რუსებმა მოსკოვის "დინამოს" პოტენციურ მთავარ მწვრთნელზე აზრი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ჰკითხეს
საქართველოს ნაკრებისა და ბერლინის "ჰერტას" ნახევარმცველს, ლევან კობიაშვილს რუსული სპორტული გაზეთი "სპორტ ექსპრესი" ფელიქს მაგათზე დაეკითხა, რომელთანაც ქართველს ურთიერთობა "შალკეში" ჰქონია. რუსები გერმანელ სპეციალისტს მოსკოვის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილავენ და მათი ინტერესიც ამითაა განპირობებული.

ლევან კობიაშვილი: საერთოდ, არ მიყვარს მწვრთნელებზე საუბარი, თუმცა მაგათი - ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, ვისთანაც კი მიმუშავია.

- მიუხედავად იმისა, რომ "შალკედან" წასვლა მისი თავკაცობისას მოგიხდათ?

- მაშინ არა მარტო მე, მთელი გუნდი შეიცვალა. და ეს მოხდა არა იმიტომ, რომ მაგათს სურდა ასე. ეს კლუბის პოლიტიკა იყო, რომელმაც დეკორაციის შეცვლის ამოცანა დააყენა. პირადად ჩემთვის მწვრთნელს არაფერი უთქვამს - თავად წამოვედი, რადგან ვიცოდი, რომ "შალკეში" დიდხანს ისედაც აღარ გავჩერდებოდი.

სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ფელიქს მაგათი "დინამოში" მუშაობას დათანხმდს, თუმცა ეს თუ მაინც მოხდა, გუნდს პროგრესი ნამდვილად ექნება.

- მაგათს "დინამოში" ნაცნობები ჰყავს - კურანი, რომელთანაც "შალკეში" უმუშავია. ასევე მისიმოვიჩი, რომელთანაც "ვოლფსბურგში" გერმანიის ჩემპიონობა მოიპოვა. კარგად ნაცნობია მისთვის ვორონინიც.

- ამ მოთამაშეებმა ნამდვილად იციან, რომ მაგათი ძლიერი მწვრთნელია, ხოლო როგორც ადამიანი - ეს სხვა საკითხია...

- მართალია, რომ მაგათს ფეხბურთელთა ფიზიკურად მომზადება ბრწყინვალედ შეუძლია?

- გუნდები, სადაც კი მას უმუშავია, ყოველთვის ბრწყინვალე ფორმით გამოირჩეოდნენ. დიახ, ძალიან ძნელია მის ხელში - უმძიმესი ვარჯიშები აქვს, მაგრამ თუ გამარჯვება გინდა, უნდა იშრომო. მასთან გატარებულმა ექვსმა თვემ მე ძალიან ბევრი მასწავლა.

- გერმანიაში ფეხბურთელებს იმით აშინებენ, რომ მაგათი ვარჯიშებზე მძიმე ბურთებს იყენებს.

- დიახ, ეს მას ძალიან უყვარს. ფეხბურთელები ამ ბურთებით სპეციალურ სავარჯიშოებს აკეთებენ - ხელებით და ფეხებით. შეკრებებზე ის ყოველთვის სამჯერად ვარჯიშებს ატარებს - დილის შვიდ საათზე ადგომა, ერთსაათიანი სირბილი, შემდეგ ვარჯიში... ასეთი დატვირთვები არც ერთ მწვრთნელთან მქონია. მაგრამ ამის გარეშე ხომ შედეგი არ მიიღწევა.

- მისი შეგირდები ამას გაგებით ეკიდებიან?

- უნდა გაიგონ. ვინც ვერ იგებს - გუნდშიც არ რჩება.

- მაგათს სელექციასაც უქებენ - მაგალითად "შალკე", რომელმაც ევროპაში გაიბრწყინა.

- რა თქმა უნდა, მისი დამსახურებაა, გუნდში რაული რომ მიიწვია. თუმცა, სელექციის თემასთან დაკავშირებით ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად არაა: "ვოლფსბურგსა" და "შალკეში" გატარებულ რამდენიმე სეზონში მან 50-60 მოთამაშე აიყვანა და ამ რაოდენობის ფეხბურთელში 3-4 კარგი მოთამაშე ყოველთვის გამოერევა. დღეს გელზენკირხენულ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც მაგათის დროს მოვიდნენ, მეორე გუნდშიც ვერ ხვდება.

საერთოდაც, სელექცია სარისკო საქმეა. იმ ნახევარი წლის განმავლობაში, რომელიც მასთან ერთად "შალკეში" გავატარე, გუნდში ყოველთვიურად ორი-სამი ახალი მოთამაშე მოდიოდა.

- ამბობენ, როდესაც მაგათი "შალკედან" წავიდა, ბევრმა, მათ შორის ბაუმიოხანმა, მატიპმა, სარპეიმ, შვებით ამოისუნთქა.

- მწვრთნელის შეცვლის დროს ასე ხშირად ხდება ხოლმე. მაგათის დროს ბაუმიოხანი მეორე გუნდში გაუშვეს, არადა, რანგნიკის ხელში როგორ ითამაშა "ინტერთან"?! კარგი ფეხბურთელია. თუმცა "ბავარიიდან" ხომ მაგათმა გადმოიყვანა.

- საერთო აზრით, მაგათი კარგი მწვრთნელია, მაგრამ რთული ხასიათი აქვს.

- ეჭვგარეშეა, რომ გერმანიაში ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტია, მაგრამ როგორც ადამიანი - რთულია. მე პირადად მასთან კონტაქტი არ მქონია, ისევე როგორც ალბათ გუნდის მოთამაშეთა 90 პროცენტს. მაშინ "შალკეში" განსხვავებული სიტუაცია იყო - მაგათი არამარტო მწვრთნელი, მენეჯერიც იყო. მხოლოდ სამწვრთნელო საქმით რომ ყოფილიყო დაკავებული, ვფიქრობ, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა.

- რა რეაქცია ექნება მაგათს, თუკი რუსეთის რომელიმე პროვინციაში მოძველებულ სტადიონებს ნახავს? თუ კარგი ხელფასის შემთხვევაში ამას ყურადღებას არ მიაქცევს?

- ვფიქრობ, ფული მას საკმაო აქვს: ბოლო დროს "შალკეში" არცთუ ცოტას იღებდა. არ მგონია, რომ ის სადმე მხოლოდ ფულის გამო წასვლას დათანხმდება. რამდენადაც მას ვიცნობ, მისთვის მთავარი გუნდის პერსპექტიულობაა - მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა.

რაც შეეხება ძველ სტადიონებს... ჰიდინკს ხომ ეს ხელს არ უშლიდა.

მაინც არ მგონია, რომ მაგათი "დინამოში" მუშაობას დათანხმდეს, მაგრამ თუკი ეს მოხდა, მოსკოვური კლუბისთვის ეს ძალიან კარგი იქნება. აი, რამდენად კარგი იქნება ეს ფეხბურთელებისთვის, ვერაფერს მოგახსენებთ..

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"