"ატლანტა ჰოუქსმა" "ორლანდო მეჯიქი" 88:84 დაამარცხა და პირველ საპლეიოფო სერიაში 2:1 დაწინაურდა

ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" დღეს, გამთენიისას, "ორლანდო მეჯიქი" 88:84 დაამარცხა და პირველ საპლეიოფო სერიაში 2:1 დაწინაურდა. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომელიც მატჩის დასრულებამდე 2:22 წუთით ადრე მოხდა.

ზაზა ფაჩულიამ და ორლანდოელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ჯეისონ რიჩარდსონმა იჩხუბეს, რის გამოც ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს და სავარაუდოდ, ისინი მომდევნო, სერიის მე-4 მატჩს გამოტოვებენ.

ყველაფერი კი ასე მოხდა: დუაიტ ჰოვარდი ატლანტელთა საჯარიმოში შეიჭრა, მას ფაჩულია მეურვეობდა. ქართველმა ცენტრმა ორლანდოელთა მოძრაობაში მყოფ ლიდერს ხელში ჩაარტყა, რაზეც ჰოვარდმა საპასუხოდ ზაზას იდაყვი მოარტყა და თავად მოედნის გარეთ გავარდა. სიტუაცია დაიძაბა და სანამ ჰოვარდი მობრუნდებოდა, ფაჩულიასთან ჯეისონ რიჩარდსონი მივიდა და სავარაუდოდ, მწარე სიტყვები უთხრა.

ქართველმა ცენტრმა რიჩარდსონს სახეში თავი რამდენჯერმე ჩაარტყა, ხოლო ჯეისონმა მარცხენა ხელი მოუქნია. შუაში მსაჯები ჩადგნენ, მოთამაშეებმა კი მოჩხუბრები გააშველეს.

"ეს არის სიტუაცია, როცა არასდროს ვიხევ უკან. ეს ჩემი პირადული ამბავია - თქვა ინციდენტის შესახებ ზაზა ფაჩულიამ - მე ცოტა აღელვებული ვიყავი გაცუდებული საჯარიმოს გამო, თუმცა ამის შესახებ მალევე დავივიწყე."

კომენტარში ფაჩულია მატჩის გმირის, ჯამალ კროუფორდის გაცუდებულ საჯარიმოს გულისხმობდა, რომელიც ატლანტელთა საუკეთესო მსროლელმა ამ ინციდენტამდე რამდენიმე წამით ადრე გააცუდა. შეხვედრა ძალიან დაძაბულად, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კროუფორდი საბოლოოდ მაინც გახდა გამარჯვების შემოქმედი, როცა სირენამდე 5 წამით ადრე სასწაულებრივი სამქულიანი ჩააგდო, "ატლანტა" 4 ქულით დააწინაურა და სტუმართათვის მიუწვდომელი გახადა.

ამ სამიანის შემდეგ კროუფორდის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ზაზა ფაჩულიას კი გადამეტებული ემოციურობის და ხშირი ჩხუბის გამო ტელეწამყვანებმა "ადგილობრივთა ლეგენდა" (Local legend) უწოდეს და ამ მატჩის შესახებ სიუჟეტში ქართველი ცენტრის, კევინ გარნეტთან ოდინდელი ჩხუბის კადრებიც ჩასვეს.

რაც შეეხება ზაზას გამოსვლას, ქართველმა ცენტრმა მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26:22 წუთი გაატარა და 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება ისე მიითვალა, რომ ბურთი არ დაუკარგავს. ფაჩულიამ 2-დან 1 ორქულაინი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. NBA-ს დისციპლინარები მომხდარი ინციდენტის შესახებ ვერდიქტს უახლოეს საათებში გამოიტანენ.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, ფაჩულიას ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას წყალი არ გაუვა. რიჩარდსონის შესახებ კი გადაჭრით ვერაფერს ამბობენ. მომდევნო მატჩი ისევ ატლანტაში, ჩვენი დროით, 25 აპრილის გამთენიისას გაიმართება.

www.gbf.ge

nika11111111111
შორს მაგ ტილიანიდან
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა