჯგუფიდან გასვლის საკითხი გაირკვევა მეხუთე მატჩში (ბულგარეთთან), რომელსაც მომავალ შაბათს ჩვენი გაზეთი უმასპინძლებს.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა