24 აგვისტოს, სპორტ-კომპლექს "არენა 2-ში" ფუტსალში საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შესარჩევი ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

უძლიერესის გამოსავლენად ერთმანეთს გაგრა და დინამო სოხუმი დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო მატჩი გაგრელთა გამარჯვებით 5:4 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულსა და ვერცხლის პრიზიორს კუთვნილი მედლები და თასები გადაეცათ.

შესარჩევი ტურნირისა და სამომავლო გეგმების შესახებ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და 19-წლამდე ნაკრების კანდიდატმა ნიკა ხარატიშვილმა ისაუბრეს:

ავთანდილ ასათიანი: "უპირველესად ვულოცავ ყველას, რომ ამ საქმეს საძირკველი ჩაეყარა და მუშაობა დავიწყეთ. ნამდვილად არ მეგონა, რომ ამდენ მოთამაშეს მოვინიშნავდი მომავალი შეკრებისთვის. მოგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში 19-წლამდე ნაკრების პირველ შეკრებას ვგეგმავთ. ტურნირის მონაწილე 8 გუნდიდან მშვენიერი ბიჭები ავარჩიეთ, ყველას პირადად გავესაუბრე და თითოეული მათგანი ბედნიერია, რომ საქართველოს სახელით თამაშის შანსი მიეცემა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ფეხბურთის ფედერაცია აქტიურადაა ჩართული ყველაფერში და მხარს გვიჭერს. იმედი მაქვს, უეფა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მოგვცემს და ეს ნამდვილად ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ამ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის".

ნიკა ხარატიშვილი: "აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა ჩემთვის და თითოეული მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 19-წლამდე ფეხბურთელებისთვის მართლაც ძალიან კარგი ტურნირი ჩატარდა. ვულოცავ ნაკრებში აყვანილ ყველა მოთამაშეს და იმედი მაქვს მომავალში საქართველოს სახელს ღირსეულად დავიცავთ".

ფუტსალში საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შესარჩევი ტურნირი 20-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და მასში მონაწილეობას ბასკის, გაგრას, გრანდის 2002-ის, გიფას, დინამო სოხუმის, ვინერსის, ფორვარდისა და გაგრა 2-ის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის გუნდები იღებდნენ.

შერჩეული მოთამაშეები პირველ შეკრებას სექტემბრის დასაწყისში გაივლიან და სამომავლო ტურნირებისთვის მოემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წელს გასამართი, ფუტსალის ისტორიაში პირველი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა და ამის თაობაზე უეფას ოფიციალურად მიმართა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება!
ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ორივე მატჩში დაამარცხა [VIDEO]
ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები უნგრეთის, თურქეთის და ესპანეთის გუნდებს დაუპირისპირდება
უკრაინის ქალთა ნაკრების წევრმა მეტოქის მწვრთნელს მუშტი სახეში დაარტყა [VIDEO]
სფფ-ში ფუტსალის ლიგის თასის წილისყრა გაიმართა - ტურნირი პირველად ჩატარდება
ფუტსალის ლიგის ჩემპიონი "თელასი" გახდა