"ჯენოა"-"ლეჩეს" მატჩში კახა კალაძის გარჯას იტალიური მედიის დიდმა ნაწილმა საკმაოდ კარგი შეფასება მისცა
ძალზე დასანანი მარცხი იწვნია ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგმა". არადა, ქართველის გუნდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ 2:3 დათმო. მიუხედავად ამისა, "რედინგი" 73 ქულით მეხუთეზეა, რაც საპლეიოფო ადგილია.

სერია A-ში კახა კალაძის "ჯენოამ" 4:2 მოუგო "ლეჩეს", ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და იტალიური მედიის დიდი ნაწილისგან საკმაოდ კარგი შეფასება - 6,5 ბალი დაიმსახურა ("დატასპორტი", "კალჩომერკატო", ანსა), "მეცოჯორნომ" 7-იანიც კი გაიმეტა ქართველისთვის.

ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" ძალზე მნიშვნელოვანი თამაში წააგო სტუმრად "ობერჰაუზენთან" 1:2. "შპორტალმა" ქართველი კაპიტნის გარჯა 4-იანით შეაფასა.

"კარლსრუეს" სულ რაღაც ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.

ამირან სანაია გაისად ლიგა 2-ში ითამაშებს, მისმა "ბასტიამ" ამის უფლება ჩემპიონატის დასრულებამდე ნაადრევად მოიპოვა, თუმცა ბოლო ტურებია, ქართველი არ ჩანს.

დანიის ვიასატ დივიზიონში სეზონში მე-9 გოლი გაიტანა დავით დევდარიანმა, რომლის "ორჰუსმა" სტუმრად აბ-ს 3:1 მოუგო. ახლახან გამოჯანმრთელებული ქართველი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და 6 წუთში სოლორეიდით გაიტანა. ის, რომ "ორჰუსი" გაისად უმაღლესში ითამაშებს, ეჭვს არ იწვევს, გუნდი მეორეადგილოსან "კიოგეს" 10 ქულით უსწრებს.

ჰოლანდიურ ერედივიზიეში ზოგადად შემტევი მცველები თამაშობენ, გურამ კაშიამაც ადვილად აუღო ალღო ჰოლანდიურ ფეხბურთს და ამ უქმეებზე მე-3 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. ამის გარდა "უტრეხტთან" საგარეო მატჩში კაშიამ საგოლე პასიც მიითვალა, მაგრამ, რად გინდა - მისმა გუნდმა 2:4 წააგო, დაცვაში კი ჩვენებურის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს. "ვიტესი" 34 ქულით მე-14 ადგილზეა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა