"კრასნოდარის" ფეხბურთელები მოედანზე მაისურზე ამისულაშვილის მხარდასაჭერი წარწერით გავიდნენ

"ვოლგიძე" - ასე უწოდებენ რუსები ირონიულად ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას", რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის და სადაც 6 ქართველი ლეგიონერი თამაშობს. როგორც ფეხი დაუცდება "ვოლგას", ყველას პირზე ამ გუნდის "მეტისმეტი" ქართველობა აკერია.

ასე იყო ახლაც რუსულ ფორუმებზე, მით უფრო, რომ თეთრაძემ ჩემპიონატში პირველად ექვსივე ქართველი ათამაშა, გუნდმა კი შინ ფიზიკურად ძლიერ "ყუბანთან" 0:1 წააგო. თეთრაძემ კი მატჩის შემდეგ თქვა, თანაბარ თამაშში მეტოქემ ჩვენი შეცდომა უკეთ გამოიყენა და მოიგოო. მატჩის მიწურულს გოლის გატანის შანსი მათე ვაწაძეს ჰქონდა. ხოჯავამ, მარცვალაძემ და გოგუამ "ჩემპიონატისგან" 5,5 ბალი დაიმსახურეს, ვაწაძემ, სალუქვაძემ და გრიგალავამ - 5.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამხელა ძალაა ალექსანდრე ამისულაშვილი - მას შემდეგ, რაც მან თურქული "ქაისერისპორის" რიგები დატოვა, შოთა არველაძის გუნდის საქმეები უკან წავიდა. რაც "სპარტაკთან" სათასო მატჩში ქართველი დაშავდა, "კრასნოდარმა" იმ შეხვედრაში 2 გოლი გაუშვა, "ლოკომოტივთან" კი - 4 (მანამდე სეზონში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდათ გაშვებული).

ჩვენებურის საქმე კი ცუდადაა - "კრასნოდარის" თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა თქვა, რომ ამისულაშვილს ოპერაცია ყველა ვარიანტში დასჭირდება. სხვათა შორის, ფეხბურთელები მოედანზე მაისურებზე ჩვენებურის მხარდამჭერი წარწერით გავიდნენ, რომლებზეც ეწერა: "ამი, ჩვენ შენთან ვართ".

დავით სირაძემ პირველად ითამაშა ამ სეზონში ნალჩიკის "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში, მას მოსკოვის "სპარტაკთან" შეხვედრაში ენდნენ. ჩვენებურის თამაში 5,5 ბალით შეაფასეს, ნალჩიკელებმა კი მოსკოველებთან ვერაფერი გააწყვეს - 0:1.

ჯანო ანანიძე კვლავ არ არის მზად სათამაშოდ. გუშინ მოსკოვში ნუკრი რევიშვილს ბოლო წუთებზე გაუტანეს და "დინამომ" ამით ქულა იხსნა "ანჟისთან" მატჩში - 2:2. თუმცა ნუკრის კარი თერთმეტმეტრიანით აიღეს, მანამდე კი (78-ე წუთზე) ქართველმა 100%-იანი გოლისგან იხსნა "ანჟი".

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა