"კოლხეთი"-"ტორპედოს" მატჩის ბოლო წუთებზე მსაჯების გადაწყვეტილებებს ორივე გუნდის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების უკმაყოფილება მოჰყვა
თავიდანვე გეტყვით, რომ სათაურმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ - შაბათს, "ფაზისზე" მსაჯები არ უცემიათ, თუმცა ბევრიც არაფერი დაუკლიათ და ცემის დიდი შანსიც იყო. უბრალოდ, გიორგი ვადაჭკორია გასახდელამდე მშვიდობით მიღწევას, არც მეტი, არც ნაკლები... ლაინსმენ ირაკლი უკლებას უნდა უმადლოდეს.

სამაგიეროდ, დიდი იყო ბოლო წუთის მაჯისცემა: თემიდის მსახურები ერთ წუთში ორჯერ მოექცნენ აღშფოთებული მობურთალების ალყაში, ნამატჩევს კი მათთან საქმეს ორივე გუნდი ერთდროულად "არჩევდა".

ეს ყველაფერი კი ბოლო დამატებულმა წუთმა "დაიტია": უკვე მეოთხე მსაჯის მიერ ნაჩვენები სამი წუთი იწურებოდა, როცა "კოლხეთმა" შეხვედრაში, ალბათ, ყველაზე მწვავე კონტრშეტევა განახორციელა, რომლის დამაგვირგვინებელ ფაზაში მანუჩარ წიქარიშვილი ის იყო სტუმართა მეკარესა და მცველს უნდა გასცდენოდა და ცარიელ კარში გატანაც არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ ფორვარდმა ბურთამდე ვეღარ მიაღწია - მისი საჯარიმოში დაცემა კი არბიტრმა პენალტად არ შეაფასა. ტრიბუნიდან ისე მოჩანდა, რომ მეკარემ წიქარიშვილის წაქცევა ვერ შეძლო, სამაგიეროდ, ეს "კარგად" მცველმა მოახერხა.

რა თქმა უნდა, კოლხები მსაჯს მისცვივდნენ და პასუხს თხოვდნენ, თუმცა შეხვედრა გრძელდებოდა და უარესიც მოხდა: უკვე მეოთხე (!) დამატებული წუთიც ამოწურული იყო, როცა ქუთათურებმა გოლი გაიტანეს: დაახლოებით ათიოდ მეტრიდან შეცვლაზე შესული თარხნიშვილის თავურმა დარტყმამ კოლხ მცველებსა და მეკარეს ზემოდან გადაუარა და ბადეში გაეხვია. ვადაჭკორია უკლებამ სწორედ მაშინ "გადაარჩინა" - მეტად საჩოთირო და ჩვენგან ისე ჩანდა, არარსებული თამაშგარე დააფიქსირა, რითაც არბიტრზე "დარტყმა" თავის თავზეც "გადაინაწილა".

როგორც კი არბიტრმა საფინალო სასტვენი მისცა, ორივე გუნდის მობურთალები მსაჯებს მიცვივდნენ - ფოთელები ვადაჭკორიას, ქუთათურები - ლაინსმენ უკლებას.

"დაგედო პენალტი და ასეთ სისულელეებს აღარ გააკეთებდი"; "პენალტი არ დადე, მაგრამ დაამთავრე ბარემ თამაში, დრო ამოწურულია და რას იგონებ?", "საიდან მოიფიქრე თამაშგარე, ლამის ხაზზე იდგნენ მეკარე და მცველები"; "არდანიშნული პენალტის გამოსწორება გოლის არჩათვლაა?" - ალბათ, იოლად მიხვდებით რომელ მხარეს ეკუთვნის კონკრეტული ფრაზები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, უწმაწური სიტყვების კორიანტელი მოვაშორეთ. მხარეები ერთ რამეზე შეთანხმდნენ: ბოლო წუთზე მსაჯებმა ორი უხეში შეცდომა დაუშვეს - ორივე გუნდი რომ უკმაყოფილო გეყოლება, მაგას მსაჯობა არ ჰქვიაო...

არადა, მატჩის 92 წუთი ისე მიიწურა, არც მსაჯობის მიმართ ჰქონდა ვინმეს სასაყვედურო და მობურთალებმაც საინტერესო ფეხბურთი შესთავაზეს გულშემატკივრებს. აშკარა იყო, ქუთათრებმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და მოგების გაცილებით მეტი შანსი ჰქონდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ან კოლხი მცველები თამაშობდნენ საიმედოდ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლაშა ძაგანიას თამაში - მასპინძელთა მეკარე შეხვედრაში უდავოდ საუკეთესო გახლდათ.

უკვე მეათე წუთზე, დოლიძის ჩაწოდებულს ახლო მანძილიდან თავი კვარაცხელიამ დაუხვედრა და ძაგანიამაც პირველად მაშინ ითამაშა საიმედოდ. ტაიმის შუაში კი იმავე დოლიძეს ახლოდან გატანა მართებდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარის ბადეს გარედან მოარტყა. იქვე ქუთათურთა ახალწვეულმა ფლანგიდან სახიფათო გადაცემა გააკეთა, ბურთი მასპინძელი მცველებისგან კარში მიდიოდა და "კოლხეთი" მეკარემ გადაარჩინა.

რა თქმა უნდა, ამ დროს ფოთელები მხოლოდ დაცვაზე არ ფიქრობდნენ, თავიდან გადაცემების სიზუსტეში კი მოიკოჭლებდნენ, მაგრამ სოსო ფილიას შეგირდებმა თანდათან თამაში დაალაგეს და ლამის პირველი ხეირიანი შეტევა გოლით დაასრულეს - 41-ე წუთზე, ქუთათურებს კი ეგონათ, ბურთი მოედნიდან გავიდა, მაგრამ კვერენჩხილაძემ მისი თამაშში დატოვება შეძლო, ზამირ ჯანაშიამ კი მდივნიშვილს გოლით უპასა, 1:0.

ქუთათურებს გასათანაბრებლად დიდი დრო არ დასჭრვებიათ - ძაგანიამ ახლოდან დარტყმული სასწაულებრივ კი უკუაგდო, მაგრამ მცველები ვეღარ მიეშველნენ და რეზო გოცირიძეს გატანა არ გასჭირვებია, 1:1.

მალევე ქუთათურები პენალტს ითხოვდნენ, შემდეგ კი რამდენჯერმე დასჭირდა ოსტატობის ჩვენება ძაგანიას, იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ სველი ბურთი ერთხელაც არ გავარდნია ხელიდან. კოლხთაგან კი კვერენჩხილაძის ფლანგური შეტევის გამორჩევა შეიძლება.

ბოლოს კი იყო ის ორი ეპიზოდი, რასაც მსაჯებზე გაწევა და სიტყვიერი შეურაცხყოფების კორიანტელი მოჰყვა. ვადაჭკორია და კომპანია პოლიციამ და სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანეს სამშვიდობოს. გასახდელთან ახლოს თავმოყრილი ქომაგების შეკავება კი პოლიციის კორდონმა მოახერხა.

მატჩის შემდეგ:

გიორგი გიგატაძე ("ტორპედო"): "კარგი თამაში იყო, კმაყოფილი ვარ, თუმცა, შედეგით უკმაყოფილო ვარ. ასევე იქნება "კოლხეთიც". ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა, დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავდით. ცუდი იყო მინდვრის საფარიც. რაც შეეხება მსაჯობას, ეს შესაბამისი სამსახურების საქმეა."

სოსო ფილია: "მსაჯებზე არც მე ვილაპარაკებ. ჩვენ მოგება გვჭირდებოდა და ამისთვის ყველაფერი გავიღეთ. მეტოქე შესწავლილიც გვყავდა, თუმცა სამწუხაროდ, მოგება ვერ მოვახერხეთ. არადა, 3 ქულა მნიშვნელოვანი იყო. გია გიგატაძე ჩემი ყოფილი შეგირდია და წარმატებებს ვუსურვებ."

23.04.2011 ფოთი. ფაზისი. 1000 მაყურებელი

კოლხეთი-ტორპედო 1:1

1:0 მდივნიშვილი (41. ჯანაშიას პასით), 1:1 გოცირიძე (54).

კოლხეთი ტორპედო

4-1-3-1-1 4-4-2

ძაგანია მიგინეიშვილი

ცხვიტარია ფოფხაძე

მახვილაძე თოდუა

ინწკირველი ფარულავა

გავაშელიშვილი ჩიკვილაძე

გოგონაია გ. დოლიძე

ზ. ჯანაშია დიღმელაშვილი

გვალია გ. დათუნაიშვილი

სიჭინავა სეთურიძე

კვერენჩხილაძე რ. გოცირიძე

მდივნიშვილი ვ. კვარაცხელია

მწვრთნელი მწვრთნელი

ს. ფილია გ. გიგატაძე

კოლხეთი

53. ჯანაშია-წიქარიშვილი

65. სიჭინავა-გულუა

90. მდივნიშვილი-გელაჭეიშვილი

სათადარიგოები: ლობჟანიძე, მოისწრაფეშვილი, გეგელია, ლემონჯავა

ტორპედო

70. დოლიძე-თარხნიშვილი

85. კვარაცხელია-ლ. ქებაძე

სათადარიგოები: ქვილითაია, გიგაური, მაჭავარიანი, ბაკურაძე, გუგუჩია

არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)

მამუკა ქანთარია

ფოთიდან

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა