პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით, ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის თამაშები გაიმართება.

"სამეფო კლუბი" კატალონიაში ჩადის, ოღონდ "ჟირონასთან" სათამაშოდ. გახსოვთ შარშანდელი სეზონი, რომელიც ისტორიაში პირველი იყო კატალონიური კლუბისთვის? მაშინ "ჟირონამ" "რეალს" 2:1 მოუგო. გამეორდება ისტორია?

პირველ ტურში "ჟირონამ" კი აჯობა "ვალიადოლიდს", კარისკენ 13-ჯერ დაურტყა და ბურთს დროის 68% ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაუტანა - 0:0.

"რეალი" "ესტადიო მონტილივიზე", პირველი ტურისგან განსხვავებით, ალბათ, 1-2 ცვლილებას განახორციელებს. ლუკა მოდრიჩი, რომელმაც წინა ტურში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, სასტარტოს დაუბრუნდება, სადაც სებალიოსს ჩაანაცვლებს. ხულიენ ლოპეტეგის აქვს საშუალება, რომ კაპიტან სერხიო რამოსს მსოფლიოს ჩემპიონი რაფაელ ვარანი შეუწყვილოს, თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, მწვრთნელმა ისევ ნაჩო დატოვოს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ტიბო კურტუა კი ისევ სათადარიგო იქნება, კარში ისევ კეილორ ნავასი იდგება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ "ჟირონას" რიგებში ირიცხება გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც წინასასეზონო მატჩებში მონაწილეობდა, მაგრამ პირველ ტურში განაცხადში არ ყოფილა.

რეალი (სავარაუდო): ნავასი - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო.

ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" ელიტაში დაბრუნებულ "ვალიადოლიდს" ესტუმრება. ლეო მესიმ ჩემპიონატი დიდებულად დაიწყო - მან 2, ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანა, ორჯერ კი ბურთი ძელს გაარტყა. მოკლედ, კრიშტიანოს იტალიაში წასვლის შემდეგ ლა ლიგაში მესის სრულ დომინაციას უნდა ველოდოთ.

"ვალიადოლიდს" ძალიან უნდა გაუჭირდეს მესისა და კომპანიის შეჩერება. პირველ ტურში ყოფილმა ბარსელონელმა ჟორდი მასიპმა კარი მშრალად შეინახა, მაგრამ ახლა ამის გამეორება ძალიან გაუჭირდება. ვალვერდემ შესაძლოა, ლიგაში "ბარსას" ფორმით დებიუტის შანსი ლონგლესა და მალკომს მისცეს.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი, დემბელე.

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" ამ ტურში მადრიდული დერბი აქვს "რაიო ვალეკანოსთან", ხოლო "ვალენსია" ბარსელონაში "ესპანიოლს" ესტუმრება. დიდ ინტერესს იწვევს მატჩი "სანჩეს პისხუანზე", სადაც "სევილია" "ვილიარეალს" დაუხვდება.

ლა ლიგა. II ტური

პარასკევი. 24 აგვისტო

ხეტაფე-ეიბარი 22:15

ლეგანესი-სოსიედადი 00:15

შაბათი. 25 აგვისტო

ალავესი-ბეტისი 20:15

ატლეტიკო-რაიო ვალეკანო 22:15

ვალიადოლიდი-ბარსელონა 00:15

კვირა. 26 აგვისტო

ესპანიოლი-ვალენსია 20:15

სევილია-ვილიარეალი 22:15

ჟირონა-რეალი 00:15

ორშაბათი. 27 აგვისტო

ლევანტე-სელტა 22:15

ბილბაო-უესკა 00:15

ბომბარდირები: 3 - ანდრე სილვა (სევილია); 2 - ალექს გალიარი (უესკა), ლიონელ მესი (ბარსელონა), ხოსე მორალესი (ლევანტე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა