ალბანური პრესა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "კუკეშის" ბანაკში არსებულ ახალ პრობლემაზე წერს.

Panorama.com.al-ის ინფორმაციით, კლუბის მეკარე სტივ ფრაშერს გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და "კუკეშის" რიგები დატოვა.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ჭორს უწოდებს სპორტული დირექტორი ნდერიმ ნეჩიპი.

მისი თქმით, ეს ჟურნალისტების მოგონილი სისულელეა და ფრაშერს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის გუშინ გუნდს ქალაქ ელბასანში ვერ გაჰყვა.

ნეჩიპმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბის ძირითადმა მეკარემ მუხლის ტრავმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო და ჯერ კიდევ საეჭვო მისი საქართველოში თამაში იყო, თუმცა ის მაინც ძირითად შემადგენლობაში დააყენეს.

სპორტულ დირექტორს ალბანური პრესა ასევე დაეკითხა იმის შესახებ, თუ რა შანსები აქვს მათ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის.

ნდერიმ ნეჩიპმა აღნიშნა, რომ სწორი თამაშისა და ცოტა გამართლების შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს.

"კუკეშის" კარს, წესითა და რიგით, 27 წლის კოსოვოელი კარის დარაჯი ფატონ მალოკუ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ალბანური პრესა რამდენიმე დღის წინ გუნდის შიდა სამზარეულოში არსებულ რთულ ვითარებაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ "ტორპედოსთან" მატჩის მერე რამდენიმე ფეხბურთელი წავიდოდა.

შეგახსენებთ, რომ "კუკეშისა" და "ტორპედოს" შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ასფს
რუსების პირდაპირი მოსწავლეები არიან.
გიზოგ
ეს ყველაფერი ტორპედოს ყურადღების მოდუნებისთვის კეთდება, იმედია ჩვენები ამ სატყუარას არ წამოეგებიან.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
არმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა
კახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით
საოცრება საქართველოს ჩემპიონატში - რა მოხდა "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩის ბოლო წამებზე [VIDEO]
"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
მიზეზი თუ რატომ არ აჩვენა "პირველმა არხმა" კუკეში-ტორპედოს მატჩი
ეროვნული ლიგა. VI ტური. ტორპედო-დინამო [LIVE]
რა ხდებოდა "ტორპედოს" ავტობუსში "კუკეშთან" თამაშის შემდეგ [VIDEO]
"უცხო ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე" - "ტორპედოს" ლეგიონერმა ფიფაში დავა მოუგო
ბულგარული მედია იმედიანადაა და "ტორპედო"-"ლუდოგორეცის" პროგნოზს აქვეყნებს
კახა კუჭავა: ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსაც" მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს
განსხვავებული ახალი ფარით - ტორპედოელები ჩემპიონობას აღნიშნავენ [PHOTO]