"ბარსა" და "რეალი" უდანაკარგოდ იწყებენ. ამ ტურში თუ კატალონიელებს გაუჭირდათ, "სამეფო კლუბი" კატალონიაშიც დამაჯერებელი იყო.

ხულიენ ლოპეტეგიმ ლა ლიგაში პირველი საგარეო გამარჯვება მიითვალა - "რეალმა" "ჟირონაზე" შარშანდელისთვის შური იძია. მაშინ "სამეფო კლუბმა" პირველი საგარეო მარცხი იწვნია. ბორხას გოლით ახლაც აგებდა, მაგრამ შემდეგ მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

ქარიმ ბენზემამ დუბლი მიითვალა. ლუკა მოდრიჩი კვლავ არ იყო სასტარტოში და ის მეორე ტაიმში შევიდა.

Video

26.08.18 ჟირონა - რეალი 1:4

"ბარსამ" "ვალიადოლიდს" დამაჯერებლად ვერ მოუგო, რადგან ელიტაში აღზევებულთა ახალთახალი მოედნის საფარი "ჩავარდა". ფეხბურთელებს საშინელ პირობებში უწევდათ თამაში.

სამი გოლი გავიდა და სამივესთვის ვიდეორეფერი გახდა საჭირო, რომელმაც მხოლოდ პირველი - უსმან დემბელეს გოლი ჩათვალა, სტუმარ ლუის სუარესსა და მასპინძელ კეკოს კი გაუუქმა.

Video

25.08.18 ვალიადოლიდი - ბარსელონა 0:1

ტურის ფაქტები

"ბეტისის" სამმა მცველმა (ბარტრა, ფედალი, მანდი) I ტაიმში ჯამში 120 პასი გააკეთა, ზუსტად იმდენი, რამდენიც "ალავესის" მთელმა გუნდმა.

"რეალ სოსიედადმა" 2006 წლის მერე პირველად ვერ მოიგო მას მერე, რაც 2:0 დაწინაურდა.

"ხეტაფეს" ტოგოელმა მცველმა დიენე დაკონამმა მატჩის დაწყებიდან 19 წამში მიიღო გაფრთხილება. ეს ლა ლიგის ყველაზე "სწრაფი" ყვითელი ბარათია 2005 წლის შემდეგ.

ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) 2018 წელს 32 თამაშში (ყველა საკლუბო ტურნირში) 32 გოლში მიიღო მონაწილეობა (23 გოლი, 9 საგოლე პასი).

"ვალიადოლიდმა" 54-ე თამაში წააგო "ბარსელონასთან".

პირველ ტაიმში ლეო მესი მხოლოდ ერთხელ შეეხო მეტოქის საჯარიმოში ბურთს (საინტერესოა, რომ ზუსტად ასეთი მონაცემი ჰქონდა იტალიაში კრიშტიანო რონალდოს).

უსმან დემბელემ ამ სეზონში უკვე 2 ქულა მოუტანა გუნდს თავისი გოლით, შარშან კი - სულ 1.

"ბარსელონა" ლა ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელმაც პირველ ორ ტურში ზედიზედ ბოლო 7 სეზონში იმარჯვა.

ბოლოს "ბარსამ" სტუმრად 1:0 მოიგო 2016 წელს ბილბაოს "სან მამესზე".

2018 წელს ყველაზე მეტი გოლი ლა ლიგაში უშუალოდ საჯარიმო დარტყმით ლიონელ მესიმ (ბარსელონა) გაიტანა - 7. შემდეგ მოდის ენის ბარდი (ლევანტე) - 3 და ესტებან გრანერო (ესპანიოლი) - 2.

"ვალენსიამ" "ესპანიოლთან" მატჩში 9-ჯერ დაარტყა კარში ზუსტად. ეს რეკორდია მას მერე, რაც გუნდს მარსელინო წვრთნის.

გარეთ ბეილმა (რეალი) ლა ლიგის ბოლო 5 ტურში ყოველ მატჩში გაიტანა - 6 გოლი.

ბოლოს "სევილიამ" საწყისი 2 ტური 2007 წელს მოიგო ხუანდე რამოსის მწვრთნელობისას.

"ჟირონამ" "რეალს" ლა ლიგაში 6 გოლი გაუტანა და ეს ყველაზე მეტია კატალონიური კლუბისთვის, რომელიც ელიტაში მეორე სეზონს ატარებს.

სერხიო რამოსმა (რეალი) ლა ლიგაში 56 გოლი გაიტანა. 21-ე საუკუნეში მას 25 გოლით ჩამორჩება მცველებში მეორე ადგილზე გასული ანდონი ირაოლა.

გარეთ ბეილმა საკლუბო კარიერაში 150-ე გოლი გაიტანა.

ქარიმ ბენზემამ (რეალი) ლა ლიგაში 33 გუნდიდან 32-ს გაუტანა (ვისაც შეხვედრია).

ლა ლიგა. II ტური

ხეტაფე-ეიბარი 2:0

გოლები: 1:0 ანხელი (18), 2:0 მოლინა (90)

ლეგანესი-სოსიედადი 2:2

გოლები: 0:1 ზურუტუზა (11), 0:2 ილიარამენდი (17), 1:2 ელ-ჟარი (54), 2:2 ელ-ჟარი (88)

ალავესი-ბეტისი 0:0

ატლეტიკო-ვალეკანო 1:0

გოლი: 1:0 გრიზმანი (63)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი (36. თომასი), სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა (66. კოკე), როდრი, საულ ნიგესი, ლემარი - გრიზმანი (76. მარტინში), დიეგო კოშტა

Video

25.08.18 ატლეტიკო - რაიო 1:0

ვალიადოლიდი-ბარსელონა 0:1

გოლი: 0:1 დემბელე (57)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (84. მალკომი) - მესი, ლ. სუარესი (91. ელ ჰადადი), დემბელე (76. ა. ვიდალი)

ესპანიოლი-ვალენსია 2:0

გოლები: 1:0 გრანერო (62), 2:0 ბ. იგლესიასი (68)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, დიაქაბი, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ვასი (64. ჩერიშევი) - როდრიგო (74. ბაჩუაი), მინა (67. გამეირო)

ჟირონა-რეალი 1:4

გოლები: 1:0 ბ. გარსია (16), 1:1 სერხიო რამოსი (39-პენ), 1:2 ბენზემა (52-პენ), 1:3 ბეილი (59), 1:4 ბენზემა (80)

რეალი (4-2-3-1): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო (60. ვარანი) - კროოსი, კაზემირო - ბეილი (87. ლ. ვასკესი), ისკო (77. მოდრიჩი), ასენსიო - ბენზემა

სევილია-ვილიარეალი 0:0

სევილია (3-4-2-1): ვაჩლიკი - მერკადო, კიაერი, გომეს სოლა - ხესუს ნავასი, მესა, ბანეგა (63. გონალონი), ესკუდერო (83. ბენ იედერი) - სარაბია, ფ. ვასკესი (63. ალ. ვიდალი) - ანდრე სილვა

ორშაბათი. 27 აგვისტო

ლევანტე-სელტა 22:15

ბილბაო-უესკა 23:59

ბომბარდირები: 3 - ანდრე სილვა (სევილია)

მომდევნო ტური

31 აგვისტო: ხეტაფე-ვალიადოლიდი, ეიბარი-რეალ სოსიედადი, ვილიარეალი-ჟირონა

1-ლი სექტემბერი: სელტა-ატლეტიკო, რაიო ვალეკანო-ბილბაო, რეალი-ლეგანესი

2 სექტემბერი: ლევანტე-ვალენსია, ალავესი-ესპანიოლი, ბარსელონა-უესკა; ბეტისი-სევილია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნათია
ხომ არ იცით ვინმემ მოდრიჩს რატომ არ ათამაშებენ ძირითადში?
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს