3-ბურთიანი ფორა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შესანიშნავი შანსი - დღეს ქუთაისის "ტორპედო", ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, ალბანეთში "კუკეშს" დაუპირისპირდება.

ეროვნული ლიგის ჩემპიონები ალბანეთს დანაკლისით ეწვივნენ. ორ ფეხბურთელს, არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის სტუმარმა მხარემ ვიზები არ მისცა.

როგორც ქართული კლუბის დამრიგებელმა კახა ჩხეტიანმა აღნიშნა, ეს "კუკეშის" ბრალი არ არის, რადგან ვიზებს კლუბი არ გასცემს.

ქუთაისელები ალბანეთში 13 აგვისტოს ჩაფრინდნენ და მომავალი შეხვედრისთვის 3 დღეა სწორედ იქ ემზადებიან.

ეს ძალიან კარგია, რადგან ფეხბურთელებს ახალ გარემოსთან შეგუება არ გაუჭირდებათ.

საერთოდ, "ტორპედომ" ეს ძალიან კარგი ტენდეცია დანერგა და ალბათ, ყველას გახსოვთ, ქართული გუნდი "შერიფთან" შეხვედრისთვის მოლდოვაშიც რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა.

დიდი ალბათობით, "კუკეში" დღეს ქუთაისელებს პირველი წუთებიდანვე მწვავედ შეუტევს, რაზეც მეტოქე გუნდის მწვრთნელმა არმანდო ცუნგუმაც ისაუბრა.

ალბათ, ქართველ ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული ექნებათ. ამ საკითხის შესახებ კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ არცერთი წუთით არ უნდა მოვდუნდეთო.

ბოლო სამ ევროპულ მატჩში "ტორპედომ" 12 გოლი გაიტანა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული კლუბი შეტევაში ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა აქედან ორ მატჩი ფარერების "ვიკინგურთან" იყო, სადაც ქუთაისელებმა 7 გოლი გაიტანეს. ამიტომ ორმაგად დასაფასებელია, რომ "ტორპედომ" შედარებით უფრო ძლიერ მეტოქესთან 5 გოლი გაიტანა.

გუნდს ლეგიონერების ძალა აშკარად დაეტყო. "კუკეშთან" თბილისურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში სულაც 4 უცხოელი ფეხბურთელი გახლდათ, სათადარიგოთა შორის კი ერთი იმყოფებოდა.

რაც შეეხება "კუკეშს", მათ შეხვედრებს თუ გადავხედავთ, ალბანელებს ბოლო 10 მატჩია, გამარჯვება არ უზეიმიათ.

საუბარია როგორც შიდა ჩემპიონატის შეხვედრებზე, ასევე ამხანაგურ მატჩებსა და ევროტურნირებზე. "კუკეშის" რიგებში დიდი არეულობა რომ არის, ამის შესახებ უკვე ვწერდით.

კლუბის ფეხბურთელთა ნაწილი "ტორპედოსთან" მატჩს ელის, რათა გუნდიდან აიბარგოს.

თბილისური შეხვედრის შემდეგ მათმა დამრიგებელმა არმანდო ცუნგუმ სულაც ის აღნიშნა, რომ სათანადო ფეხბურთელები არ მყავსო. ცუნგუს დაძაბული ურთიერთობა აქვს კლუბის ლიდერთან, ბრაზილიელ რეჟინალდოსთანაც.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს და როდესაც მეტოქის ბანაკში ასეთი არეულობაა, ჩვენ უფრო მომგებიან პოზიციაში ვიმყოფებით.

საინტერესოა, რომ "კუკეშმა" წელს ევროტურნირებზე ორი საშინაო მატჩი - მალტის "ვალეტასთან" და აზერბაიჯანის "ყარაბახთან" უკვე გამართა, თუმცა გოლი ვერცერთ მათგანში ვერ გაიტანა.

საერთოდაც, ირაკლი ძარიას კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იმიტომ მოხვდა, რომ ალბანეთის ჩემპიონ "შკენდერბიუს" უეფამ ევროტურნირებზე 10-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

შეხვედრას Stadiumi Zeqir Ymeri-ი უმასპინძლებს, რომელზეც 5400 ადამიანი ეტევა. "კუკეშის" ფანები იმუქრებოდნენ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო და ვნახოთ, როგორი გულშემატკივრობა ექნება ჩვენს მეტოქეს.

აქვე გეტყვით, რომ ალბანელთა ორ ახლად დამატებულ ფეხბურთელს, მაკედონიელ არდიან კუკულისა და გვინეელი ომარ ტურეს, რომელიც იჯარით ტურინის "იუვენტუსიდან" აიყვანეს, შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, ქართულ არხებზე პირდაპირი ტრანსლაცია არ იგეგმება.

გულშემატკივრებს, დიდი ალბათობით, მატჩის ხილვა ისევ ინტერნეტში მოუწევთ, თუმცა, როგორც "ტორპედოში" აღნიშნეს, ალბანელები იმასაც არ ამბობენ, იქნება თუ არა მატჩის საყურებელი ბმული ინტერნეტში.

ბმულის არსებობის შემთხვევაში Sportall.ge მას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ წყვილში გამარჯვებული პლეი-ოფში "ზრინსკსა" და "ლუდოგორეცს" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი ბულგარელებს 1:0 აქვთ მოგებული, საპასუხო შეხვედრა ბოსნიაში კი დღეს, 22:00 საათზე დაიწყება.

გურული
დარწმუნებული ვარ ეგენი უაზროდ შემოგვიტევენ და ეცდებიან სწრაფი გოლი გაგვიტანონ, გაიტანონ თუნდაც არაფერი სანერვიულო ეგ არაა ერთი გააზრებული კონტრატაკა საკმარისია და ერთი ჩვენი გატანილი გოლი, მერე ეგენი 6 გოლის გამტანი არა არიან სულ რო გამოვიდეს მოედნიდან ჩვენი ბიჭები, ასე რომ ნუ ნერვიულობთ ბიჭებო წყნარად მშვიდად აგორეთ ბურთი აჩვენეთ კლასი და ჩამოით სახში ძამაა!!!
gio tavadze
provokacoaze arunda wamovegod.rtyli tamashi iqneba dzan.
ako
ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი თამაში რომლითაც ხშრად არ ვართ განებივრებულები გთხოვთ არ აყვეთ პროვოკაციას ამიტომაა იმდენი თხოვნა რომ ჩვენი მენტალობა მათაც იციან წინ ბიჭებო.
soso
უმორჩილესად გთხოვთ არ აყვეთ პროვოკაციაზე გაგვახარეთ ამ სანატრელი შანსით გულშემატკივრები ასეთი შანსი როდის იქნება არ ვიცი მიწვდინეთ ბიჭებს ხმა.
მიშა63
ასეთი შანსი კიდევ როდის იქნება ??? ნერვებს არ აყვეთ, პროვოკაციებსაც ელოდეთ...წინ, ''ტორპედო'' !!!!''დინამო'' - ს ქომაგი, მიშა63 !!!!
დდდ
წარმატებები ტორპედოოოო ბოლომდე!!! პლეიოფი გველოდებაა
გიზოგ
ქუთაისლებო, დღეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ყველა თქვენს გვერდით ვართ. დღეს ქუთაისის ტორპედო საქართველოს სახელს იცავს და ისე უნდა უქომაგოთ, როგორც საქართველოს ნაკრებს. დღეს ის საქართველოს ნაკრებია. ძალიან, ძალიან სასიხარულო იქნება, თუ ქუთაისის ტორპედო გაჭრის გზას ევროლიგისკენ. ტორპედოს ფეხბურთელებო და გულშემატკირებო გისურვებთ არამარტო დღეს გამარჯვებას, არამედ შემდგომ ეტაპზეც, რომ ბოლოდაბოლოს ქართული ფეხბურთი გამოჩნდეს ევროპაში. წინ, წინ ტორპედო გვაღირსეთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი სიხარული. უფალი გფარავდეთ.
samtredski
უმორჩილესად გთხოვთ არ აყვეთ მათ პროვოკაციას წინააღმდეგ შემთხვევაში მსაჯები არ დაგვინდობენ ესაა მათი ბოლო კოზირი .
Ultranationalist
მიდით ბიჭებო! უნდა გაარღვიოთ ანალბანელები
REZO
დაიხუროს პირველი არხი////
გუჯა კახაძე
დაძაბულ და საინტერესო თამაშს ველოდები. "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლას ვუსურვებ!აჩვენეთ ალბანელებს რას ნიშნავს ქართული გენი!!!!
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"კუკეშის" მწვრთნელი: პირველი წუთიდანვე "ტორპედოს" მთელი ძალით შევუტევთ
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
არმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა
კახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით
"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]
მიზეზი თუ რატომ არ აჩვენა "პირველმა არხმა" კუკეში-ტორპედოს მატჩი
რა ხდებოდა "ტორპედოს" ავტობუსში "კუკეშთან" თამაშის შემდეგ [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ მოვიგებთ 5:0-ს ან 6:0-ს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს