ევროპის სუპერთასზე "ატლეტიკომ" დამატებით დროში "რეალს" 4:2 სძლია.

საინტერესო იყო სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში როგორ წარმოაჩენდა თავს თავდამსხმელ რონალდოს გარეშე დარჩენილი "რეალი", რომელსაც ახალი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ახალ სტილში ათამაშებს. ვერ წარმოაჩინა!

ანგარიში 49-ე წამზე "როხიბლანკოს" ფორვარდმა დიეგო კოშტამ გახსნა. ეს სუპერთასზე გატანილი ყველაზე სწრაფი გოლია. უნდა აღინიშნოს, რომ მეკარე ნავასს ბურთის მოგერიება მართებდა.

27-ე წუთზე ბეილის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ბენზემამ დაასწრო და საპასუხო გოლი გაიტანა.

62-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე ხუანფრანს მოხვდა, მსაჯმა თერმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც სერხიო რამოსმა გამოიყენა. რამოსი "ბლანკოსის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სუპერთასის ორ შეხვედრაში გაიტანა გოლი. დიეგო კოშტამ კი კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

დიეგო არ დაცხრა, 79-ე წუთზე დუბლი შეასრულა და დამატებითი დრო დაინიშნა.

ოვერტაიმში კი ჯერ საულმა დალაშქრა ნავასის კარი, შემდეგ შეცვლაზე შესულმა ვიტოლომ და დიეგო სიმეონეს გუნდმა გაიმარჯვა.

"ატლეტიკომ" მესამედ მოიგო უეფას სუპერთასი.

ტალინი. "ა. ლე კოქ არენა".

რეალი - ატლეტიკო 2:4

გოლები: დიეგო კოშტა (1), 1:1 ბენზემა (27), 2:1 სერხიო რამოსი (63, პენ), 2:2 დიეგო კოშტა (79), 2:3 საული (99), 2:4 ვიტოლო (104)

რეალი: ნავასი, სერხიო რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, კროოსი (მაიორალი 102), კაზემირო (სებალიოსი 76), ისკო (ვასკესი 83), ასენსიო (მოდრიჩი 57), ბენზემა, ბეილი

ატლეტიკო: ობლაკი, ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, საული, კოკე, ლემარი (პარტი 90+1), რ. ერნანდესი (ვიტოლო 71), დიეგო კოშტა (ხიმენესი 109), გრიზმანი (კორეა 57)

roma
ბოლო 4-5 წელია რონალდო არის თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალზე და მან ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი მოიგო,რისი მოგებაც შეიძლებოდა,იმის მტკიცება,რომ მესი უფრო მაგარია რონალდოზე დღესდღეობით არის ფეხბურთის არცოდნა და მარაზმი,დღეს,ე.ი 4-5 წლის მანძილზე რონალდო მესიზე ძლიერია და ეს აქსიომაა,რონალდო ამასთან ერთად ჟილკიანი კაცია და მან მიიღო გამოწვევა,რომ უნდა მესამე გუნდშიაც მოიგოს ჩემპიონთა ლიგა,ეს ძალიან სარისკო საქმეა,მაგრამ მას აქვს ამის სურვილი,პირდაპირ გეტყვით,რომ თუ ეს მან მოახერხა,მაშინ არ ვიცი,სამუდამოდ მიუღწეველი იქნება ის მეტოქეებისთვის,რაც შეეხება რეალს,გუშინ ნათლად გამოჩნდა თუ რამხელა ძალა ყოფილა რონალდო რეალისთვის და გარწმუნებთ,რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.ახლა ბეილი,ასენსიო,ვასკესი და სხვები,ამათ რაც არუნდა დიდი დრო მიეცეთ,მაინც სამივეში ერთი რონალდო ვერ გამოვა,ესენი არიან განუვითარებელი ფეხბურთელები,ანუ ისინი თავისი განვითარების პიკში არიან და მეტს მათგან ნურავინ ელის.
zaza
რეალი მართლაც იყო რონალდო მაგრამ ბარსა მარტო მესი არასდროს ყოფილა და ეს ბარსას ფეხბურთელებმა სანაკრებო დონეზე დაამტკიცეს.

რეალი კი არ არის მაგარი, რონალდო იყო მაგარი! (მსაჯებიც) ეხლაც ჩანს რამხელა ძალა ყოფილა რონალდო. ისევე როგორც მესია ბარსელონა და მისი წასვლის მერე რას უზამენ საწყლებს. ამიტომაა, არასოდეს მიმიჩნევია რომ რეალი მაღალი დონის კლუბია, ერთ ფეხბურთელზე აწყობილი იყო! როგორც გუნდურად არ ყოფილა აწყობილი და მაღალი დონე. რონალდომ სწორად თქვა: "ოჯახივით არ ვყოფილვართო რეალი".
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა