ხვალ, 23 აგვისტოს 20:00 საათზე ევროპა ლიგის პლეი ოფში ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქუთაისელთა თავკაცმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

- ეს შეხვედრა განსხვავდება სხვა მატჩებისგან თავისი მნიშვნელობით. როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებულად ვემზადებით და ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია, რომ სიხარული მოვუტანოთ საქართველოს.

რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ წინასწარ არანაირი მომზადება არ სჭირდებათ ამ კუთხით ბიჭებს. მათ კარგად იციან, რომ შესწევთ ძალა ასეთ კლუბებთან თამაშის და ბარიერის დაძლევის. ორი თამაშია და უნდა ვეცადოთ, ჯამში ერთით მეტი ბურთი გავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გაიღებენ გამარჯვებისთვის.

მთავარია, დღეს ჩვენ ვართ აქ და პლეი-ოფში ჩვენ ვთამაშობთ. ალბანელებს ავუხსენით, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით და ვფიქრობ, თავადაც მიხვდნენ ამ ყველაფერს.

დაცვიდან თამაშს არასდროს არ ვცდილობთ. უბრალოდ, ის არის, რომ ახალი შეკრებილები ვიყავით და პირდაპირ თამაშები დავიწყეთ. დრო არ გვქონდა და პრაქტიკულად ოფიციალურ მატჩებში უწევს გუნდს შეთამაშება. ამას ემატება მგზავრობა და ესეც მოქმედებს. მადლობა ღმერთს მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავედით. ძალიან მინდა, რომ მიზანს, რომელიც დასახული გვაქვს, მივაღწიოთ. ორი თამაში დარჩა და უკვე ჯგუფში ვხვდებით. რა თქმა უნდა, შეტევაშიც აქტიურები უნდა ვიყოთ და თავიც დავიცვათ კარგად. რაც მთავარია, ეს უნდა მოხდეს სწრაფად და ორგანიზებულად.

“კუკეშთან” მატჩის ხარისხით კმაყოფილები რა თქმა უნდა, არ ვართ, მაგრამ წეღანაც ვახსენე, რომ გუნდი შეუთამაშებელი იყო და პირდაპირ თამაშებიდან მოგვიწია ფორმაში შესვლა. რაც არ მოხერხდა ამ თამაშამდე, ვეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაში ვაჩვენოთ.

ეროვნული ლიგის გადადებულ მატჩებს რაც შეეხება, ვერ მოვახერხებდით აღდგენას და გაცილებით უარესი იქნებოდა. მინდა, ფეხბურთის ფედერაციას და კლუბებს მადლობა გადავუხადო, რომ ეს ყველაფერი გაიგეს.

რა თქმა უნდა, “ლუდოგორეცის” ფინანსური კუთხით ვერ გავეჯიბრებით. ვიტყვი, რომ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა, ბოლო მატჩები ვნახე და დამაგვირგვინებელ ფაზაში მთლად კარგად ვერ მოქმედებენ. რას დავუპირისპირებთ? – ამას ხვალინდელი თამაში გვიჩვენებს.

აქამდე მოვედით და უკვე მზად უნდა ვიყოთ. ჩემი გუნდი მზადაა. ქართული ფეხბურთის ნელ-ნელა წინ მიდის, რადგან თითქმის ყველა გუნდი გასულ წლებთან შედარებით უკეთ გამოვიდა ევროსარბიელზე. ღმერთმა ქნას, ჯგუფში მოვხვდეთ და იქ ფეხბურთელები კარგად გააცნობიერებენ ამ წარმატებას.

ქუთაისში თამაში ჩვენთვის ნიშნავს ყველაფერს, რადგან ყველამ ვიცით იქაური გულშემატკივრის ამბავი. დარწმუნებული ვარ, რომ იქ სტადიონი ბოლომდე გაივსებოდა. ძალიან უყვართ ჩვენს ქალაქში ფეხბურთი. რომ იტყვიან, ფეხბურთის გიჟები არიან და მართლა გულით უდგანან გუნდს გვერდში. ზუსტად ვიცი, მათთვის რას ნიშნავს ქუთაისის “ტორპედო” და რამხელა სიხარული მოჰყვებოდა იქ რომ გვეთამაშა.

იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ გამოსწორდება სიტუაცია, ალბათ, ჩვენს მერიასაც გული შესტკივა ამ ყველაფერზე და სტადიონი გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, ყველა ქუთაისელი, რომელსაც გუნდი უყვარს, ხვალ თბილისში იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივარი, რადგან მაყურებლის გარეშე ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს. იმედია, ხვალ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა.

გიორგი
აუუუ, ჩხეტოოო ნუ აყვები რა ტრენდებს და გოიმობებს შენს ჰაბიტუსს ეგ აპრავა სერიოზულობას კი არ მატებს არამედ უფრო სასაცილოს გხდის, უსათვალოდ უფრო დამაჯერებელი იყავი, მერე რა რომ არ იყავი :) ძმურად რა
ზე გოლ
მთლად თუ მთლა :))
გიზოგ
ფეხბურთელებისგან თამაში და მაყურებლისგან აგრესიული ქომაგობა, როგორი სცენარითაც არ უნდა წავიდეს თამაში, მარტო 90 წუთი კი არა, მსაჯის საფინალო სასტვენამდეა საჭირო. მოგებას ვუსურვებ ქუთაისის ტორპედოელებს დიდ სიხარულს ქუთაისელებს მთელ ქართველ ხალხთან ერთად. არ დაგვავიწყდეს დიდი ლივერპულის დამარცხებაში სწორედ მაყურებლის აქტიურობამ შეიტანა დიდი წვლილი.
roma
ვინც წარმატების სურვილზე დისლაიქს წერს ნამუსი აქვს? წარმატებები ტორპედოს დღეს.
lado
ყველანი სტადიონზე, მხარი უნდა დავუჭიროთ ტორპედოს. წარმატებები ბიჭებს, მადლობა აქამდე რო მოხვედით და იმედია კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ. დღეს ის დღეა როდესაც ყველა ერთ მუშტად უნდა შევიკრიბოთ და ერთად უნდა დავუდგეთ გვერდით ჩვენს გმირებს. წინ ტორპედო გამარჯვებისკენ
მერაბ გ.
მეტნაკლები ფეხბურთის მოთამაშე გუნდთან "ტორპედომ" უშანსოდ წააგო; ფარერების და ალბანების დამარცხებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს! ეს სერიოზული გუნდია და მხოლოდ მაქსიმალური თავგანწირვით შეიძლება დადგეს შედეგი
Gio
2 tamashis tvini ar aqvs amas
დათო
ქართულად რომ დაწერო არა
Emigranti
Carmatebeni torpedos da qattul fexburts . Chxetos erts urchev da vtxiv rom cinamatchivit dacvit fexbuti ar atamasho shetevit fexburti atamashe da bichebo cota meti mondomeba da gambedavoba imis fiqrshi ar iyot rom gulshematkivari ras ityvis gulshematkivari yoveltvis kargs ityvis tu moedamze bolomde suli da gulit daixarjebit mercmunet chixuram caago magram gulshematkivari aqebda mainc carmatebebi ;* ,*
ვახო...
წარმატებები...
Abiko
Warmatebebi torpedos me italiana vfulshematkivrob da Didi immediatamente malva tqvenii rom bolomde gaiigebtt yvelaferss . Usazgvro sixaruls Mianixhebtt srruliadd saqartvelos jgufshi tu moxvdebit Warmatebebi.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ქუთაისის "ტორპედომ" ახსნა, თუ რატომ მოხდა ჩხუბი ტრიბუნაზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ გაუმკლავდა - უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ცნობილი გახდა "ლუდოგორეცისა" და "ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობები
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" პირველი ტაიმი 0:2 წააგო
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"ტორპედოსთან" პრობლემა არ გვქონია, მეტოქე კლასით ჩამოგვრჩებოდა - აცხადებენ ბულგარელები
sportal.bg: "ტორპედოს" ქომაგებმა "ლუდოგორეცის" ფანებთან ჩხუბი დააპირეს და პოლიციამ ისინი სტადიონიდან გააძევა [VIDEO]