მამაკაცების რეიტინგის ლიდერმა ბარსელონაში მორიგი ტიტულის მოპოვების შანსი ხელიდან არ გაუშვა
ვოზნიაცკისგან განსხვავებით, კაცების რეიტინგის ლიდერმა მორიგი ტიტულის მოპოვების შანსი ხელიდან არ გაუშვა. რაფაელ ნადალისა და დავიდ ფერერის დაპირისპირება თანდათან გრუნტის კლასიკად გადაიქცა.

წელს გრუნტის სეზონში ჯერჯერობით ორი დიდი ტურნირი გაიმართა და ორივეს ფინალში ეს ჩოგბურთელები შეხვდნენ ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას დავიდი და რაფა მონაკოს მასტერსის გადამწყვეტ მატჩში არკვევდნენ ურთიერთობას და ორ სეტში ნადალმა გაიმარჯვა.

ისევე როგორც ერთი კვირის წინ მონტე კარლოში, აქაც ორივე ჩოგბურთელმა დამაჯერებლად გააღწია ფინალში. რაფაელ ნადალს ეტყობა, რომ თანდათან უმატებს თამაშს და სავარაუდოდ, მისი ფორმის პიკი როლან გაროსს დაემთხვევა. შეგახსენებთ, რომ ნადალმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო მონტე კარლოს ტიტული და ასეთივე შედეგის მიღწევა შეეძლო ბარსელონაში, მაგრამ შარშან გამოტოვა ეს ტურნირი. სხვათა შორის, კატალონიის დედაქალაქში მოპოვებული ხუთი გამარჯვებიდან რაფამ ორ შემთხვევაში ფინალში სწორედ ფერერი დაამარცხა.

"რაფა რობოტი არ არის და ისიც შეიძლება დამარცხდეს. რა თქმა უნდა, ის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა გრუნტზე და მის დასამარცხებლად საუკეთესო, უშეცდომო ჩოგბურთის ჩვენება დამჭირდება. ახალი მატჩი წინას არასოდეს ჰგავს, ასე რომ, ყველაფერი კორტზე გაირკვევა", - განაცხადა ფერერმა მატჩის წინ.

მეოთხედფინალში დავიდმა ოდნავ იტკინა ფეხი იურგენ მელცერთან მატჩში, მაგრამ უკვე შემდეგ დღეს ნიკოლას ალმაგროსთან მატჩში შესანიშნავად გადაადგილდებოდა კორტზე. წესით, ჩოგბურთელებს დაღლილობაც უნდა დასტყობოდათ, რადგან ეს ფინალი მათთვის ბოლო ორ კვირაში რიგით მეათე მატჩი იყო.

სტარტზე ოდნავი შეფერხების შემდეგ ნადალმა შესანიშნავი ტემპი აიღო. მას უფრო კარგად გამოსდიოდა მიღებაზე თამაში. წინა კვირის ფინალისგან განსხვავებით ფერერი იშვიათად ამარცხებდა მეტოქეს უკანა ხაზზე. ასე რომ, პირველმა სეტმა თითქმის უბრძოლველად ჩაიარა - 6:2 ნადალის სასარგებლოდ.

მეორე პარტიაშიც რაფაელმა წაიყვანა ანგარიში, მაგრამ დევიდმა ნაადრევად დანებება არ ისურვა. ის იბრძოდა და თანდათან მოიპოვა ინიციატივა. ნადალმა უკანა ხაზზე პასიური თამაში დაიწყო, რითაც კარგად ისარგებლა მისმა თანამემამულემ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფერერმა რამდენიმე "დაფარული" მატჩბოლი მიიღო, მაგრამ საჭირო მომენტში მიზანს აღწევდა პირველი ჩოგანის რისკიანი დარტყმები. ნადალმა თავიდან აიცილა ზედმეტი გართულება და ორ სეტში გაიმარჯვა - 6:2, 6:4.

ნადალმა ბარსელონაში ტიტული დაიბრუნა და აქ კარიერაში მეექვსედ გაიმარჯვა, დავიდმა კი მესამედ წააგო ფინალი. ATP-ის არაოფიციალურ საჩემპიონო რბოლაში ფერერი საპატიო მესამე ადგილს იკავებს - ის მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ნადალს ჩამორჩება. ამ კვირას ეს ჩოგბურთელები ისვენებენ, შემდეგ კი რომისა და მადრიდის მასტერსებზე გამოსვლა უწევთ.

ATP

Open Sabadell Atlantico

ბარსელონა (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 1 550 000 ევრო

1/4 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-გაელ მონფილსი (საფ, 7) 6:2, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 6) 6:3, 6:3; ივან დოდიგი (ხორ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:4, 2:6, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 8)-ხუან კარლოს ფერერო (ესპ) 6:3, 6:3.

1/2 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 8) 6:3, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ივან დოდიგი (ხორ) 6:3, 6:2.

ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 6:2, 6:4.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა