"სიონი"-"სპარტაკის" ბოლნისური დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა
"სპარტაკი" არცთუ იოლად შესასრულებელი ამოცანის წინაშე იდგა - ბოლნისში აუცილებლად უნდა მოეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლეს ლიგაში დარჩენის ისედაც მწირ შანსებს კიდევ უფრო შეიმცირებდა. "სიონს" კი კომფორტული სატურნირო მდგომარეობა აქვს და ბოლნისელთათვის შაბათის შედეგი კატასტროფული არ უნდა იყოს.

სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაახლოებით ტაიმნახევარი მათი კარნახით წარიმართა და "სიონი" მატჩის დასკვნით ნაწილშიღა გააქტიურდა და ყველაზე დასამახსოვრებელი ამბებიც მაშინ მოხდა.

"სიონმა" თამაში ერთი ცენტრფორვარდით დაიწყო, რევაზ ჯიქია სტუმრებმა სრულად გაანეიტრალეს და თავიდანვე შეეცადნენ დაწინაურებას. მე-7 წუთზე მეტრეველის თავურისას ბურთი მცირედით ასცდა ბოლნისელთა კარს., მალე კი მასპინძლები უკვე ჯაკობიას დარტყმას გადაურჩნენ; შესვენებამდე სტუმრებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა: ჯიშკარიანის ოსტატურად შესრულებული ჯარიმისას ბობღიაშვილმა რთული ბურთი კუთხურზე მოიგერია, რამდენიმე წუთში კი მისივე დარტყმული მცირედით ასცდა ბოლნისელთა კარს. 41-ეზე ბარაბაძის დარტყმული ასცდა მიზანს, რის შემდეგაც "სიონის" ჯერი დადგა და გოგობერიშვილის დარტყმულს გრიშიკაშვილი გადაეფარა.

მეორე ტაიმიც "სპარტაკის" უპირატესობით დაიწყო. ბადრი კვარაცხელიას გუნდის პირველივე მწვავე შეტევას ჯერ კუთხური, მერე კი გოლი მოჰყვა. ბარაბაძის ჩაწოდებული ბურთი მეტრეველმა თავით კარში გადაგზავნა - 0:1.

ამის შემდეგ ხვიჩა ქასრაშვილმა შეცვლებით "გააცოცხლა" "სიონი" და ხიფათი უკვე ორივე კართან იქმნებოდა. 65-ეზე გრიშიკაშვილმა დიდავას დარტყმისას იმარჯვა.

ორიოდ წუთში "სპარტაკს" უპირატესობის განმტკიცება შეეძლო, მაგრამ ჯაკობიას პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ბარაბაძემ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა - ბობღიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ კი ყველაზე საინტერესო ეპიზოდების ჯერი დადგა. გამეორების ნახვის გარეშე ძნელია რაიმეს მტკიცება, ამიტომაც დარწმუნებით ვერ ვიტყვით, დაირღვა თუ არა წესი "სპარტაკის" საჯარიმოში, მაგრამ ფაქტია, რომ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, რასაც მასპინძელთა ემოციური პროტესტი მოჰყვა. თუმცა 71-ე წუთზე მსაჯმა მაინც გაიშვირა ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ - ბოიომოზე ხელით თამაში დაფიქსირდა. გამოცდილმა გივი დიდავამ წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის ბოლო წუთები მთლიანად მასპინძელთა კარნახით წარიმართა. გრიშიკაშვილმა კარი გოგობერიშვილისა და შალამბერიძის დარტყმებისგან იხსნა, ერთხელ კი მისი როლი ბოიომომ იტვირთა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

23.04. ბოლნისი. თ. სტეფანია. 400 მაყურებელი

სიონი-სპარტაკი 1:1

გოლები: 0:1 მეტრეველი (51. მ. ბარაბაძის პასით), 1:1 დიდავა (71. პენალტით)

სიონი სპარტაკი

4-3-3 4-3-3

ბობღიაშვილი გრიშიკაშვილი

კობაური ჭაფოძე

სვანიძე მგელაძე

დიდავა ბოიომო

ორბელაძე მანჩხავა

ლ. ნოზაძე მამუჩიშვილი

რეხვიაშვილი თ. შონია

გოგობერიშვილი ჯიშკარიანი

ჩირიკაშვილი მ. ბარაბაძე

ადამაშვილი ჯაკობია

რ. ჯიქია მეტრეველი

მწვრთნელი მწვრთნელი

ხ. ქასრაშვილი ბ. კვარაცხელია

სიონი

46. ადამაშვილი - დ. ლომაია

53. რეხვიაშვილი - შალამბერიძე

55. ჩირიკაშვილი - ისიანი

სათადარიგოები: ზუხბაია, ლ. ჩხეტიანი, გ. თარგამაძე, ნ. კვასხვაძე.

სპარტაკი

53. ჯიშკარიანი - დეკანოიძე

69. შონია - კილასონია

78. მ. ბარაბაძე - ბუზალაძე

სათადარიგოები: დაუშვილი, სეფიაშვილი, უგრეხელიძე, ზერეკიძე.

გაფრთხილება: მანჩხავა (29), რეხვიაშვილი (35), კობაური (60), ბოიომო (70), ბუზალაძე (89)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
[VIDEO] "არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას
ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს
ზლატანს კინოში კვლავ გადაიღებენ - იბრაჰიმოვიჩი ბოროტმოქმედის როლში იქნება
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
რას გადაწყვეტს მამარდაშვილი? - ალისონი "ლივერპულში" კიდევ დიდი ხნით დარჩება
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
[VIDEO] დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო
სტამბოლში ლომი დასეირნობს - ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეიძლება ჩაიშალოს
"ბარსელონამ" პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება განიზრახა - საქმეში ლუის ენრიკე ჩაერია
პსჟ-მ კვარაცხელიას და დუეს ტრავმების გამო მნიშვნელოვანი სატრანსფერო გადაწყვეტილება მიიღო
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"რასინგი" ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?