"კარპატის"ტრავმამოშუშებულმა ქართველმა ნახევარმცველმა "ტავრიასთან" ბოლო 10 წუთი ითამაშა
მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლმა" ძალზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოუგო თორნიკე ოქრიაშვილის "ილიჩივეცს" და გასავარდნ ზონაში გადაისროლა.

ჩვენებურებს დიდად არ გამოუჩენიათ თავი, მათემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო თორნიკე 58-ე წუთზე გამოცვალეს.

"კარპატის" ტრავმამოშუშებული სანდრო გურული დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო 10 წუთი ითამაშა "ტავრიასთან" 1:0 დასრულებულ მატჩში, სტუმართა ფორვარდ ვასილ გიგიაძეს ამჯერად სათადარიგოობა აკმარეს. ამ მოგებით "კარპატი" ევროპის ლიგის საგზურის მომტან მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.

გვაინტერესებდა, როგორ ითამაშებდა ჯაბა კანკავა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, მაგრამ "კრივბასის" მწვრთნელმა ის მხოლოდ 0:3-ზე გამოიყვანა "დნიპროსთან" მატჩში, როცა ყველაფერი გარკვეული იყო.

თამაშის შანსი არ მისცემია უჩა ლობჟანიძეს. "ილიჩივეცის" არ იყოს, "კრივბასსაც" გასავარდნად აქვს საქმე. საინტერესო მატჩი ჰქონდა ქვედა ლიგის ლიდერ "ოლექსანდრიას", სადაც დავით თარგამაძე თამაშობს. ამ გუნდმა სტუმრად 2:0 დაამარცხა მდევარი "ჩერნომორეცი" და ახლა ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე 6 ქულით ლიდერობს. "ოლექსანდრიას" სულ ცოტა დარჩა პრემიერლიჰის საგზურის გაფორმებამდე.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა